გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე ცნობილ ექიმებთან ხელმისაწვდომ ფასად?

როგორ ჩავეწეროთ კონსულტაციაზე ცნობილ ექიმებთან ხელმისაწვდომ ფასად?

13665

ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, როგორც წესი, მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული, სხვადასხვა საჭიროების გამო კი ხანდახან მასზე თანხას ვზოგავთ ხოლმე. პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა დაზოგვას კიდევ უფრო მეტად მისცა ბიძგი.

მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა არ მცირდება, რამაც დანაზოგების ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. თუ აქამდე ცნობილ ექიმებთან კონსულტაციას მხოლოდ გართულებული პრობლემის შემთხვევაში მივმართავდით, ახლა შეგვიძლია, მსუბუქი ჩივილების შემთხვევაშიც, არჩევანი გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტზე შევაჩეროთ, რადგან მათი მომსახურების მიღება Online.mkurnali.ge-ზე უკვე 85%-მდე დანაზოგით არის შესაძლებელი.

Online.mkurnali.ge არის Hotsale.ge-ისა და მედია პორტალ Mkurnali.ge-ის გუნდის მიერ შექმნილი დანაზოგების ახალი პლატფორმა, რომელზეც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება: სტომატოლოგია, განსხვავებული პროფილის მქონე ექიმებთან კონსულტაცია, კომპლექსური, ლაბორატორიული, რადიოლოგიური კვლევები და ესთეტიკური მედიცინა. ასევე, ვებ-გვერდზე მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

Online.mkurnali.ge-ზე წარმოდგენილი ექიმები და სამედიცინო ცენტრები საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობენ და პაციენტების სიმრავლით გამოირჩევიან, ახლა კი კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომები გახდნენ. ვებ-გვერდზე იხილავთ ისეთ კლინიკებს, როგორიც არის „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“, „ევექსი“, „ენმედიცი“, კლინიკა „ჯერარსი“, “Mმედი 22“, „ავერსის კლინიკა“, „საქართველოს ტერფისა და კოჭწვივის სახსრის ინსტიტუტი“, „ნიუ ვიჟენ სამედიცინო ჰოსპიტალი“, „დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა“ და სხვა.

#!#
ათობით დასახელების ცნობილ და სანდო სამედიცინო ცენტრში კვალიფიციური ექიმებისგან კონსულტაციას მნიშვნელოვანი დანაზოგით მიიღებთ და ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების შემდეგ, მშვიდად და სრულფასოვნად გააგრძელებთ ცხოვრებას ან უბრალოდ გეგმურად გაადამოწმებთ თქვენს მდგომარეობას, რისი ფუფუნებაც ხანდახან არ გვაქვს-ხოლმე.

უფრო კონკრეტულად, რის საშუალებას გვაძლევს Online.mkurnali.ge?

  • 40-დან 85%-მდე დანაზოგი სხვადასხვა სახის სამედიცინო სერვისზე;
  • ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის კომფორტული სისტემა Online.mkurnali.ge-ის ქოლ-ცენტრის მეშვეობით;
  • კვალიფიციურ და აღიარებულ ექიმებთან კონსულტაციები და კვლევები.

აღსანიშნავია, რომ Online.mkurnali.ge-ზე მოქმედებს ექიმთან ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სისტემაც, თუმცა აღნიშნული სერვისის მისაღებად და სხვადასხვა კითხვაზე ინფორმაციის მისაწოდებლად, online.mkurnali.ge-ის ქოლ-ცენტრი მუდმივად ხაზზეა და მზად არის, კონსულტაცია გაგიწიოთ. 

#!#