-
კატეგორია
-
თბილისი
-
ძველი თბილისი
-
კატეგორია
-
თბილისი
-
ძველი თბილისი
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს - 10 საუკეთესო რჩევა
საჩუქრის ჩუქება ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემოდგომის ბოლოდან, მოახლოებული დღესასწაულებისთვის საჩუქრებზე ფიქრი სულ უფრო აქტიური ხდება. გვინდა გვჯეროდეს, რომ მასთან დაკავშირებული ფორიაქი ძირითადად სასიამოვნოა, თუმცა ზოგისთვის, სიურპრიზების მოფიქრება და საჩუქრის შერჩევა მოსაწყენ აუცილებლობად იქცევა-ხოლმე. იმისათვის, რომ არ გახდეთ „არარომანტიკული“ განწყობის მსხვერპლი, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ რამდენიმე საჩუქრის იდეა, რომლებიც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.
ამბობენ, რომ მთავარი საჩუქარი კი არა, ყურადღებაა. ამ ფრაზის არსი იმაშია, რომ საჩუქარი არ უნდა იყოს უბრალოდ ფორმალური მანევრი, გამოუსადეგარი ფაიფურის ფიგურა, დუშგელი და სხვა. ეს სოციალური რიტუალი უნდა იყოს გააზრებული, განცდილი, რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალო ფაქტი, ნივთის ერთი ხელიდან მეორეში გადაცემისა.
1. აჩუქე ემოციები და მოგონებები
სულაც არ არის აუცილებელი, რომ საჩუქარი აუცილებლად რაიმე კონკრეტული ნივთი იყოს. შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზი და დაუჯავშნოთ სასტუმროს ნომერი რომელიმე ლამაზ ადგილას. რამდენიმე, ან თუნდაც ერთი ღამით, კომფორტულ სასტუმროში დასვენება, ადგილობრივი ლანდშაფტების მონახულება, ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა, კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობის მიღება სწორედ ისაა, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის საოცრად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება. ასეთი სიურპრიზის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ, hotsale-ზე შეგიძლიათ. თანხის დაზოგვის პლატფორმა საშუალებას მოგცემთ, ძალიან ბიუჯეტურად შეიძინოთ სასურველი შეთავაზების ჯავშნის კოდი და გაახაროთ საყვარელი ადამიანი.
2. აჩუქე თავგადასავალი
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობას ექსტრემი მოაკლდა, ადრესატს კი თავგადასავლები ძალიან უყვარს, ზიპლაინის ატრაქციონი კუს ტბაზე - საუკეთესო არჩევანი იქნება. ატრაქციონი კუს ტბიდან პირდაპირ ვაკის პარკში ეშვება. ეს ყველაზე გრძელი ზიპლაინია მთელ ამიერკავკასიაში. შესაძლებელია ორი ადამიანის ერთდროულად, გვერდიგვერდ დაშვება. Hotsale-ზე 3-ლარიანი პრომო კოდის შეძენით, 40%-ს დაზოგავთ და გადაიხდით 30 ლარს, 50-ის ნაცვლად.
3. აჩუქე ენერგია
ძალიან კარგი საჩუქარი იქნება აბონემენტი ფიტნეს-დარბაზში. სადაც ერთად შეძლებთ სიარულს. საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში საუკეთესო მოტივაციაა. 1-თვიანი ულიმიტო აბონემენტის შეძენას 36%-იანი დანაზოგით hotsale-ზე შეძლებთ.
4. აჩუქე კარგი განწყობა
იმისთვის, რომ საჩუქარმა ხშირად გაახსენოს თქვენი თავი ადრესატს, შეარჩიეთ ისეთი ნივთი, რომელსაც ხშირად გამოიყენებს. მაგალითად, იდეალური საჩუქარია - ბლუთუზ ყურსასმენები, ან Airpods-ები. შეძლებს მოუსმინოს მუსიკას ნებისმიერ დროს: მგზავრობისას, რუტინული საქმის კეთებისას, ვარჯიშის, ან სეირნობის დროს და ა.შ. არაფერი ისე არ ქმნის კარგ განწყობას, როგორც კარგი მუსიკა.
5. აჩუქე რომანტიკული საღამო
რომანტიკული საჩუქარი არასოდეს კარგავს აქტუალობას. გემრიელი ვახშმით, ლამაზ გარემოში, აუცილებლად მოიგებთ საყვარელი ადამიანის გულს.
6. აჩუქე სილამაზე
გარეგნობაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველას უნდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. კარგი საჩუქრების სიაში საპატიო ადგილს იკავებს beauty მომსახურებები. შეგიძლიათ hotsale-ზე მოძებნოთ სასურველი სერვისი. მაგალითად, სახის წმენდა, შეიძინოთ პრომო კოდი და 46%-ამდე დანაზოგით ისარგებლოთ.
7. აჩუქე თავდაჯერებულობა
ლამაზი თმა ქალის სავიზიტო ბარათია და, თუ თქვენი ადრესატი ქალია, მას ძალიან გაუხარდება თმის მოვლის პროცედურის სასაჩუქრე ვაუჩერი. მაგალითად, თმის კერატინი, ან თმის ბოტოქსი.
8. გაუმარტივე ყოველდღიურობა
თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობები საშუალებას გვაძლევს გავიმარტივოთ რუტინული საქმეები. ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული გამოგონებაა რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში. რობოტი მტვერსასრუტი დამოუკიდებლად წმენდს იატაკს და ის ძალიან სასარგებლო საჩუქარია!
9. შეუქმენი კომფორტი
თუ ორიგინალურ საჩუქარს ეძებთ, ადრესატს აქვს საკუთარი ეზო, ან აივანი, მაშინ ძალიან კარგი საჩუქარი იქნება სკამი-ჰამაკი. ჰამაკი განტვირთვის და დასვენებისთვის მშვენიერი იდეაა გამოდგება როგორც სახლისთვის, ეზოსთვის, ასევე ლაშქრობაში.
10. აჩუქე შთაბეჭდილება
ადრესატს შეგიძლიათ აჩუქოთ მისი საყვარელი მხატვრის რომელიმე ნახატი, კანვასზე დაბეჭდილი, ან თავად შეურჩიოთ მისი გემოვნებიდან გამომდინარე. მაგალითად, კლოდ მონეს „მზის ამოსვლა“, ან სალვადორ დალის „სფეროების გალათეა“. ასეთი საჩუქარი ერთდროულად ბიუჯეტურიცაა და ლამაზიც. როდესაც საყვარელი ადამიანი მას შეხედავს, ყოველთვის გაახსენდებით!