Category
Category
Category
Category
-
Surami
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Surami
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
რატომ უნდა ვუკითხოთ 3-5 წლამდე ბავშვებს წიგნები
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა და ცხოვრება ახლა სულ სხვა კალაპოტში მიედინება, რთულია ამ დინებაში სწორი მიმართულება იპოვო და იქით გაცურო. თუ გაინტერესებთ, რომელია ეს მიმართულება, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი, სწორედ, წიგნების კითხვის სიყვარულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი ხომ მაგალითს უფროსებისგან იღებენ.
თუ გსურთ, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეაყვაროთ, პირველ რიგში, თავად უნდა მისცეთ პატარებს მაგალითი. დღეში, თუნდაც, 15-20 წუთი გამოყავით, რომ ერთად გაეცნოთ ახალ წიგნებს, ზღაპრებს, კომიქსებს და ა.შ.. თანდათან ეს პროცესი ჩვევში გადავა, ჩვევა კი ქცევაში. საბოლოოდ, ბავშვებს თავად გაუჩნდებათ მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი გაიგონ და შეიმეცნონ.
ახლა კი გვინდა, გაგიზიაროთ წიგნის კითხვის ის რამდენიმე დადებითი მხარე, რომელსაც ბავშვებისთვის სარგებელი მოაქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ვუკითხოთ ბავშვებს წიგნები?!
#1 თანაგანცდა

წიგნის კითხვის დროს პატარები ეცნობიან სიუჟეტს, თითოეული პერსონაჟის ისტორიას, მათთან ერთად გადიან ყოველ ახალ ეტაპს, ეს კი ბავშვებში ყველა იმ ემოციას იწვევს, რაც გმირის ირგვლივ ხდება. ამით ისინი სწავლობენ თანაგანცდას, ემოციების გაზიარებას და სხვისი ლხინისა თუ გასაჭირის გათავისებას, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის.
თუ გსურთ, რომ პატარებმა ემოციების საოცარ ზღვაში შეცურონ, გირჩევთ, რომ „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ერთ-ერთ საოცარ წიგნს გაეცნოთ, კერძოდ გურამ პეტრიაშვილის - "კაცი და მისი უცნაური პიანინო", რომელიც გულგრილს არა თუ პატარებს, თქვენც არ დაგტოვებთ.
#2 წარმოსახვის უნარი

წიგნები დიდ როლს თამაშობენ წარმოსახვის უნარზე, რადგან კითხვის დროს ბავშვები თითოეულ პერსონაჟს თუ გარემოს თავისებურად ხატავენ გონებაში. ისინი ქმნიან წარმოსახვით სამყაროს, სადაც ყველაფერი თითქოს რეალურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კითხვის შემდეგ მოაწყოთ პატარა დისკუსია, განიხილოთ კონკრეტული ადგილები, გმირები და მათი გადაწყვეტილებები, რაც ბავშვს განუვითარებს კრეატივს, აზროვნებისა და ანალიზის უნარს.
ამაში საოცრად დაგეხმარებათ პატარა თაგუნიასა და დათვის თავგადასავლებით სავსე ისტორია. „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“ გთავაზობთ გაბრიელ ვენსანის წიგნს - ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია.
#3 ენერგეტიკა

წიგნებს, განსაკუთრებით კი ზღაპრებს, ბავშვის ფსიქიკაზე დამამშვიდებლის ეფექტი აქვს. ისინი თქვენს პატარებზე დადებითად მოქმედებენ და ზოგჯერ შესაძლოა, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც კი დაეხმარონ მათ. რატომ არსებობს ძილის წინ ზღაპრების კითხვის ტენდენცია? იმიტომ რომ ეს ეხმარება პატარას რელაქსაციაში, სიმშვიდის შენარჩუნებასა და ძილის ფაზისთვის მომზადებაში.
ძილის წინ საკითხავად საუკეთესო არჩევანია „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ”ქართული ხალხური ზღაპრები”, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.
სხვა სტატიები
დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge საერთაშორისო ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელი გახდა
დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 12 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ჯილდოს „Leader of the Year“ მფლო...
განაგრძე კითხვა
33226
როგორ გავუმკლავდეთ სამსახურისგან გამოწვეულ სტრესს?
შეიძლება ზოგი ადამიანისთვის სტრესი მცირე დოზით სასარგებლოც კი იყოს და მოტივატორად იქცეს ჩვენს მიერ დასახული მიზნისკენ მიმავალი გზის გავლაში. მაგრამ არის იმის შანსიც, რომ ქრონიკული სტრესის გამო ორგანიზმს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას. Სტრესული სიტუ...
განაგრძე კითხვა
1025
"ოპუს ბათუმი • OPUS Batumi"
თუ გეგმავთ დასვენებას შავი ზღვის სანაპიროზე ან ემზადებით მნიშვნელოვანი საქმიანი ვიზიტისთვის, Hotsale.ge-ს თქვენთვის შესანიშნავი სიახლე აქვს. ჩვენი პლატფორმის პარტნიორთა რიგებს შემოუერთდა OPUS Batumi — თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო, ...
განაგრძე კითხვა
4977
როგორ გამოვიყურებოდეთ იდეალურად -თავის მოვლის 6 მთავარი წესი
ხშირად გვსმენია ფრაზა ,,მახინჯი ვარ არაფერი მეშველება” თუმცა როგორც გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი იტყოდა ,,არ არსებობს მახინჯი ქალი, არსებობენ ზარმაცი ქალები”. მოდით მოვუსმინოთ მოწინავე ფრანგი მოდის დიზაი...
განაგრძე კითხვა
30761
როგორი ვალენტინი ხარ შენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვალენტინობის დღე ახლოვდება და ალბათ ბევრი ფიქრობს, როგორ გაატაროს საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად. საინტერესოა, რომ ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი ხშირად განაპირობებს იმას, თუ როგორ გამოვხატავთ სიყვარულს. მოდი, ვნახოთ, რას გვეუბნება ვარსკვლავები ჩვენს რომანტ...
განაგრძე კითხვა
19902