-
Bakuriani
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Bakuriani
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
რატომ უნდა ვუკითხოთ 3-5 წლამდე ბავშვებს წიგნები
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი გაციფრულდა და ცხოვრება ახლა სულ სხვა კალაპოტში მიედინება, რთულია ამ დინებაში სწორი მიმართულება იპოვო და იქით გაცურო. თუ გაინტერესებთ, რომელია ეს მიმართულება, მაშინ გეტყვით, რომ ერთ-ერთი, სწორედ, წიგნების კითხვის სიყვარულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი ხომ მაგალითს უფროსებისგან იღებენ.
თუ გსურთ, რომ ბავშვს წიგნის კითხვა შეაყვაროთ, პირველ რიგში, თავად უნდა მისცეთ პატარებს მაგალითი. დღეში, თუნდაც, 15-20 წუთი გამოყავით, რომ ერთად გაეცნოთ ახალ წიგნებს, ზღაპრებს, კომიქსებს და ა.შ.. თანდათან ეს პროცესი ჩვევში გადავა, ჩვევა კი ქცევაში. საბოლოოდ, ბავშვებს თავად გაუჩნდებათ მოთხოვნილება, რომ უფრო მეტი გაიგონ და შეიმეცნონ.
ახლა კი გვინდა, გაგიზიაროთ წიგნის კითხვის ის რამდენიმე დადებითი მხარე, რომელსაც ბავშვებისთვის სარგებელი მოაქვს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რატომ უნდა ვუკითხოთ ბავშვებს წიგნები?!
#1 თანაგანცდა
წიგნის კითხვის დროს პატარები ეცნობიან სიუჟეტს, თითოეული პერსონაჟის ისტორიას, მათთან ერთად გადიან ყოველ ახალ ეტაპს, ეს კი ბავშვებში ყველა იმ ემოციას იწვევს, რაც გმირის ირგვლივ ხდება. ამით ისინი სწავლობენ თანაგანცდას, ემოციების გაზიარებას და სხვისი ლხინისა თუ გასაჭირის გათავისებას, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის.
თუ გსურთ, რომ პატარებმა ემოციების საოცარ ზღვაში შეცურონ, გირჩევთ, რომ „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ერთ-ერთ საოცარ წიგნს გაეცნოთ, კერძოდ გურამ პეტრიაშვილის - "კაცი და მისი უცნაური პიანინო", რომელიც გულგრილს არა თუ პატარებს, თქვენც არ დაგტოვებთ.
#2 წარმოსახვის უნარი
წიგნები დიდ როლს თამაშობენ წარმოსახვის უნარზე, რადგან კითხვის დროს ბავშვები თითოეულ პერსონაჟს თუ გარემოს თავისებურად ხატავენ გონებაში. ისინი ქმნიან წარმოსახვით სამყაროს, სადაც ყველაფერი თითქოს რეალურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კითხვის შემდეგ მოაწყოთ პატარა დისკუსია, განიხილოთ კონკრეტული ადგილები, გმირები და მათი გადაწყვეტილებები, რაც ბავშვს განუვითარებს კრეატივს, აზროვნებისა და ანალიზის უნარს.
ამაში საოცრად დაგეხმარებათ პატარა თაგუნიასა და დათვის თავგადასავლებით სავსე ისტორია. „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“ გთავაზობთ გაბრიელ ვენსანის წიგნს - ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან”, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია.
#3 ენერგეტიკა
წიგნებს, განსაკუთრებით კი ზღაპრებს, ბავშვის ფსიქიკაზე დამამშვიდებლის ეფექტი აქვს. ისინი თქვენს პატარებზე დადებითად მოქმედებენ და ზოგჯერ შესაძლოა, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც კი დაეხმარონ მათ. რატომ არსებობს ძილის წინ ზღაპრების კითხვის ტენდენცია? იმიტომ რომ ეს ეხმარება პატარას რელაქსაციაში, სიმშვიდის შენარჩუნებასა და ძილის ფაზისთვის მომზადებაში.
ძილის წინ საკითხავად საუკეთესო არჩევანია „რიდერსლენდ.ჯი / READERSLAND.GE“-ის ”ქართული ხალხური ზღაპრები”, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ.
სხვა სტატიები
ვარჯიში სახლის პირობებში - მითია თუ რეალობა?
Covid-19-მა თითოეული ადამიანის ყოველდღიური ჩვევები და ცხოვრების სტილი შეცვალა. ადამიანებმა სწავლა და მუშაობა განაგრძეს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, უარი თქვეს გართობაზე, საყვარელ საქმიანობაზე, რადგან ამ უცნაურმა ვირუსმა ცხოვრების ახალ და უჩვეულო ეტ...
განაგრძე კითხვა18380
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იშოპინგო ჰოთსეილზე
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტერნეტი ძალიან ღრმად შემოიჭრა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და სერიოზული გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, როგორ ვმუშაობთ და როგორ ვშოპინგობთ. ონლაინ შოპინგს ბევრი უპირატესობა აქვს...
განაგრძე კითხვა10045
შეიძინე სათხილამურო სეზონის აბონემენტი 20%-იანი დანაზოგით Hotsale.ge-ზე Mastercard-ით გადახდისას
Hotsale.ge ერთგულ მომხმარებლებს საბაგირო აბონიმენტებზე Mastercard-ით გადახდისას 20%-იან დანაზოგს სთავაზობს. უკვე მეორე სათხილამურო სეზონია, რაც Hotsale.ge სამთო კურორტების მოყვარულებს აღნიშნულ საჩუქარს უკეთებს. დანაზოგი ყველა კურორტს მოიცავს, შეძენა...
განაგრძე კითხვა10330
როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე?
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის სპეციალიტებმა ჩამოთვალეს ის ღონისძიებები, რომლებიც სპეციალური დიეტის დაცვის გარეშე, წონაში კლების საშუალებას მისცემს ადამიანს.ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში შევასრულოთ სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიში:...
განაგრძე კითხვა14193