-
Gonio, Kvariati
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Gonio, Kvariati
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ლამპრობა სვანეთში
ლამპრობის დღესასწაულს სვანეთში ადრე გაზაფხულზე აღნიშნავენ. წელს კი, 14 თებერვალს აღინიშნება. ამ მისტიურ ტრადიციას, სხვადასხვა სხვა და სხვა სიმბოლოს უკავშირებენ.
მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდების“ ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“. ასე აღწერს წმინდა გიორგის ლამპრობას, ივანე ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორიაში“.
ლამპრობის დღესასწაული წელს სვანეთში 14 თებერვალს აღინიშნება. "ლამპრობის" ტრადიციის ორი ვერსია არსებობს. გავრცელებულია, რომ ეს ტრადიცია მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრის რაოდენობის მიხედვით ადგენდნენ თუ რა რაოდენობის მეომარი ეყოლებოდათ საჭიროების შემთხვევაში. მეორე ვერსიით ითვლება, რომ ეს ტრადიცია კარგი ამინდის გამოთხოვას, საქონლის და ადამიანის გამრავლებას ემსახურებოდა. ამ მისტიური ტრადიციის მთავარი ატრიბუტი, ლამპარია, რომელსაც არყის ხის ტოტებისგან ამზადებენ.

არყის ხის ლამპრები - სვანები შემოდგომაზე ტყეში გადიან და არყის ხეს ჭრიან. ხისგან კი იმდენ ლამპარს ამზადებენ, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში. ლამპარი თებერვლამდე უნდა გამოშრეს, დღეობაზე კარგად რომ დაიწვას.
ლემზირები - დღეობისთვის სვანეთში ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია. სვანური ლემზირები ყველის გულსართით ცხვება.
ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებით ემზადებიან. სავალდებულოა ოჯახში სიმშვიდე იყოს. სვანებს სჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს.
თუ გადაწყვეტ, რომ "ლამპრობის" ტრადიციას შეუერთდე და უშუალო მონაწილე გახდე იმ კულტურისა, რაც მხოლოდ მთაში შემორჩა და დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახესა და იდეას, გახსოვდეს #ჯერჰოთსეილზენახე <3 #დაზოგვაგონივრულია
სხვა სტატიები
Რა უნდა ვიცოდეთ ლაზერული ეპილაციის პროცედურის გაკეთებამდე?
ბოლო პერიოდში ესთეტიკის სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა ლაზერულ ეპილაციაზეა. ახალი, ინოვაციური მეთოდი გვპირდება არასასურველი თმისგან მუდმივ განთავისუფლებას,სწრაფი, უმტკივნეულო პროცედურებით. თუმცა, როგორც ნებისმიერი პროცედურს, ლაზერ...
განაგრძე კითხვა
17773
როგორ შევიძინოთ ჩვენზე მორგებული სმარტფონი ყველაზე დაბალ ფასად?
სმარტფონის შეცვლა რამდენიმე წელში ერთხელ გვიწევს, რადგან ელემენტი პირვანდელ „სიცოცხლისუნარიანობას“ კარგავს, ბაზარზე გამოდის უკეთეს კამერიანი ტელეფონები გაუმჯობესებული მონაცემებით და ჩვენი ძვირადღირებული გაჯეტებიც ფასს კარგავს. სწორედ ამიტ...
განაგრძე კითხვა
13902
ინექციური პროცედურები - გზა სილამაზისკენ ქირურგიული ჩარევის გარეშე
ადამიანები სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით. ყოველთვის ვცდილობთ, განვვითარდეთ, ვისწავლოთ, შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ, მივიღოთ სიახლეები. ერთხმად ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნე ინოვაციურია ყველა მიმართულებით - სინათლის სისცწაფით იცვლება, ვით...
განაგრძე კითხვა
22742
4 პრემიუმ ტიპის კოტეჯი ყველაზე დიდი დანაზოგით
ატმოსფერული კოტეჯები, სიმწვანე, ტყე, სუფთა ჰაერი და რაც მთავარია სიმშვიდე - ასეთ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად მთაში დასვენებას არაფერი შეედრება. საკმაოდ ბევრი ახალი, მყუდრო კოტეჯი აშენდა ბოლო წლებში, საქართველოს სხვადა...
განაგრძე კითხვა
12560
4 კარაოკე-ბარი თბილისში, სადაც ჰელოუინის საღამოს საინტერესოდ გატარებას შეძლებთ
31 ოქტომბრის ღამეს შეერთებულ შტატებსა და ევროპის მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰელოუინის დღესასწაულს. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს გადგმული, სათავეს კი, ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს....
განაგრძე კითხვა
16327