-
Category
-
Kobuleti
-
District
-
Category
-
Kobuleti
-
უბანი
ესთეტიკური ცენტრები, რომელთა მომსახურებითაც Hotsale.ge-ზე განსაკუთრებული დანაზოგით ისარგებლებთ
Hotsale.ge, სხვა მრავალფეროვან მომსახურებასა და პროდუქციასთან ერთად, პრემიუმ
კლასის ესთეტიკური ცენტრების სერვისებს განსაკუთრებული დანაზოგით გთავაზობთ.
სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურა, რომელიც ქალს ფორმაში ჩადგომასა და
სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება, არც თუ მცირე ფინანსურ ხარჯსაც უკავშირდება,
თუმცა მათზე უარის თქმა მარტივი ნამდვილად არაა. ამიტომ ახლა გაგაცნობთ პრემიუმ
კლასის ესთეტიკურ ცენტრებსა და მათს სერვისებს, რომლით სარგებლობაც Hotsale.ge-
ზე განსაკუთრებული დანაზოგითაა შესაძლებელი.
ავერსის კლინიკა / AVERSI CLINIC
„ავერსის კლინიკა“ მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე აპარატურითაა ცნობილი. აქ მისულ თითოეულ მომხმარებელს დახვდება კომფორტული გარემო და პროფესიონალი სპეციალისტები. აღნიშნულს დამატებული სხვადასხვა პროცედურით განსაკუთრებული დანაზოგით სარგებლობა, სწორედ ის შეთავაზებაა, რომლითაც გაზაფხულზე აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. ავერსის კლინიკაში დანაზოგით შეგიძლიათ შემდეგი პროცედურებით ისარგებლოთ: სახის პროფესიონალური ღრმა წმენდა 55 ლარი 100 ლარის ნაცვლად, დიოდური ეპილაცია Magma Spark აპარატით კვალიფიციურ სპეციალისტებთან სხვადასხვა ზონაზე 88%-მდე დანაზოგით, ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით Candela Laser 60%-მდე დანაზოგით.
ბალნეოლოგიური კურორტი „თბილისი-სპა“
პროცედურებით, რომლებსაც ბალნეოლოგიური კურორტი „თბილისი სპა“ გთავაზობთ თქვენ ერთდროულად დაისვენებთ და გალამაზდებით, თავს ბევრად უფრო მხნედ და ჯანსაღად იგრძნობთ. პროფესიონალი ექიმი-სპეციალისტები შემოგთავაზებენ გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და სარელაქსაციო პროცედურებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, როგორი ცხოვრების სტილი და რეჟიმი გაქვთ, თავისუფლად შეარჩევთ საკუთარ თავზე მორგებულ პროცედურას. განსაკუთრებული დანაზოგით კი შემდეგ პროცედურებზე ისარგებლებთ: წონის საკორექციო სრული პაკეტი 1180 ლარს 1995 ლარის ნაცვლად, PH Formula-ის გამაახალგაზრდავებელი პილინგი - A.G.E. SOLUTIONS 75 ლარი 100 ლარის ნაცვლად, პლაზმოლიფტინგი 72 ლარი 120 ლარის ნაცვლად, შუხმან როიალ მასაჟი- ღვინის სპა 142 ლარად 190 ლარის ნაცვლად, ლიმფოდრენაჟი და პრესოთერაპია 18 ლარი 55 ლარის ნაცვლად. ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცედურებისა, რომლითაც „თბილისი-სპაში“ დანაზოგით ისარგებლებთ.
„ლოტუსის“ ყველაზე პოპულარული ფილიალი საბურთალოზე, აფაქიძის ქუჩაზე სპორტის სასახლის უკან დაგეხმარებათ, რომ მარტივად ჩადგეთ ფორმაში, იზრუნოთ როგორც კანზე, ისე სხეულზე. ცენტრში სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე სხვადასხვა ოდენობის დანაზოგით ისარგებლებთ: სახის კანის ღრმა წმენდა 69 ლარი 120 ლარის ნაცვლად, სოლარიუმის 50 წთ-იანი აბონემენტი ტექნოსოლის ბრენდის ვერტიკალურ აპარატზე 35 ლარი 50 ლარის ნაცვლად, ფიტნესის ულიმიტო 1 თვიანი აბონემენტი 49 ლარად 79 ლარის ნაცვლად, ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერის CANDELA-ს ფირმის აპარატით სხვადასხვა ზონაზე 83%-მდე დანაზოგით.
ი.ბიბილაურის კლინიკა/ BIBILAURI'S CLINIC
ირინა ბიბილურის ესთეტიკურ-კოსმეტოლოგიური კლინიკა თავად ირინა ბიბილურის ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძნება. მას გააჩნია 20-წლიანი გამოცდილება ესთეტიკურ–კოსმეტოლოგიურ სფეროში. სწორედ მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ინოვაციური ტექნოლოგიების პროგრესმა განაპირობა ირინა ბიბილაურის ესთეტიკურ–დიაგნოსტიკური კლინიკის შექმნა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას განსაკუთრებული დანაზოგით სთავაზობს: სახის პროფესიონალური ღრმა წმენდა 60 ლარი 100 ლარის ნაცვლად, სახის კანის მრავალფუნქციური ღრმა წმენდა SPECTRA XT აპარატით 120 ლარი 200 ლარის ნაცვლად, ლაზერული ეპილაცია 3-სხივიანი ჰიბრიდული აპარატით სხვადასხვა ზონაზე 48%-იანი დანაზოგით, კარბონის პილინგი - უკონტაქტო და სრულიად უმტკივნეულო პროცედურა 60 ლარი 120 ლარის ნაცვლად.
დაიწყეთ თავის მოვლის პროცედურები და იყავით მუდმივად ფორმაში.