-
Pasanauri
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Pasanauri
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
![რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში](https://hotsale.ge/files/vlog/ინექციური პროცედურები/Green & White Travel Blog Facebook Cover (7)-1.jpg)
რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში
ბორჯომის ულამაზესი ბუნება, ტყეები, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ეს მხარე ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის, სავსე უამრავი საოცრებით და მომხიბვლელი კუთხეებით. გიზიარებთ 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ბორჯომის რაიონში
ტაბაწყურის ტბა
ეს ყველასთვის ცნობილი ტბა წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად და მის გარშემო სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი გარემოა შექმნილი. ტბის მიდამოებში მდებარეობს სოფელი, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული და შეჭრილია თვით ტბაში, რის გამოც მას "ტაბის ყურეს" უწოდებენ.
ტობოგანი
სამთო ატრაქციონების მოყვარულთათვის ბაკურიანის ტობოგანი ნამდვილი სანახაობაა. იგი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში პირველი და ერთადერთი სამთო ატრაქციონია, არამედ საკმაოდ გრძელიც - 1,076 მეტრის სიგრძის. დიდველზე გაჭიმული ტობოგანი აუცილებლად უნდა გამოცადონ როგორც მოგზაურობის, ისე ექსტრემალური გართობის მოყვარულებმა
ფირუზა
ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარე ეს სანატორიუმი ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შენობაა ქალაქში. ის იყო ირანის გენერალური კონსულის, მირზა რიზა ხანის საზაფხულო რეზიდენციას, რომელიც მან 1892 წელს ააშენა. შენობა უნიკალური არქიტექტურითა და ფირუზისფერი კედლებით გამოირჩევა. დღეს იგი რესტავრირებული ქსელური სასტუმროა, რომელიც კონსულის ცხოვრების წესსა და ისტორიას გვახსენებს.
პეტრეს ციხე
მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ლიკანის პირდაპირ, მაღალ კლდოვან მთაზე აღმართულია შუა საუკუნეების ამ ამაყი სიმაგრე. პეტრეს ციხე, რომელსაც ადრე ყვერბილის ციხესაც უწოდებდნენ, თვალყურს ადევნებდა ლიკანიდან ფაფისა და ნუასაკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას და ხიდს მდინარე მტკვარზე. დღეს ციხის ნანგრევები მატერიალური მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუშია.
რომანოვების სასახლე
ეს მეცხრამეტე საუკუნის შენობა აშენებულია მდიდრული ნეოკლასიცისტური სტილით და წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილის, მიხეილ რომანოვის საზაფხულო რეზიდენციას ლიკანში. სასახლეში დღემდე დაცულია უნიკალური ექსპონატები და ავეჯი მეფის ოჯახის დროიდან. რომანოვების სასახლეს გარს აკრავს ულამაზესი ბაღი იშვიათი ხემცენარეებით. სასახლე ასახავს კურორტ ბორჯომის იმდროინდელ სიდიადესა და პოპულარობას დიდგვაროვანთა შორის.
ბორჯომის ცენტრალური პარკი
ბორჯომის ცენტრალური პარკი, რომელიც გაშენდა XIX საუკუნეში ბორჯომულას ხეობაში, ქალაქის სასუნთქი გულია. აქ დააგემოვნებთ ბორჯომის ცნობილ და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალურ წყალს. პარკი მდიდარია ეგზოტიკური ხეებითა და მცენარეებით, აქვს მინერალური წყაროები და განკუთვნილი ბილიკები. მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლულ ბორჯომის პარკში ფუნქციონირებს მრავალი კაფე, ატრაქციონები, საცურაო აუზები, ხოლო პარკის ტერიტორიის ბოლოს მდებარეობს ისტორიული გოგირდოვანი აბანოებიც.
ბორჯომი მართლაც საოცარი ქალაქია საქართველოს გულში - ის გვთავაზობს როგორც მშვენიერ ბუნებას, ისე მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. ამ ადგილების მონახულება აუცილებელია თქვენი ვიზიტის დროს ბორჯომში, რათა სრულად გააცნობიეროთ ამ კურორტ-ქალაქის სიმდიდრე და მისი განსაკუთრებული იერი.
სხვა სტატიები
![კომფორტული სასტუმრო ოჯახისთვის გრიგოლეთში](https://hotsale.ge/files/vlog/kobes marani/Modern Minimalist Travel Reminder Instagram Post (3).jpg)
კომფორტული სასტუმრო ოჯახისთვის გრიგოლეთში
დღევანდელ ბლოგში მოგაწვდით ინფორმაციას ანდამატი ბიჩ რეზორტი • ANDAMATI BEACH RESORT - ის შესახებ. თუ ეძებთ მშვიდ და წყნარ გარემოს, ყველანაირი ნორმების და ჰიგიენის დაცვით, ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული პირობებით, ბიუჯეტურ ფასად, ეს შეთავა...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
8442
![როგორ შევაყვაროთ და რომელი წიგნები წავუკითხოთ ჩვენს პატარებს მათი ასაკის გათვალისწინებით](https://hotsale.ge/files/544a870561544.image.jpg)
როგორ შევაყვაროთ და რომელი წიგნები წავუკითხოთ ჩვენს პატარებს მათი ასაკის გათვალისწინებით
წიგნების კითხვის დაწყებას ფსიქოლოგები სიცოცხლის პირველი თვეებიდან გვირჩევენ, როცა ბავშვს ჯერ არც ესმის წაკითხულის აზრი. თუმცა ერთობლივი კითხვა პატარასთან მჭიდრო კონტაქტს გამყარებინებთ, ერთმანეთის გაგებას გასწავლით....
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
9658
![ატრია თუ სუში - კერძები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის](https://hotsale.ge/files/vlog/zuzumbo/Violet Pink 3D Pizza and Burger Food YouTube Thumbnail.png)
ატრია თუ სუში - კერძები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
Hotsale.ge-ზე განთავსებულმა კვების ობიექტებმა სპეციალურად ახალგაზრდებითვის არაერთი შეთავაზება შექმნეს. შეთავაზებების ფარგლებში სტუდენტები თუ მოსწავლეები საიტზე შეიძენენ ჯავშანს და კონკრეტულ კაფესა თუ ბარში გემრიელად მიირთმევენ, ისე რომ ზედმეტ ფულს არ...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
1823
![სად დაისვენებ ბაკურიანში ყველაზე დიდი დანაზოგით?](https://hotsale.ge/files/vlog/ბაკურიანი/Green and white modern team work and business strategy ( Blog Banner ).jpg)
სად დაისვენებ ბაკურიანში ყველაზე დიდი დანაზოგით?
16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. „ბაკურიანი 2023-ის“ ფარგლებში საქართველოს 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ეწვევა. ჩემპიონატის ფარგლებში, ბაკუ...
განაგრძე კითხვა![views](https://hotsale.ge/assets/site/updated_markup/img/eye.png)
10970