გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

ზაფხულის სეზონზე გაყიდული 65 000 ჯავშანი და უფრო მეტი დანაზოგი საშემოდგომო სეზონისთვის - Hotsale.ge ტურისტულ სეზონს აჯამებს

ზაფხულის სეზონზე გაყიდული 65 000 ჯავშანი და უფრო მეტი დანაზოგი საშემოდგომო სეზონისთვის - Hotsale.ge ტურისტულ სეზონს აჯამებს

10409

1000-მდე სასტუმრო და 65 000 ჯავშანი, საერთო ჯამში დაზოგილი 1 მილიონამდე ლარი და მიღებული მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების 98%-იანი მაჩვენებელი - სწორედ ამ ციფრებით აჯამებს 2020 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს საქართველოში კომპანია Hotsale.ge.

როგორც კომპანიის დირექტორი თათული ზაკალაშვილი განმარტავს, მათთვის აღნიშნული ციფრები რეკორდული იყო, რაც რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

„მიმდინარე წლის ჯავშნების გაყიდვები „ჰოთსეილის“ ისტორიაში ტურიზმის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს პარტნიორ თითოეულ სასტუმროს მთელი საზაფხულო სეზონის განმავლობაში ყველა ოთახი შევუვსეთ. მათი რაოდენობა კი ცოტა ნამდვილად არ ყოფილა. საერთო ჯამში ზაფხულში 1000-მდე სასტუმროსთან ვითანამშრომლეთ. ზოგადად, საზღვაო კურორტებზე ივლისი-აგვისტოში ფასების მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ხოლმე. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ სასტუმროებში კი ფასი მხოლოდ 15-20 ლარით იზრდებოდა, რაც რეალურად შეთავაზების ღირებულებას დიდად არ ცვლის. აქტიური მუშაობის შედეგად მოვახერხეთ, რომ აგვისტოს ფასები თითქმის გავუთანაბრეთ ივლისისას და სწორედ ესეც დაგვეხმარა, რომ გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელისთვის მიგვეღწია,“ - განმარტავს თათული ზაკალაშვილი.

 

 

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონი უპრეცედენტო მაჩვენებლებით დასრულდა, თუმცა არანაკლები იქნება შემოდგომაც.

„კვლავ აქტუალურია ზღვის სეზონი. შემოდგომა ხომ საუკეთესო პერიოდია ზღვაზე დასასვენებლად, როცა მზე და ზღვა ერთმანეთთან ჰარმონიაშია. გარდა ამისა, 15 სექტემბრიდან ვებგვერდზე გააქტიურდება სასტუმროების საშემოდგომო შეთავაზებებიც, რომელიც უკავშირდება რთველს, ყურძის დაწურვას, ფელამუშს... მომხმარებელს უფრო და უფრო მეტ დანაზოგს ვპირდებით. ამ ყველაფრისთვის ჩვენი გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. როგორი აქტიურიც იყო ზაფხული ჩვენი პარტნიორი სასტუმროებისა თუ მომხმარებლებისთვის, ისეთივე იქნება შემოდგომაც,“ - აღნიშნავს Hotsale.ge-ის დირექტორი.

რეკორდული გაყიდვები და მიზეზები

Hotsale.ge-ს კომპანიებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გორდულაძე განმარტავს, რომ 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა, ნამდვილად შედგა და ამაში ფართო საზოგადოებას „ჰოთსეილიც“ დაეხმარა მისი მრავალფეროვანი შეთავაზებებითა და გონივრული დანაზოგით.

-რამდენი ჯავშანი გაიყიდა ზაფხულის სეზონზე?

-საერთო ჯამში 65 000-მდე ჯავშანი გავყიდეთ, რაც მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ჯავშნების ეს მოცულობა 1000-მდე სასტუმროზე გადანაწილდა. წლევანდელი საზაფხულო სეზონი პარტნიორი სასტუმროების მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდა. მიზნად დავისახეთ, რომ მაქსიმალურად ბევრ ობიექტთან გვეთანამშრომლა და ეს შევძელით კიდეც.

-Hotsale.ge-ს ჯავშნების საშუალებით რამდენ პროცენტიანი დანაზოგის მიღება შეეძლო მომხმარებელს?

-დანაზოგი მერყეობდა 30%-დან 70%-მდე. მაგალითად, 70%-იანი ფასდაკლება გვქონდა სასტუმრო-კომპლექს „ორბის“ გარკვეულ ნომრებზე. სეზონზე სწორედ „ორბი“ იყო ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო ჩვენს მომხმარებლებს შორის და მან ყველაზე მეტი ჯავშანი გაყიდა Hotsale.ge-ზე.

-საერთო ჯამში სასტუმროებში რამდენი დაზოგეს „ჰოთსეილის“ მომხმარებლებმა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე?

-ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მომხმარებლებმა ზაფხულის სეზონზე 1 მილიონ ლარამდე დაზოგეს. სტანდარტული ფასებით რომ ესარგებლათ, მათ სწორედ ამ თანხით მეტის გადახდა მოუწევდათ.

-რომელი იყო ის 20 სასტუმრო, რომლებმაც ყველაზე მეტი ჯავშანი გაყიდეს თქვენი ვებგვერდის საშუალებით?

-სასტუმრო-კომპლექსი „ორბი“ ჩვენი გაყიდვების უპირობო ლიდერი იყო გაყიდული 35 000 ჯავშნით. თუმცა სხვა სასტუმროებმაც არანაკლები შედეგის მიღწევა შეძლეს. მეტად აქტიური იყო სასტუმროები მაღალმთიან რეგიონებში, მაგალითად სვანეთსა და ყაზბეგში და ასევე, კახეთში. გაყიდვების ტოპ 20 სასტუმრო კი ასე გამოიყურება:

მომხმარებელზე ზრუნვა, როგორც გაყიდვების ზრდის საუკეთესო საშუალება

Hotsale.ge-ში რეკორდული გაყიდვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზრუნვას ასახელებენ. კომპანიაში ამ მიზნით დიდი მიმართულებაა შექმნილი, რომლის გუნდის წევრებიც ყოველდღიურად მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასებას ახდენენ და მინიმალური უკმაყოფილების შემთხვევაშიც კი მის გამოსწორებაზე მუშაობენ. მომხმარებელზე ზრუნვის სამსახურის ხელმძღვანელი ლანა წურწუმია აღნიშნავს, რომ ყოველკვირეულად 900-მდე მომხმარებლის გამოკითხვა ხდება.

-რა ფორმით ხდება მომხმარებელების გამოკითხვა და შემდეგ როგორ მუშავდება მიღებული ინფორმაცია?

-გამოკითხვა ხდება სატელეფონო კომუნიკაციის სახით. ჩვენი თანამშრომლები უკავშირდებიან მომხმარებელს რამდენიმე კითხვით და მათგან იღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მიღებული მომსახურებით. გვაქვს კითხვაც, მიიღეს თუ არა ისეთი მომსახურება, როგორსაც მიიღებდნენ რეგულარული ფასით სარგებლობის შემთხვევაში.

მიღებულ ინფორმაციას ჩვენ ვაჯამებთ და ვამუშავებთ. მინიმალური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი ვუკავშირდებით სასტუმროს, ვაზუსტებთ მიზეზებს და ვიღებთ შესაბამის ზომებს.

მაგალითად, ახლახანს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენს მომხმარებელს სატელეფონო ზარზე არაკეთილგანწყობილად უპასუხეს და ჩვენ ამაზეც კი გვქონდა რეაგირება. მოგვიანებით სასტუმროს მენეჯერმა თავად დაურეკა მას და ბოდიში მოუხადა.

ასეთი ფაქტების სიმრავლის დამსახურებაა, რომ მომხმარებელი გვენდობა და გულწრფელად გვესაუბრება. იციან, რომ მათზე მართლაც ვზრუნავთ.

- როგორია ამ ეტაპზე მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი ტურიზმის მიმართულებით?

- მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 98%-ია. გასულ წელს კი 87% იყო. სწორედ ჩვენი კომპლექსური მუშაობის და ამავდროულად, ინდივიდუალური მიდგომის დამსახურებაა მსგავსი წინსვლა. საერთო ჯამში ჩვენ 11 000-მდე მომხმარებელი გამოვკითხეთ და თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად მივუდექით. არიან კომპანიები, რომლებთანაც რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდა, რომ მომსახურების ხარვეზები გამოესწორებინათ. გარდა ამისა, ჩვენ თანამშრომლობის დაწყებამდე ვამოწმებთ თითოეულ პარტნიორ კომპანიას.

შედეგად, Hotsale.ge გახდა კომპანია, რომელიც მომხმარებლისთვის მაღალ ხარისხსა და დიდ დანაზოგთან ასოცირდება.