Category
Category
Category
Category
-
Tsinandali
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
-
Tsinandali
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
მარტყოფი
-
Sazano
ექსტრემალური სპორტის სახეობები საქართველოში
საქართველო გამოირჩევა ექსტრემალური სპორტის სახეობების მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ როგორც სამთო, ისე საზღვაოსნო, სამდინარო და საჰაერო სათავგადასავლო სპორტის სახეობებით. ქართული ბუნება შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოსცადოს ადრენალინის მოჭარბებული ექსტრიმი და გაატაროს ერთი დაუვიწყარი დღე თავგადასავლებით.
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ექსტრემალური სპორტის სახეობები, რომლითაც შეგიძლიათ საქართველოში დაკავდეთ.
საცხენოსნო ტურები
საქართველოს მთიანი ზონა გამოირჩევა საცხენოსნო ტურებით. მსგავს ტურებს მრავლად შეხვდებით საქართველოს თითქმის ყველა მთიან კუთხეში - ეროვნულ პარკებში, ხეობებში ან მანქანისთვის მიუვალ ადგილებში.

თუშეთის ექსტრემალური გზა
როგორც წესი, ყველა ქვეყანაში შევხვდებით ექსტრემალურ გზებს, მაგრამ საქართველოში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რისკიან გზად მიჩნეული თუშეთის გზა, რომელიც მრავლად იზიდავს ტურისტებს. იგი დაახლოებით 85 კმ სიგრძისაა. ხოლო გზის არასახარბიელო მდგომარეობის გამო ხშირად კეტავენ. თუ თქვენ ამ მარშრუტს დაადგებით, სწორად უნდა შეარჩიოთ ავტომობილი, რომელსაც შეეძლება ასეთ რთულ პირობებში თქვენი უსაფრთხოდ გადაყვანა. მგზავრობის დრომ შეიძლება 12 საათამდეც კი წაიღოს.

სათხილამურო სპორტი
საქართველოში მრავლადაა სამთო-სათხილამურო სპორტული სახეობები. თუკი ზამთარში ეწვევით ყველასთვის ცნობილ და პოპულარულ სამთო კურორტებს - გუდაურსა და ბაკურიანს, შეგეძლებათ დაკავდეთ თხილამურებით სრიალით. ამ კურორტებზე თხილამურობისთვის შესაბამისი ტრასები და ინფრასტრუქტურაა გამოყოფილი.

ველოტური
ველოსიპედით სეირნობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქართველოში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ველოტურებს გეგმავს ექსტრემალურ მარშრუტზე. ეწყობა დაორგანიზებული და სამოყვარულო ველო ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს სპორტის სახეობა იძლევა საშუალებას, რომ თქვენს მეგობრებთან ერთად მოიწყოთ დაუვიწყარი თავგადასავალი.

პარაპლანით ფრენა
ასევე უხვად მოგანიჭებთ ჰაერში ფრენის გასაოცარ განცდებს. სპორტის ამ სახეობას საქართველოში დიდხნიანი ისტორია აქვს. საქართველოში არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაციაც, რომელიც გთავაზობთ სპეციალურ ფრენებს. პარაპლანით ფრენა საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზეა შესაძლებელი, მათ შორის, თბილისის ზღვაზე, სიღნაღში გუდაურში და სხვა.

სხვა სტატიები
სმარტფონის დეზინფექცია Covid-19ის პანდემიის პირობებში
Covid-19 პანდემიის პერიოდში ჩვენ, როგორც არასდროს, მაქსიმალურად ვცდილობთ გავხადოთ ჩვენი გარემო უსაფრთხო. ცნობილია, რომ ერთერთი მთავარი ბაქტერიების გავრცელების წყარო გახლავთ ტელეფონი (Hotsale.ge გთავაზობთ სმარტფონების ფართო არჩევანს სპეციალურ ფასად). ...
განაგრძე კითხვა
27755
5 ბავშვთა გასართობი ცენტრი თბილისში
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღეს...
განაგრძე კითხვა
32440
Georgia Travel Guide: Uncover Top Destinations and Unique Stays for Your Adventure with Hotsale Discounts
Are you planning a trip to Georgia and seeking the best destinations and accommodations? Look no further! Georgia offers a diverse range of experiences for travelers, from stunning mountain landscapes to vibrant coastal cities. Discover the must-visi...
განაგრძე კითხვა
25995