გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

HOTSALE-ის შესახებ

Hotsale.ge - დანაზოგები ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში

ჩვენ ვზრდით მომხმარებლების ხელმისაწვდომობას პარტნიორი ბიზნესების სპეციალურ შეთავაზებებზე, პარტნიორების მეშვეობით ჩვენს მომხმარებლებს ვუქმნით შესაძლებლობას, დაზოგონ დრო და თანხა.

 

ვინ ვართ ჩვენ?!

Hotsale.ge პალიტრა მედია ჰოლდინგში შემავალი დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. ვებ-გვერდი 2011 წლიდან ქმნის სპეციალურ შეთავაზებებს ქართველი მომხმარებლებისთვის. 

13 წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენ 11 000-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქტს ვაწვდით ჩვენი პლატფორმის მეშვეობით.

აქ შეგიძლიათ, ნახოთ შეთავაზებები დანაზოგით სხვადასხვა ინდუსტრიის და სფეროს კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.

 

"პალიტრა მედია" ჰოლდინგი საქართველოში უმსხვილეს მულტიმედია ჰოლდინგია, რომელიც  1995 წელს დაარსდა და 80-ზე მეტ კომპანიას: 14 ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელექტრონული კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელებს და სტამბას, აერთიანებს. 

 პალიტრა მედია ჰოლდინგის ლოგო, ამბები. Ipn, bpn, ბომონდი, პალიტრა რადიო, პალიტრა TV, მარაო, მკურნალი, მშობლები. 

 

ჩვენი ღირებულებები:

- გადამოწმებულის შედეგად დადასტურებული შეთავაზებები

   მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, განთავსებამდე მოწმდება თითოეული შეთავაზება ფასის და პირობების ავთენტურობაზე

- პირდაპირი და სწრაფი კავშირი ბიზნესსა და მომხმარებელს შორის

   ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას მარტივად განათავსონ შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და მიწვდნენ ასიათასობით მომხმარებელს.

- განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სერვისი

  ყოველდღიურად ჩვენი გუნდი მუშაობს, რომ სერვისი მივაწოდოთ ტექნიკურად და ფუნქციონალურად გამართული ფორმით, კიდევ უფრო გავუმარტივოთ შოპინგის და     დანაზოგის მიღების გამოცდილება

- ვქმნით რეალურ ღირებულებას ქართული ბიზნესისთვის

  ჩვენი მარკეტინგული და საინფორმაციო ინსტრუმენტებით მომხმარებელს ვაცნობთ ახალ ბიზნესებს და მათ პროდუქტებს და ასევე ერთგული პარტნიორების ახალ   შეთავაზებებს.

 

ჯილდოები:

- საქართველოს 2024 წლის პრო ბონო მარათონში ჩემპიონის სტატუსი

- “ქართული ბრენდის დღე“ ნომინაცია ლიდერი მფლობელი 2023

- შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელი 2022

- ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია “Welcome to Georgia” 2021