Category
Category
Category
Category
Category
-
Kutaisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Kutaisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
"ლიც რეზორტი • LITZ RESORT" და Hotsale.ge პარტნიორები გახდნენ
თუ არჩევანს ვერ აკეთებთ მთასა და ზღვას შორის, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის. და უფრო სწორად რომ ვთქვათ — ლიც რეზორტი თქვენთვის არის. ლიც რეზორტი არ გთავაზობთ მხოლოდ კომფორტულ ნომერს, ის გპირდებათ დასვენებას, რომელიც ყოველდღიურობას დაგავიწყებთ.
ლიც რეზორტი — ხუთვარსკვლავიანი საოცრება, რომელიც კვარიათის მთაზე, ზღვის დონიდან 370 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმის ახლოს, მთის ნაკვთებთან საოცრად ორგანულად ერწყმის ბუნებას. მისი 16-სართულიანი შენობა შორიდან თანამედროვე "სვანურ" კოშკს ჰგავს.

სასტუმროს თითოეული ოთახიდან ზღვის ულამაზესი ჰორიზონტი იშლება, სადაც ლურჯი ტალღები უსასრულოდ იჭიმება და ცას უერთდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული ბილიკები ფეხით და ცხენით სეირნობისთვის ფართო ღია სივრცეებს ხსნის და ბუნების წიაღში გკარგავს.

სასტუმრო კომპლექსი აერთიანებს უამრავ გამაჯანსაღებელ, გასართობ და დასასვენებელ ობიექტს. გაჯანსაღება ბუნების ჰარმონიაში — „ლიც რეზორტში“ დასვენება მხოლოდ დასაწყისია, აქ იწყება სხეულისა და სულის სრულყოფილი განახლება

სასტუმროში ასევე დაგხვდებათ:
1) სპა მომსახურება
2) გაჯანსაღებისა და დეტოქსიკაციის პროგრამა
3) პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგია

ლიც რეზორტის სამზარეულო არის კულინარიული კუნძული:
რესტორანი ზეცა — განთავსებულია სასტუმროს ყველაზე მაღალ წერტილში, სადაც ხედები რიზედან კავკასიონამდე იშლება. ეს იდეალური ადგილია არა მხოლოდ ვახშმისთვის, არამედ ოცნებებისთვის.
“ლემიჟ“ რესტორანი და ბარი — საუზმე გამორჩეული არომატებით, ევროპული ვახშამი, ტერასა და ბათუმის სანაპიროს ჯადოსნური ხედი.
რესტორანი მარანი — ქვევრის ღვინო, თონეში გამომცხვარი პური და იმერული სტუმართმოყვარეობა. აქ ქართული სუფრა ცოცხლდება.
პატისერი — ჩანჩქერის აუზთან კაფე, სადაც ცივი ნაყინი, ნაზი დესერტები და ზაფხულის სურნელი ერთმანეთს ერწყმის.

ლიც რეზორტი მხოლოდ სასტუმრო არაა - ეს არის ცხოვრების ახალი რიტმი
სამაგიდო თამაშების სივრცე - იდეალური ადგილია ოჯახური საღამოსთვის
ბილიარდი - თამაში, რომელიც საღამოს უბრალო შეხვედრას მხიარულ შეჯიბრად აქცევს
კინოთეატრი — თანამედროვე კომფორტით აღჭურვილი დახურული კინო დარბაზი
ბოულინგი - ენერგიული, ხმაურიანი და მხიარული სივრცე, სადაც ყოველი დარტყმა ერთნაირად იწვევს ღიმილს
ასტრო ობსერვატორია — ღამის ცის ყველაზე მშვიდი და ამაღელვებელ მხარე. აქ ვარსკვლავები შორიდან არ დაგენანებიან - ტელესკოპში ჩახედვით მათი სინათლე თითქოს შენს სიახლოვეს არის

და ბოლოს...
ლიც რეზორტი არ არის მხოლოდ ადგილი რუკაზე — ეს არის გამოცდილება, რომელიც გაბრუნებს ბუნებასთან, შენს თავთან და სიხარულთან. აქ მთა და ზღვა ერთმანეთს ეხება.
ლიც რეზორტი ჰოთსეილზე — დასვენება, რომელსაც შეგიძლია მიაღწიო: დაისვენე მეტი, გადაიხადე ნაკლები.
მეტი ინფორმაციისთვის და შეთავაზების სანახავად გადადი ბმულზე
სხვა სტატიები
5 გზა, რომელიც ბავშვებს პანდემიისგან გამოწვეულ მოწყენილობას დაავიწყებს
ქართულ ფილმში „თოჯინები იცინიან“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ ბავშვი ადრე „გონებაჩლუნგი“ მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მას სათამაშო არ ჰქონდა. ეს მოსაზრება რამდენად ახლოსაა სიზუსტესთან არ ვიცით, მაგრამ ეს ფაქტი, რომ კარგად შერჩეული...
განაგრძე კითხვა
29722
Discover the Best Things to Do in Georgia
Nestled between the rugged peaks of the Caucasus Mountains and the shimmering waters of the Black Sea, Georgia beckons travelers with its rich tapestry of culture, history, and natural beauty. From the bustling streets of Tbilisi to the ancient churc...
განაგრძე კითხვა
23096
"ჯინო სისაიდი • GINO SEASIDE TBILISI" ჯინოს აკვაპარკთან ერთად
თბილისის ზღვის სანაპიროზე მდებარე Gino Seaside Tbilisi, Trademark Collection by Wyndham ერთადერთი სასტუმროა, რომელიც ამ უნიკალურ ადგილას მდებარეობს და გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. სასტუმრო განთავსებულია მწვანე საკურორტო ზონაში, ზღვისა და ტ...
განაგრძე კითხვა
12414
ზამთრის კურორტები საქართველოში
ზამთარი საქართველოში განსაკუთრებულია, ის მდიდარია ზამთრის კურორტებით, რომლებიც სათხილამურო სპორტისა და დასვენების მოყვარულთათვის იდეალურია. თუ ხარ ადამიანი, რომლისთვისაც თოვლით დაფარული მთები და სუფთა ჰაერი განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო ვარიან...
განაგრძე კითხვა
19262
იცით თუ არა, რა არის Hotsale.ge -ს ჯანმრთელობის ბარათი?
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტი - ჯანმრთელობის ბარათი. რომელიც შეიქმა იმისათვის, რომ თქვენ - ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა, მიიღოთ ძალიან საჭირო, სამედიცინო სერვისები გაერთიანებული ერთ ჯანმრთელობის ბარათში და რაც მთავარია დაზოგოთ თანხები ჭკვიანუ...
განაგრძე კითხვა
27564