-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რატომ უნდა ვუკითხოთ 3-5 წლამდე ბავშვებს წიგნები
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა და ცხოვრება ახლა სულ სხვა კალაპოტში მიედინება, რთულია ამ დინებაში სწორი მიმართულება იპოვო და იქით გაცურო. თუ გაინტერესებთ, რომელია ეს მიმართულება, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი, სწორედ, წიგნების კითხვის სიყვარულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი ხომ მაგალითს უფროსებისგან იღებენ.
თუ გსურთ, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეაყვაროთ, პირველ რიგში, თავად უნდა მისცეთ პატარებს მაგალითი. დღეში, თუნდაც, 15-20 წუთი გამოყავით, რომ ერთად გაეცნოთ ახალ წიგნებს, ზღაპრებს, კომიქსებს და ა.შ.. თანდათან ეს პროცესი ჩვევში გადავა, ჩვევა კი ქცევაში. საბოლოოდ, ბავშვებს თავად გაუჩნდებათ მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი გაიგონ და შეიმეცნონ.
ახლა კი გვინდა, გაგიზიაროთ წიგნის კითხვის ის რამდენიმე დადებითი მხარე, რომელსაც ბავშვებისთვის სარგებელი მოაქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ვუკითხოთ ბავშვებს წიგნები?!
#1 თანაგანცდა
წიგნის კითხვის დროს პატარები ეცნობიან სიუჟეტს, თითოეული პერსონაჟის ისტორიას, მათთან ერთად გადიან ყოველ ახალ ეტაპს, ეს კი ბავშვებში ყველა იმ ემოციას იწვევს, რაც გმირის ირგვლივ ხდება. ამით ისინი სწავლობენ თანაგანცდას, ემოციების გაზიარებას და სხვისი ლხინისა თუ გასაჭირის გათავისებას, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის.
თუ გსურთ, რომ პატარებმა ემოციების საოცარ ზღვაში შეცურონ, გირჩევთ, რომ „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ერთ-ერთ საოცარ წიგნს გაეცნოთ, კერძოდ გურამ პეტრიაშვილის - "კაცი და მისი უცნაური პიანინო", რომელიც გულგრილს არა თუ პატარებს, თქვენც არ დაგტოვებთ.
#2 წარმოსახვის უნარი
წიგნები დიდ როლს თამაშობენ წარმოსახვის უნარზე, რადგან კითხვის დროს ბავშვები თითოეულ პერსონაჟს თუ გარემოს თავისებურად ხატავენ გონებაში. ისინი ქმნიან წარმოსახვით სამყაროს, სადაც ყველაფერი თითქოს რეალურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კითხვის შემდეგ მოაწყოთ პატარა დისკუსია, განიხილოთ კონკრეტული ადგილები, გმირები და მათი გადაწყვეტილებები, რაც ბავშვს განუვითარებს კრეატივს, აზროვნებისა და ანალიზის უნარს.
ამაში საოცრად დაგეხმარებათ პატარა თაგუნიასა და დათვის თავგადასავლებით სავსე ისტორია. „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“ გთავაზობთ გაბრიელ ვენსანის წიგნს - ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია.
#3 ენერგეტიკა
წიგნებს, განსაკუთრებით კი ზღაპრებს, ბავშვის ფსიქიკაზე დამამშვიდებლის ეფექტი აქვს. ისინი თქვენს პატარებზე დადებითად მოქმედებენ და ზოგჯერ შესაძლოა, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც კი დაეხმარონ მათ. რატომ არსებობს ძილის წინ ზღაპრების კითხვის ტენდენცია? იმიტომ რომ ეს ეხმარება პატარას რელაქსაციაში, სიმშვიდის შენარჩუნებასა და ძილის ფაზისთვის მომზადებაში.
ძილის წინ საკითხავად საუკეთესო არჩევანია „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ”ქართული ხალხური ზღაპრები”, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.
სხვა სტატიები
4 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად უქცევთ....
განაგრძე კითხვა8650
5 ადგილი თბილისში, სადაც მეგობრებთან ერთად დროს მყუდროდ გაატარებთ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნა არ სჭირდება იმას, რომ მეგობრებთან შეხვედრა აბედნიერებს, ამხიარულებს და დადებითი ენერგიით ავსებს ქალებს, თუმცა ამის დამადასტურებელი კვლევაც გვაქვს და შეგვიძლია, ფსიქოლოგ რობინ დუნბარის სიტყვები ავუფრიალოთ მათ,...
განაგრძე კითხვა15685
Hotsale.ge-ის მომხმარებელი გირჩევთ: 5 აუზი მაღალი დანაზოგით
ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენება და გაგრილება სავსებით შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე აუზებში, სადაც თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას და მაღალ კომფორტს. Hotsale.ge-ზე არსებული სხვადასხვა შეთავაზება კი საშუალებას გაძლევთ დაზოგო...
განაგრძე კითხვა14930
როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე მაღალი დანაზოგით
ყველა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელოდებიან და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. ვინაიდან ასოცირდება ზღაპრულ, დაუვიწყარ ემოციებთან, გართობასთან და უამრავ საჩუქართან. ეს დღე არანაკლებ ემოციური და მნიშვნელოვა...
განაგრძე კითხვა21189