-
Zugdidi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Zugdidi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

"ლიც რეზორტი • LITZ RESORT" და Hotsale.ge პარტნიორები გახდნენ
თუ არჩევანს ვერ აკეთებთ მთასა და ზღვას შორის, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის. და უფრო სწორად რომ ვთქვათ — ლიც რეზორტი თქვენთვის არის. ლიც რეზორტი არ გთავაზობთ მხოლოდ კომფორტულ ნომერს, ის გპირდებათ დასვენებას, რომელიც ყოველდღიურობას დაგავიწყებთ.
ლიც რეზორტი — ხუთვარსკვლავიანი საოცრება, რომელიც კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმის ახლოს, მთის ნაკვთებთან საოცრად ორგანულად ერწყმის ბუნებას. მისი 16-სართულიანი შენობა შორიდან თანამედროვე "სვანურ" კოშკს ჰგავს.
სასტუმროს თითოეული ოთახიდან ზღვის ულამაზესი ჰორიზონტი იშლება, სადაც ლურჯი ტალღები უსასრულოდ იჭიმება და ცას უერთდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული ბილიკები ფეხით და ცხენით სეირნობისთვის ფართო ღია სივრცეებს ხსნის და ბუნების წიაღში გკარგავს.
სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს უამრავ გამაჯანსაღებელ, გასართობ და დასასვენებელ ობიექტს. გაჯანსაღება ბუნების ჰარმონიაში — „ლიც რეზორტში“ დასვენება მხოლოდ დასაწყისია, აქ იწყება სხეულისა და სულის სრულყოფილი განახლება
სასტუმროში ასევე დაგხვდებათ:
1) სპა მომსახურება
2) გაჯანსაღებისა და დეტოქსიკაციის პროგრამა
3) პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგია
ლიც რეზორტის სამზარეულო არის კულინარიული კუნძული:
რესტორანი ზეცა — განთავსებულია სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ხედები რიზედან კავკასიონამდე იშლება. ეს იდეალური ადგილია არა მხოლოდ ვახშმისთვის, არამედ ოცნებებისთვის.
“ლემიჟ“ რესტორანი და ბარი — საუზმე გამორჩეული არომატებით, ევროპული ვახშამი, ტერასა და ბათუმის სანაპიროს ჯადოსნური ხედი.
რესტორანი მარანი — ქვევრის ღვინო, თონეში გამომცხვარი პური და იმერული სტუმართმოყვარეობა. აქ ქართული სუფრა ცოცხლდება.
პატისერი — ჩანჩქერის აუზთან კაფე, სადაც ცივი ნაყინი, ნაზი დესერტები და ზაფხულის სურნელი ერთმანეთს ერწყმის.
ლიც რეზორტი მხოლოდ სასტუმრო არაა - ეს არის ცხოვრების ახალი რიტმი
სამაგიდო თამაშების სივრცე - იდეალური ადგილია ოჯახური საღამოსთვის
ბილიარდი - თამაში, რომელიც საღამოს უბრალო შეხვედრას მხიარულ შეჯიბრად აქცევს
კინოთეატრი — თანამედროვე კომფორტით აღჭურვილი დახურული კინო დარბაზი
ბოულინგი - ენერგიული, ხმაურიანი და მხიარული სივრცე, სადაც ყოველი დარტყმა ერთნაირად იწვევს ღიმილს
ასტრო ობსერვატორია — ღამის ცის ყველაზე მშვიდი და ამაღელვებელ მხარე. აქ ვარსკვლავები შორიდან არ დაგენანებიან - ტელესკოპში ჩახედვით მათი სინათლე თითქოს შენს სიახლოვეს არის
და ბოლოს...
ლიც რეზორტი არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე — ეს არის გამოცდილება, რომელიც გაბრუნებს ბუნებასთან, შენს თავთან და სიხარულთან. აქ მთა და ზღვა ერთმანეთს ეხება.
ლიც რეზორტი ჰოთსეილზე — დასვენება, რომელსაც შეგიძლია მიაღწიო: დაისვენე მეტი, გადაიხადე ნაკლები.
მეტი ინფორმაციისთვის და შეთავაზების სანახავად გადადი ბმულზე
სხვა სტატიები

ინექციური პროცედურები - რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღევანდელ რეალობაში ქალბატონების უმრავლესობა სახის მოცულობითი კორექციისთვის და ჰარმონიული პროპორციების აღდგენისთვის უამრავ ხერხს მიმართავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფილერი....
განაგრძე კითხვა
21727

განსახვავებული საჩუქრები დედისთვის
3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავე...
განაგრძე კითხვა
14626
.jpg)
"ორდინარი • THE ORDINARY" უკვე Hotsale.ge-ზე
The Ordinary - ეს არის კანადური ბრენდი, რომელიც 2016 წელს DECIEM-ის ქოლგის ქვეშ დაარსდა და სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება თავისი ინოვაციური მიდგომით კანის მოვლის ინდუსტრიაში. ბრენდის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის გვთავაზობს მაღალი ხარი...
განაგრძე კითხვა
4141

არომატული ბურგერი თუ უგემრიელესი სუში - საკვები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
ზაფხული, დასვენება, ბევრი პოზიტიური ემოცია და მონატრებული მეგობრები - სწორედ ასეთია თინეიჯერების საზაფხულო არდადეგები, რომლებიც გარკვეული პერიოდით წყდებიან ყოველდღიურ რეალობას და სულ სხვაგვარი, უფრო თავისუფალი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ. მაღალი კლასი...
განაგრძე კითხვა
14791

Affordable Hotels in Tbilisi, Georgia – Exclusive Deals on Hotsale.ge
Travelers searching for budget-friendly hotels in Tbilisi, Georgia often worry they’ll have to compromise on quality or location. The good news? You don’t have to. Whether you're planning a trip to explore the capital's historic charm or ...
განაგრძე კითხვა
1831