-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
.jpg)
ექსტრემალური სპორტის სახეობები საქართველოში
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს ადრენალინის მოჭარბებული ექსტრიმი და გაატაროს ერთი დაუვიწყარი დღე თავგადასავლებით.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ექსტრემალური სპორტის სახეობები, რომლითაც შეგიძლიათ საქართველოში დაკავდეთ.
საცხენოსნო ტურები
საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა საცხენოსნო ტურებით. მსგავს ტურებს მრავლად შეხვდებით საქართველოს თითქმის ყველა მთიან კუთხეში - ეროვნულ პარკებში, ხეობებში ან მანქანისთვის მიუვალ ადგილებში.
თუშეთის ექსტრემალური გზა
როგორც წესი, ყველა ქვეყანაში შევხვდებით ექსტრემალურ გზებს, მაგრამ საქართველოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რისკიან გზად მიჩნეული თუშეთის გზა, რომელიც მრავლად იზიდავს ტურისტებს. იგი დაახლოებით 85 კმ სიგრძისაა. ხოლო გზის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ხშირად კეტავენ. თუ თქვენ ამ მარშრუტს დაადგებით, სწორად უნდა შეარჩიოთ ავტომობილი, რომელსაც შეეძლება ასეთ რთულ პირობებში თქვენი უსაფრთხოდ გადაყვანა. მგზავრობის დრომ შეიძლება 12 საათამდეც კი წაიღოს.
სათხილამურო სპორტი
საქართველოში მრავლადაა სამთო-სათხილამურო სპორტული სახეობები. თუკი ზამთარში ეწვევით ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ სამთო კურორტებს - გუდაურსა და ბაკურიანს, შეგეძლებათ დაკავდეთ თხილამურებით სრიალით. ამ კურორტებზე თხილამურობისთვის შესაბამისი ტრასები და ინფრასტრუქტურაა გამოყოფილი.
ველოტური
ველოსიპედით სეირნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ველოტურებს გეგმავს ექსტრემალურ მარშრუტზე. ეწყობა დაორგანიზებული და სამოყვარულო ველო ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს სპორტის სახეობა იძლევა საშუალებას, რომ თქვენს მეგობრებთან ერთად მოიწყოთ დაუვიწყარი თავგადასავალი.
პარაპლანით ფრენა
ასევე უხვად მოგანიჭებთ ჰაერში ფრენის გასაოცარ განცდებს. სპორტის ამ სახეობას საქართველოში დიდხნიანი ისტორია აქვს. საქართველოში არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაციაც, რომელიც გთავაზობთ სპეციალურ ფრენებს. პარაპლანით ფრენა საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი, მათ შორის, თბილისის ზღვაზე, სიღნაღში გუდაურში და სხვა.
სხვა სტატიები

Hotsale-ისა და „Vita Gardenia“-ს მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო „ვიტა გარდენია/VITA GARDENIA HOTEL&SPA“ თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია მაღალი დანაზოგით....
განაგრძე კითხვა
17192

საუკეთესო დასვენება ოჯახთან ერთად - სასტუმროები დახურული აუზით
საქართველო მდიდარია ბუნებრივი სილამაზითა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციებით. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული სასტუმროები გთავაზობთ დასვენებისა და გართობის საუკეთესო შესაძლებლობებს. თუ ოჯახთან ერთად კახეთში დასვენება გადაწყვიტე მაგრამ სას...
განაგრძე კითხვა
12319

რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზ...
განაგრძე კითხვა
12936
.jpg)
სად შეგიძლიათ მიირთვათ საუკეთესო ბურგერი თბილისში
მონატრებულ მეგობრებთან შეხვედრა ალბათ წარმოუდგენელია მადისაღმძვრელი საკვების გარეშე, სიმარტივისა და გემოს კომბინაციის გამო ბურგერები ერთ-ერთ ყველაზე პოპულალურ ადგილად რჩება საქართველოში. ქართულ ბაზარზე არაერთი საბურგერე გამოჩნდა, რომელთა შორის ...
განაგრძე კითხვა
19526

გახდი სანტა! გაახარე შენი პატარა და ისარგებლე XS Toys და პეპელას სპეციალური შემოთავაზებით!
საახალწლო საჩუქრის არჩევა საკმაოდ რთული პროცესია, მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ ჩვენი პატარები მთელი გულით ელოდებიან ამ ჯადოსნურ ღამეს. სხვადასხვა ასაკის ბავშვებს აქვთ ძალიან განსხვავებული გემოვნება და მოლოდინი. შესაბამისად, ცოტა მეტი დრო უნდა დავუთმოთ...
განაგრძე კითხვა
18902