-
კატეგორია
-
თბილისი
-
კრწანისი
-
კატეგორია
-
თბილისი
-
კრწანისი
როგორ მოვამზადოთ სახის კანი ზაფხულისთვის
სახის კანის დატენიანება ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულში. როდესაც ტემპერატურა იმატებს, იზრდება მზის ზემოქმედების საფრთხეც. ამ დროს, ჩვენი სახის კანიდან ხდება წყლის აორთქლება, ანუ დეჰიდრატაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელი ხდება სახის კანის დატენიანება.
სახის კანი ზაფხულისთვის აუცილებლად გაზაფხულიდან უნდა მოამზადოთ. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას მასზე, ამიტომ ერთი თვით ადრე მაინც, სანამ დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ და ზოგადად, უმჯობესია, ეს პროცედურა გაზაფხულზე ჩაიტაროთ, კანი მოამზადეთ გარუჯვისთვის. ის უნდა იყოს დატენიანებული და გამოკვებილი ვიტამინებითა თუ ჰიალურონით. სწორედ ამიტომ, Hotsale.ge გთავაზობთ აუცილებელ პროცედურებს, რომლებიც ეფექტურია კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და დასატენიანებლად. რაც მთავარია #აქყველაზემეტსდაზოგავ.
სახის ღრმა და ზედაპირული წმენდა
სახის პროფესიონალური ღმა წმენდის პროცედურა განკუთვნილია მკვდარი უჯრედების მოცილების, ფორების გაწმენდისა და ზოგადი სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. რატომ უნდა გავიკეთოთ აღნიშნული პროცედურა? იმიტომ, რომ: მოგაშორებთ მკვდარ ქსოვილებს და ხელს შეუწყობს უჯრედების განახლების პროცესს, გაგიუმჯობესებთ კანის ფერს, განდევნის ტოქსინებს და უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, აღგიდგენთ კანის ელასტიურობას.
ავერსის კლინიკა / AVERSI CLINIC გთავაზობთ სახის პროფესიონალური ღრმა წმენდის პროცედურას 45% დანაზოგით. გამოიყენება GiGi-ს პროდუქცია (GiGi - ისრაელის წარმოების, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია).
პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები, შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით – პილინგით მოაგვაროთ. პილინგი ანუ ექსფოლაცია კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს, რომელიც მიზნად კანის გარეგნული იერის გაუმჯობესებას ისახავს. პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.
დივოოლი/ DIVOOL გთავაზობთ სახის ჰიდროპილინგს, ღრმა ან ზედაპირული აპარატურული წმენდას ნიღბით. შეიძინეთ პრომო კოდი ასარჩევი სიიდან და მიიღეთ 47%-მდე დანაზოგი.
მეზოთერაპია – არის მცირე დოზის მედიკამენტების შეყვანა უშუალოდ კანქვეშ. მეზოთერაპიის ეფექტი მიიღწევა როგორც პრეპარატის სამკურანალო თვისებების დამსახურებით, ასევე კანზე მდებარე ბიოლოგიურად აქტიური წერტილების სტიმულაციით. მეზოთერაპია ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიური და სამკურნალო პროცედურაა.
მილენიუმ ესთეტიკი / MILLENIUM AESTHETIC გთავაზობთ მეზოთერაპიას სასურველ ზონაზე, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. შეიძინეთ პრომო კოდი 7 ლარად და მიიღეთ 54%-მდე დანაზოგი ესთეტიკის ცენტრში.
პლაზმალიფტინგი ესაა რევიტალიზაციის ნოვატორული საინექციო პროცედურა, რომელიც ბიძგს აძლევს კანის ბუნებრივ გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ სასურველი ეფექტის მიღწევა, კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება, ხდება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე. კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. შედეგად ვღებულობთ ელასტიურ, ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს.
შეიძინეთ პრომო კოდი 7 ლარად მიიღეთ 25% დანაზოგი ბალნეოლოგიური კურორტი `თბილისი-სპა`-საგან. პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 72 ლარს 120 ლარის ნაცვლად.
ბიოსტიმულაცია (ბიორევიტალიზაცია) კანის გაახალგაზრდავების თერაპიული მეთოდია, რომლის დროსაც ხდება კანის სტრუქტურული გაჯანსაღება, გამკვრივება და დატენიანება.ბიორევიტალიზაციის პროცედურისას ხდება კანისა და კანქვეშა ქსოვილების გამდიდრება ჰიალურონის მჟავით, რომელიც პასუხისმგებელია ლამაზი და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. პროცედურის შემდგეგ საგრძნობლად იცვლება კანის სტრუქტურა, ხდება გლუვი, ელასტიური და დატენიანებული. გარდა ამისა მცირდება წვრილი ნაოჭების რაოდენობა და კანს უბრუნდება ჯანსაღი ფერი.
ი.ბიბილაურის კლინიკა/ BIBILAURI'S CLINIC გთავაზობთ ბიორევიტალიზაციის პროცედურას სახისა და ყელის ზონებზე. აქ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი და საუკეთესო პირობები, პროცედურის კომფორტულ გარემოში ჩასატარებლად.
კლინიკა რუთს • ROOTS CLINIC
დაზოგე 46 ₾
ბიუთი ქორნერ ჯორჯია • BEAUTY CORNER GEORGIA
დაზოგე 53 ₾
ბიუთი ქორნერ ჯორჯია • BEAUTY CORNER GEORGIA
დაზოგე 53 ₾
ესთეტიკური ცენტრი PM • AESTHETIC CENTER PM
დაზოგე 30 ₾
ესთეტიკური კლინიკა ჰერა
დაზოგე 40 ₾
დარჩენილია
ესთეტიკური კლინიკა ჰერა
დაზოგე 70 ₾
დარჩენილია