-
კატეგორია
-
ასურეთი
-
უბანი
-
კატეგორია
-
ასურეთი
-
უბანი
ინექციური პროცედურები - გზა სილამაზისკენ ქირურგიული ჩარევის გარეშე
ადამიანები სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით. ყოველთვის ვცდილობთ, განვვითარდეთ, ვისწავლოთ, შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ, მივიღოთ სიახლეები. ერთხმად ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნე ინოვაციურია ყველა მიმართულებით - სინათლის სისცწაფით იცვლება, ვითარდება, ჩნდება ყველაფერი არსებულის ალტერნატივა.
რამდენიმე ათეული წლის წინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას პლასტიკურ ქირურგიასა თუ სხვა მიმართულების ქირურგიაში. დიახ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მარტივდება და ხდება ხელმისაწვდომი, შესაძლებელი, უმტკივნეულო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საუკუნეში დრო ძალიან სწრაფად გადის და უფლება არ გვაქვს მას ჩამოვრჩეთ. გადატვირთული სამუშაო თუ სასწავლო გრაფიკი, პირადი თუ სოციალური ცხოვრება მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რის გამოც ხანდახან გვავიწყდება თავის მოვლა, ასაკთან შებრძოლება, ამ მიმართულებით სიახლეების მიღება.
ამიტომ, წარმოგიდგენთ რამდენიმე ინექციურ პროცედურას, რომელიც წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას, არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას, ტკივილი მინიმალურია და მანიპულაციის შემდეგ შედეგი შესამჩნევი ხდება თანდათან. ინექციურ პროცედურებს მიმართავენ როგორც ქალბატონები, ისე მამაკაცები.
- ბიორევიტალიზაცია - ინექციური მეთოდით ჰიალურონის მჟავის კანქვეშ შეყვანაა. ჰიალურონის მჟავა იკავებს სითხეს, შესაბამისად პროცედურა ატენიანებს, აღადგენს მოშვებული კანის ტონუსს, აუმჯობესებს ფერსა და სტრუქტურას. ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს ორგანიზმში და ეფექტურად ებრძვის წვრილ ნაოჭებს.
- მეზოთერაპია - არის გაახალგაზრდავების ეფექტური საშუალება, კანისა და კანქვეშა ქსოვილის მკურნალობის გამორჩეული მეთოდი. მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით კანქვეშ ან კანში შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე. მეზოთერაპიის შედეგად ებრძვიან ნაადრევი დაბერების ნიშნებს, კანის პიგმენტაციას, ნაოჭებს, მოშვებულ კანს, აკნეს, თმის ცვენას, მკურნალობენ ცელულიტს, ახდენენ ტანის პროპორციების კორექციას და ა.შ
- პლაზმოლიფტინგი - კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური პროცედურაა, რომელიც ითვალისწინებს პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანში. პროცედურის შედეგად შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები იწყებენ კოლაგენის, ჰიალურონის მჟავისა და ელასტინის სინთეზს.
- ფილერი - სპეციალური შემავსებელი გელის კანქვეშ შეყვანას გულისხმობს. ფილერი გამოიყენება ნებისმიერი სახის ნაოჭების ამოსავსებად, ტუჩის, თვალის კუთხეებისა და წარბების ასაწევად, შემავსებელ - მოცულობითი ეფექტის მისაღებად, ტუჩის, ყვლიმალების, ნიკაპის მიდამოში, ცხვირის, ქვედა ქუთუთოსა და სახის ოვალის კორექციისთვის.
ეს და სხვა ინექციური პროცედურები შეგიძლიათ შეიძინოთ Hotsale.ge -ზე სპეციალურ ფასად, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეებრძოლოთ დაბერების პროცესს, შეიტანოთ დადებითი ცვლილება საკუთარ ვიზუალში, მიიღოთ ეფექტური და ხანგრძლივი შედეგი მოკლე დროში.
#ჯერჰოთსეილზენახე
არ შეუშინდე სიახლეებს, შეხვდი გაზაფხულს მომზადებული!
მილენიუმ ესთეტიკი • MILLENIUM AESTHETIC
დაზოგე 86 ₾
ნიო მედი • NIO MED CENTER
დაზოგე 87 ₾
დარჩენილია