-
Gudauri
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Gudauri
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
საზღვარგარეთი
-
Dubai

5 აუცილებლად სანახავი ადგილი წყალტუბოში
წყალტუბო იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის ნაშთებს.
1. სათაფლია
სათაფლია-მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს.
დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა.
2. გეგუთის სასახლე
გეგუთის სასახლე—ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე, რიონის ნაპირას.ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის.
ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“-ს ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „...წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა
3. პრომეთეს მღვიმე
პრომეთეს მღვიმე-მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში.
მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი. პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში.
4.გაბზარული ტბა
სიფონური ტბა საქართველოში, სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
ტბის წყალს სოფლის მოსახლეობა სასმელად და საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებდა. ტბაში გვხვდება თევზის რამდენიმე სახეობა.
5.წყალტუბოს მინერალური წყაროები
წყალტუბოს მინერალური წყაროები-რომლის ანალოგი, მსოფლიოში არ არსებობს. სამკურნალო წყლებს "უკვდავების წყაროს" უწოდებენ, რადგან აქ ჩამოსული სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანები, უკან სრულიად ჯანმრთელები ბრუნდებიან.
ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას მკურნალობენ.წყალტუბოს მინერალური წყლების პარკში რამდენიმე აბანო ფუნქციონირებს, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა სამკურნალო პროცედურის ჩატარება
სხვა სტატიები

როგორ დავისვენოთ სვანეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად – სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” საუკეთესო შეთავაზებით Hotsale.ge-ისგან
სვანეთი ზამთარში უნიკალური ადგილია აქტიური დასვენებისა და საოცარი ბუნებით აღსავსე თავგადასავლებისთვის. თუ კომფორტული და ხელმისაწვდომი დასვენება გსურთ, მესტიაში მდებარე სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” შესანიშნავი არჩ...
განაგრძე კითხვა
2117

როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე ცნობილ ექიმებთან ხელმისაწვდომ ფასად?
ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული, სხვადასხვა საჭიროების გამო კი ხანდახან მასზე თანხას ვზოგავთ ხოლმე. პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაზოგვას კიდევ უფრო მეტად მისცა ბიძგი.მიუ...
განაგრძე კითხვა
15267

Discover the Charm of Kakheti: Georgia’s Wine Paradise
Nestled in the picturesque eastern region of Georgia, Kakheti is a land where history, culture, and nature blend seamlessly to create an unforgettable experience. Known as the cradle of Georgian wine, Kakheti boasts a wine-making tradition that stret...
განაგრძე კითხვა
2566

Hotsale.ge-ის მომხმარებელი გირჩევთ: 5 აუზი მაღალი დანაზოგით
ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენება და გაგრილება სავსებით შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე აუზებში, სადაც თქვენ მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას და მაღალ კომფორტს. Hotsale.ge-ზე არსებული სხვადასხვა შეთავაზება კი საშუალებას გაძლევთ დაზოგო...
განაგრძე კითხვა
26093