-
rustavi
-
All
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
რუსთავი
-
All
-
თბილისი
-
აბასთუმანი
-
აბაშა
-
ასურეთი
-
ახალციხე
-
ახმეტა
-
ბათუმი
-
ბაკურიანი
-
ბორჯომი
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
გონიო, კვარიათი
-
ბოლნისი
-
გუდაური
-
გურჯაანი
-
გურია
-
გორი
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
ვარძია
-
ზუგდიდი
-
თელავი
-
სიონი, თიანეთი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
კიკეთი
-
კოჯორი
-
ლაგოდეხი
-
მცხეთა
-
მესტია
-
მანავი
-
რუსთავი
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
საგურამო
-
საირმე
-
სიღნაღი
-
სურამი
-
ურეკი
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
ქობულეთი
-
ქუთაისი
-
ქედა
-
ყვარელი
-
ყაზბეგი, ჯუთა
-
ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
შეკვეთილი
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
წინანდალი
-
წყალტუბო
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
ლამპრობა სვანეთში
ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, 14 თებერვალს აღინიშნება. ამ მისტიურ ტრადიციას, სხვადასხვა სხვა და სხვა სიმბოლოს უკავშირებენ.
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.
ლამპრობის დღესასწაული წელს სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება. "ლამპრობის" ტრადიციის ორი ვერსია არსებობს. გავრცელებულია, რომ ეს ტრადიცია მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრის რაოდენობის მიხედვით ადგენდნენ თუ რა რაოდენობის მეომარი ეყოლებოდათ საჭიროების შემთხვევაში. მეორე ვერსიით ითვლება, რომ ეს ტრადიცია კარგი ამინდის გამოთხოვას, საქონლის და ადამიანის გამრავლებას ემსახურებოდა. ამ მისტიური ტრადიციის მთავარი ატრიბუტი, ლამპარია, რომელსაც არყის ხის ტოტებისგან ამზადებენ.

არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.
ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.
ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.
თუ გადაწყვეტ, რომ "ლამპრობის" ტრადიციას შეუერთდე და უშუალო მონაწილე გახდე იმ კულტურისა, რაც მხოლოდ მთაში შემორჩა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და იდეას, გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე <3 #დაზოგვაგონივრულია
სხვა სტატიები
როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა მარტივად
პანდემიის პირობებში, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულია, კერძო მანქანის ფლობა აქტუალურ საკითხად იქცა. თუმცა, ამ ამბავში ყველაზე მთავარი, დამერწმუნებით რომ, მართვის მოწმობაა, რომელიც გულისხმობს სწორი პრაქტიკული უნარების ფლობასა და თეორიულ ცოდნ...
განაგრძე კითხვა
33871
Hotsale.ge-სა და "დღის პოსტი / Dgis Posti"-ის ერთობლივი გადაცემა სტუმრად "შალე • CHALET MESTIA"-ში
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მწვერვალები, ქარაფები, ციხე-კოშკები, რომლებიც თავისუფლებისა და ძლიერი სულის სიმბოლო გამხდარა, დიდი ხანია მოგზაურების, დამსვენებლები...
განაგრძე კითხვა
26086
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე - კოსმეტოლოგის რჩევები
გაზაფხული დადგა და ბუნებასთან ერთად ჩვენი კანიც განახლებას საჭიროებს. ზამთრის შემდეგ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გთავაზობთ კოსმეტოლოგების პროფესიონალურ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კანის სწორად მოვლაში....
განაგრძე კითხვა
12803
გადაიხადე Mastercard-ის ბარათით და ისარგებლე დამატებით 30% დანაზოგით მთის კურორტების სათხილამურო ტრასებზე
30%-იანი დანაზოგის მიღება შესაძლებელია Hotsale.ge-ზე Mastercard-ის ბარათით გადახდის შემთხვევაში. იჩქარე, აიღე Mastercard-ის ბარათი, მიიღე დამატებით 30%-იანი დანაზოგი და შესაძლებლობა, რომ ისრიალო ყველა სათხილამურო ტრასაზე მაღალი დანაზოგით მთელი სეზონი...
განაგრძე კითხვა
20444
წიგნი - საუკეთესო საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად
ადრეულ ასაკში ბევრ ჩვენგანს ჰქონია მომენტი, როცა წიგნის კითხვა დაგვზარებია. შესაძლოა ეს ასოცირდებოდა ძალდატანებასთან ან უბრალოდ არასწორად შერჩეულ წიგნთან, რომლის წითხვისას გაგვჩენია აზრი რომ უბრალოდ დროს ტყუილად ვკარგავთ. ეს ფაქტი შეს...
განაგრძე კითხვა
30032