გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ გავართოთ ბავშვი უქმეებზე – 5 საუკეთესო შეთავაზება Hotsale.ge-სგან

როგორ გავართოთ ბავშვი უქმეებზე – 5 საუკეთესო შეთავაზება Hotsale.ge-სგან

393

გრძელი და დამღლელი სასწავლო თუ სამუშაო კვირის შემდეგ, შაბათ-კვირა საუკეთესო პერიოდია შვილებთან ერთად დროის ხარისხიანად გასატარებლად. მთავარია, აქტივობები იყოს ბავშვისთვის სახალისო, შემეცნებითი და საინტერესო. Hotsale.ge გთავაზობთ 5 საუკეთესო იდეას უქმეების მხიარულად და ბიუჯეტურად დასაგეგმად

1. ფაუნა ლენდი • FAUNA LAND

 

მიიღეთ 50%-მდე დანაზოგი მთაწმინდის პარკში მდებარე კონტაქტურ ზოოპარკში „FAUNA LAND“. შაბათ-კვირას აქ გელით სხვადასხვა გასართობი პროგრამა პატარა ასაკის ბავშვებისთვის და უფასო საგანმანათლებლო ექსკურსია მოზრდილებისთვის

 

ერთჯერადი ვიზიტი კონტაქტურ ზოოპარკში! შეეხეთ, გამოკვებეთ და გაიცანით ცხოველები უფრო ახლოს!

 

 

2. ვიარ არენა • VR ARENA

 

VR Arena არის თამაშების ინოვაციური სივრცე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით ქმნის დაუვიწყარ ვირტუალურ თავგადასავალს. სივრცეში დაგხვდებათ სხვადასხვა თამაში, პერსონაჟები და იარაღის მრავალფეროვნება.

არენას აქვს ორი სივრცე:

  • პატარა არენა: 80 კვ.მ ოთახი, უახლესი მოდელის VR ჩაფხუტი და Sony PlayStation 5.
  • დიდი არენა: 300 კვ.მ სათამაშო მოედანი, Counter Strike-ის თამაშები, 5x5 ბრძოლები მრავალ რუკაზე, ზომბებთან და შავბნელ ძალებთან ბრძოლა.

 

ერთჯერადი ვიზიტი ვირტუალური თამაშების სივრცეში

 

 

3. მაქსილენდი • MAXXILAND

 

სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ (ვეკუას 14) მდებარეობს MaxxiLand – ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი ცენტრი საქართველოში. ისარგებლეთ 1-საათიანი ბოულინგის სათამაშო ბილიკით 40%-მდე დანაზოგით და გაატარეთ მხიარული დრო ოჯახთან ერთად.

 

1 საათიანი ბოულინგის სათამაშო ბილიკი

 

4. ასტრა პარკი • Astra Park Tbilisi

 

გამოცადეთ ნამდვილი ადრენალინი ასტრა პარკში! კარტინგით რბოლა (8 წთ) საუკეთესო აქტივობაა უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

 

  • მინიმალური ასაკი: 6 წელი.
  • პირობები: ერთ რბოლაზე ერთდროულად შედის 4-5 ადამიანი.
  • მისამართი: გლდანი, მეხუთე მიკრორაიონი (ვეკუას 40), გლდანის პარკი.

 

კარტინგით რბოლა (8 min)

 

5. დომინოს პიცა • DOMINO'S PIZZA

 

„პიცა თეატრი“ არის ინტერაქტიული გამოცდილება 3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, სადაც პატარები თავად მოამზადებენ საკუთარ პიცას Domino’s-ის გუნდთან ერთად (მშობლის თანხლებით).

 

შეთავაზების ღირებულებაში შედის:

 

  • პატარა პიცა, რომელსაც ბავშვი თავად მოამზადებს
  • პატარა კოკა-კოლა
  • ლავა ქეიქი

 

მისამართი: თბილისი, ვიქტორ კუპრაძის 72. (მაქსიმუმ 6 ბილეთი ერთ მომხმარებელზე).

 

 

პიცა თეატრი, 3 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, ინტერაქტიული გამოცდილება, სადაც ბავშვები თავად მოამზადებენ საკუთარ პიცას Domino’s-ის გუნდთან ერთად