გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზამთრისათვის, კოსმეტოლოგიური პროცედურები 80%-მდე ფასდაკლებით

როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზამთრისათვის, კოსმეტოლოგიური პროცედურები 80%-მდე ფასდაკლებით

12023

ზამთარი ახლოვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ დავიწყოთ მზადება ცივი და სუსხიანი დღეებისთვის. წელიწადის ამ სეზონზე ორგანიზმი ვერ ივსება საჭირო ვიტამინებით, რაც თქვენს სახეზე აუცილებლად აისახება, კანი იწყებს გამოშრობას და ჯანსაღი იერის დაკარგვას.

Hotsale.ge გირჩევთ იმ რამდენიმე პროცედურას, რომელიც დაგეხმარებათ რომ ზამთრის ცივ დღეებს მარტივად გაუმკლავდეთ და ლამაზი სახის კანიც შეინარჩუნოთ.

#1 მეზოთერაპია

მეზოთერაპია კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. პროცედურის დროს კანში ხდება კოქტეილის შეყვანა, რომელიც საშუალებას იძლევა კანი აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებით და ანტიოქსიდანტებით გამდიდრდეს. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები, კანი შესამჩნევად იჭიმება, სწორდება, ღებულობს ლამაზ და ჯანმრთლ იერსახეს.

„ბიუთი ქორნერ ჯორჯია / Beauty Corner Georgia“ გთავაზობთ საუკეთესო პირობებსა და კომფორტულ გარემოს, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმები მოგემსახურებიან და 54%-მდე თანხასაც დაზოგავთ.

#2 სახის ღრმა და ზედაპირული წმენდა

სახის კანის წმენდა მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომელიც სასურველია წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ, რათა კანი გასუფთავდეს ჩამჯდარი ჭუჭყისგან და ფორებმა უფრო თავისუფლად ისუნთქონ. წმენდის შედეგად კანი თავისუფლდება ზედაპირული და ღრმა დაბინძურებისგან და შორდება გარქოვანებული უჯრედებისა თუ ცხიმოვანი ჯირკვლების გამონაყოფი.

Hotsale.ge გირჩევთ ესთეტიკურ ცენტრ „Nio Med Center“-ს, რადგან აქ ყველაფერია შენი სიალამზისთვის, დაზოგავ თანხას და შედეგით ბედნიერი იქნები.

#!#

 #3 პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგის პროცედურა ტარდება ლოკალური ანესთეტიკის ქვეშ და არის უმტკივნეულო. ის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური და ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, რადგან პროცედურაში გამოიყენება პაციენტის საკუთარი სისხლი, სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება აუტოპლაზმის (საკუთარი პლაზმის) გამოყოფა, რომელიც გამდიდრებულია თრომბოციტებით. სწორედ თრომბოციტები იძლევიან კანის გაახალგაზრდავებისა და მისი ლიფტინგის  საშუალებას.

ჩაიტარე პროცედურა „დავით გვრიტიშვილის კლინიკა / GVRITISHVILI CLINIC“-ში და მოამზადე კანი სუსხიანი დღეებისთვის, რათა ზამთარმა შეუმჩნევლად გადაიაროს.

#4 ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაცია არის მეთოდი რომლის საშუალებითაც სახის კანის უჯრედებს, ინექციის საშუალებით მიეწოდება ჰიალურონის მჟავა.ჰიალურონის მჟავა უჯრედების რეცეპტორებთან ერთად ასტიმულირებს კანის რეგენერაციას. აღნიშნულ მჟავას ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს და ხელს უწყობს კანის ელასტიურობას, სიმკვრივეს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას. ბიორევიტალიზაცია ასევე ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.

შედეგი:

  • ამკვრივებს კანს სახესა და ყელზე;
  • აქრობს ზედაპირულ ნაოჭებს;
  • ღრმად ატენიანებს კანს;
  • აღადგენს კანის ელასტიურობას.

ესთეტიკის ცენტრში „Millennium Aesthetic / მილენიუმ ესთეტიკი“ პროცედურას ჩაგიტარებენ მაღალკვალიფიციური ექიმები ფრანგული, კორეული და იტალიური პროდუქციის საშუალებით, თანაც შესაძლებლობა გეძლევათ დაზოგოთ  52%-მდე თანხა.