-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Akhaltsikhe
-
Abastumani
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tusheti
-
Tetrickaro
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
ასურეთი
ლამპრობა სვანეთში
ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, 14 თებერვალს აღინიშნება. ამ მისტიურ ტრადიციას, სხვადასხვა სხვა და სხვა სიმბოლოს უკავშირებენ.
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.
ლამპრობის დღესასწაული წელს სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება. "ლამპრობის" ტრადიციის ორი ვერსია არსებობს. გავრცელებულია, რომ ეს ტრადიცია მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრის რაოდენობის მიხედვით ადგენდნენ თუ რა რაოდენობის მეომარი ეყოლებოდათ საჭიროების შემთხვევაში. მეორე ვერსიით ითვლება, რომ ეს ტრადიცია კარგი ამინდის გამოთხოვას, საქონლის და ადამიანის გამრავლებას ემსახურებოდა. ამ მისტიური ტრადიციის მთავარი ატრიბუტი, ლამპარია, რომელსაც არყის ხის ტოტებისგან ამზადებენ.
არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.
ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.
ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.
თუ გადაწყვეტ, რომ "ლამპრობის" ტრადიციას შეუერთდე და უშუალო მონაწილე გახდე იმ კულტურისა, რაც მხოლოდ მთაში შემორჩა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და იდეას, გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე <3 #დაზოგვაგონივრულია
სხვა სტატიები
განსახვავებული საჩუქრები დედისთვის
3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავე...
განაგრძე კითხვა3517
4 მოთხოვნადი ბარი თბილისში საინტერესო საღამოს გასატარებლად
მონოტონური და დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ გადაიწვი? დაგეგმე ამ შაბათ-კვირას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად აქტივობა, რომელიც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანს. გიზიარებთ 4 კარაოკე-ლაუნჯ ბარს თბილისში, სადაც სასიამოვნო გარემოსთან ერთად დიდი დ...
განაგრძე კითხვა2653
Hotsale.ge მობაილ აპლიკაციას ქმნის
Hotsale.ge 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და იკავებს ლიდერის პოზიციას ელექტრონული კომერციის სფეროში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია ცდილობს, რომ მომხმარებელს შესთავაზოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი მომსახურება თუ პროდუქცია. ამჟამად Hotsale.ge აერთიან...
განაგრძე კითხვა4941