Category
Category
-
Category
-
Khashmi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
-
Category
-
Khashmi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
![რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში](https://hotsale.ge/files/vlog/ინექციური პროცედურები/Green & White Travel Blog Facebook Cover (7)-1.jpg)
რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში
ბორჯომის ულამაზესი ბუნება, ტყეები, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ეს მხარე ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის, სავსე უამრავი საოცრებით და მომხიბვლელი კუთხეებით. გიზიარებთ 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ბორჯომის რაიონში
ტაბაწყურის ტბა
ეს ყველასთვის ცნობილი ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად და მის გარშემო სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ტბის მიდამოებში მდებარეობს სოფელი, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და შეჭრილია თვით ტბაში, რის გამოც მას "ტაბის ყურეს" უწოდებენ.
ტობოგანი
სამთო ატრაქციონების მოყვარულთათვის ბაკურიანის ტობოგანი ნამდვილი სანახაობაა. იგი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში პირველი და ერთადერთი სამთო ატრაქციონია, არამედ საკმაოდ გრძელიც - 1,076 მეტრის სიგრძის. დიდველზე გაჭიმული ტობოგანი აუცილებლად უნდა გამოცადონ როგორც მოგზაურობის, ისე ექსტრემალური გართობის მოყვარულებმა
ფირუზა
ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარე ეს სანატორიუმი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შენობაა ქალაქში. ის იყო ირანის გენერალური კონსულის, მირზა რიზა ხანის საზაფხულო რეზიდენციას, რომელიც მან 1892 წელს ააშენა. შენობა უნიკალური არქიტექტურითა და ფირუზისფერი კედლებით გამოირჩევა. დღეს იგი რესტავრირებული ქსელური სასტუმროა, რომელიც კონსულის ცხოვრების წესსა და ისტორიას გვახსენებს.
პეტრეს ციხე
მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მაღალ კლდოვან მთაზე აღმართულია შუა საუკუნეების ამ ამაყი სიმაგრე. პეტრეს ციხე, რომელსაც ადრე ყვერბილის ციხესაც უწოდებდნენ, თვალყურს ადევნებდა ლიკანიდან ფაფისა და ნუასაკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას და ხიდს მდინარე მტკვარზე. დღეს ციხის ნანგრევები მატერიალური მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუშია.
რომანოვების სასახლე
ეს მეცხრამეტე საუკუნის შენობა აშენებულია მდიდრული ნეოკლასიცისტური სტილით და წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, მიხეილ რომანოვის საზაფხულო რეზიდენციას ლიკანში. სასახლეში დღემდე დაცულია უნიკალური ექსპონატები და ავეჯი მეფის ოჯახის დროიდან. რომანოვების სასახლეს გარს აკრავს ულამაზესი ბაღი იშვიათი ხემცენარეებით. სასახლე ასახავს კურორტ ბორჯომის იმდროინდელ სიდიადესა და პოპულარობას დიდგვაროვანთა შორის.
ბორჯომის ცენტრალური პარკი
ბორჯომის ცენტრალური პარკი, რომელიც გაშენდა XIX საუკუნეში ბორჯომულას ხეობაში, ქალაქის სასუნთქი გულია. აქ დააგემოვნებთ ბორჯომის ცნობილ და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალურ წყალს. პარკი მდიდარია ეგზოტიკური ხეებითა და მცენარეებით, აქვს მინერალური წყაროები და განკუთვნილი ბილიკები. მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლულ ბორჯომის პარკში ფუნქციონირებს მრავალი კაფე, ატრაქციონები, საცურაო აუზები, ხოლო პარკის ტერიტორიის ბოლოს მდებარეობს ისტორიული გოგირდოვანი აბანოებიც.
ბორჯომი მართლაც საოცარი ქალაქია საქართველოს გულში - ის გვთავაზობს როგორც მშვენიერ ბუნებას, ისე მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ადგილების მონახულება აუცილებელია თქვენი ვიზიტის დროს ბორჯომში, რათა სრულად გააცნობიეროთ ამ კურორტ-ქალაქის სიმდიდრე და მისი განსაკუთრებული იერი.
სხვა სტატიები
![„ელიტ ელექტრონიქსი“ „ჰოთსეილის“ ახალი პარტნიორია.](https://hotsale.ge/files/778587.png)
„ელიტ ელექტრონიქსი“ „ჰოთსეილის“ ახალი პარტნიორია.
თანამშრომლობის ფარგლებში ელექტრონული კომერციის წამყვან ვებგვერდზე „ელიტ ელექტრონიქსის“ შეთავაზებები მუდმივად განახლდება. სპეციალური შეთავაზებებით ხარისხიანი, ბრენდული ტექნიკის შეძენა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. შეთავაზებე...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
11604
![საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეს გაგიიოლებთ](https://hotsale.ge/files/სამზარეულო.png)
საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც სახლის საქმეს გაგიიოლებთ
ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ დიასახლისობა მარტივი საქმეა, უმეტესიც, ზოგი თვლის, რომ ეს პროფესიადაც არ განიხილება. სინამდვილეში, მათ ვინც ამ საქმიანობაში სრული პასუხისმგებლობით არასდროს ჩართულან, გვინდა გითხრათ, რომ სახლის მართვა უამრავი უნარის ქონა...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
12003
![განასაკუთრებული შეთავაზება!- დაჯავშნეთ ნომერი სასტუმრო "ალბა კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare”-ში 190 ლარიდან!](https://hotsale.ge/files/vlog/dasda.jpg)
განასაკუთრებული შეთავაზება!- დაჯავშნეთ ნომერი სასტუმრო "ალბა კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare”-ში 190 ლარიდან!
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში - Hotsale.ge, წლებია აგრძელებს წარმატებულ თანამშრომლობას ზღვისპირა პრემიუმ სასტუმრო "ალბა კასტელო მარე • Campus Alba Castello Mare". არც ამ წელს წყდება ეს ტრადიცია და Hotsale.ge-ის მომხმარებლ...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
1110
![ისის ფარმა ექსკლუზიურად Hotsale-ზეა !](https://hotsale.ge/files/HOTSALE.GE-ზე.png)
ისის ფარმა ექსკლუზიურად Hotsale-ზეა !
ისის ფარმა კანის მოვლის ფრანგული ბრენდია, რომელიც ბაზარზე უკვე 30 წელია არსებობს. ბრენდის თითოეული პროდუქტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში იტესტება. მრავალწლიანი კვლევის შედეგად ისის ფარმამ სპეციალურად ჩვენთვის შექმნა კანის ...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
6515