Category
Category
Category
Category
-
Bakhmaro
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Bakhmaro
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
ექსტრემალური სპორტის სახეობები საქართველოში
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს ადრენალინის მოჭარბებული ექსტრიმი და გაატაროს ერთი დაუვიწყარი დღე თავგადასავლებით.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ექსტრემალური სპორტის სახეობები, რომლითაც შეგიძლიათ საქართველოში დაკავდეთ.
საცხენოსნო ტურები
საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა საცხენოსნო ტურებით. მსგავს ტურებს მრავლად შეხვდებით საქართველოს თითქმის ყველა მთიან კუთხეში - ეროვნულ პარკებში, ხეობებში ან მანქანისთვის მიუვალ ადგილებში.

თუშეთის ექსტრემალური გზა
როგორც წესი, ყველა ქვეყანაში შევხვდებით ექსტრემალურ გზებს, მაგრამ საქართველოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რისკიან გზად მიჩნეული თუშეთის გზა, რომელიც მრავლად იზიდავს ტურისტებს. იგი დაახლოებით 85 კმ სიგრძისაა. ხოლო გზის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ხშირად კეტავენ. თუ თქვენ ამ მარშრუტს დაადგებით, სწორად უნდა შეარჩიოთ ავტომობილი, რომელსაც შეეძლება ასეთ რთულ პირობებში თქვენი უსაფრთხოდ გადაყვანა. მგზავრობის დრომ შეიძლება 12 საათამდეც კი წაიღოს.

სათხილამურო სპორტი
საქართველოში მრავლადაა სამთო-სათხილამურო სპორტული სახეობები. თუკი ზამთარში ეწვევით ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ სამთო კურორტებს - გუდაურსა და ბაკურიანს, შეგეძლებათ დაკავდეთ თხილამურებით სრიალით. ამ კურორტებზე თხილამურობისთვის შესაბამისი ტრასები და ინფრასტრუქტურაა გამოყოფილი.

ველოტური
ველოსიპედით სეირნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ველოტურებს გეგმავს ექსტრემალურ მარშრუტზე. ეწყობა დაორგანიზებული და სამოყვარულო ველო ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს სპორტის სახეობა იძლევა საშუალებას, რომ თქვენს მეგობრებთან ერთად მოიწყოთ დაუვიწყარი თავგადასავალი.

პარაპლანით ფრენა
ასევე უხვად მოგანიჭებთ ჰაერში ფრენის გასაოცარ განცდებს. სპორტის ამ სახეობას საქართველოში დიდხნიანი ისტორია აქვს. საქართველოში არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაციაც, რომელიც გთავაზობთ სპეციალურ ფრენებს. პარაპლანით ფრენა საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი, მათ შორის, თბილისის ზღვაზე, სიღნაღში გუდაურში და სხვა.

სხვა სტატიები
როგორ გავატაროთ დაუვიწყარი უქმეები ოჯახთან ერთად 8 ადგილი
ოჯახთან ერთად გართობა და მათთან ერთად დროის გატარება ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად შეიძლება წავიდეთ და რით გავერთოთ. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ადგილი თბილისში სადაც ოჯახური გართობისთვის საუკეთესო ადგილებია და ასევე დ...
განაგრძე კითხვა
14545
„ელიტ ელექტრონიქსი“ „ჰოთსეილის“ ახალი პარტნიორია.
თანამშრომლობის ფარგლებში ელექტრონული კომერციის წამყვან ვებგვერდზე „ელიტ ელექტრონიქსის“ შეთავაზებები მუდმივად განახლდება. სპეციალური შეთავაზებებით ხარისხიანი, ბრენდული ტექნიკის შეძენა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. შეთავაზებე...
განაგრძე კითხვა
34735
ინექციური პროცედურები - სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე
ფილერების მეშვეობით შესაძლებელია სახის რემოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე, დეფექტების აღმოფხვრა, ცხვირის ან ნიკაპის ფორმის კორექცია, წარბის, თვალის კუთხის, ტუჩის კუთხის აწევა, ყვრიმალის წამოწევა და სხვა. ...
განაგრძე კითხვა
17419
საზოგადოების რჩეული წიგნები
წიგნების სამყარო საოცრად დიდი და მრავლისმომცველია, ზოგჯერ რთულია იმ ემოციების ბოლომდე გამოხატვა, რასაც ესა თუ ის ნაწარმოები გვანიჭებს. ფიოდორ დოსტოევსკი წერს - ''ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი ...
განაგრძე კითხვა
23559