-
კატეგორია
-
აბასთუმანი
-
უბანი
-
კატეგორია
-
აბასთუმანი
-
უბანი
Hotsale.ge-მ Travelfy-მ და Around the World-ის გრანდიოზული ღონისძიების სტუმრები დაასაჩუქრა
ტურისტულმა კომპანია Travelfy-მ და Around the World-მა სეზონი გახსნეს გრანდიოზული ღონისძიებით, რომლის პარტნიორიც დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა, Hotsale.ge იყო.
საზეიმო ღონისძიებას, 5-7 ივნისს Dreamland Oasis-მა უმასპინძლა.

სეზონის გახსნის ცერემონიალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და შთამბეჭდავი შოუ პროგრამებით, რაც დამსვენებლებისთვის ზაფხულის სეზონის დაუვიწყარ დასაწყისად იქცა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ Pool Party-ში, სადაც მათ მუსიკალურ განწყობაზე DJ-ები, მოცეკვავეები და ანიმატორები ზრუნავდნენ. საღამოებს კი განსაკუთრებული ელფერი შესძინა ბენდების ცოცხალმა შესრულებამ და დახვეწილმა სასმელმა. ორგანიზატორთა განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დამსვენებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, დასამახსოვრებელი და პოზიტიური ემოციების შეთავაზებას. Travelfy-სა და Around the World-ის ერთობლივი სეზონის გახსნა ოფიციალურად შედგა და ზაფხულის ტურისტული სეზონი უკვე გახსნილია.
Hotsale.ge როგორც ქვეყნის წამყვანი და ყველაზე საიმედო დანაზოგების პლატფორმა იყო იქ, სადაც საუკეთესო შეთავაზებები, ინოვაციები და დადებითი განწყობაა. კომპანიამ, რომელიც წლებია მომხმარებლებსა და პარტნიორებს საუკეთესო პირობებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს, ღონისძიებაზე განსაკუთრებული განწყობა შექმნა, სიურპრიზებისა და გათამაშების მეშვეობით. ღონისძიების მონაწილეები გათამაშების ფარგლებში დასაჩუქრდნენ სამი ისეთი პრემიუმ კლასის სასტუმროს ვაუჩერებით, როგორიცაა:
თელაველი რეზიდენსი • TELAVALLEY RESIDENCE
კახეთის გულში, თელავის თვალწარმტაც სოფელ შალაურში, მდებარეობს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კომპლექსი TelaValley Residence. ეს არის სივრცე, სადაც თანამედროვე კომფორტი და კახური ავთენტურობა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

კომპლექსის 30 000 მ² გამწვანებული ეზო სრულფასოვანი რელაქსაციისთვისაა შექმნილი. აქ განთავსებულია ღია და შიდა აუზები, სატრენაჟორო დარბაზი და ვერანდაზე მოწყობილი სპა საუნითა და ჯაკუზით. აქტიური დასვენების მოყვარულებს ტერიტორიაზე საჩოგბურთო და საკალათბურთო მოედნები, ასევე ველობილიკები ხვდებათ, ხოლო მათთვის, ვინც მუშაობასა და განტვირთვას ათავსებს, სპეციალური სიმშვიდის პავილიონებია მოწყობილი.
სასტუმროს ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი აქაური საღამოებია. ყოველ დილით კი სტუმრებს ქართული და საერთაშორისო კერძები ელოდებათ, მათ შორის, ვეგანურიც.
თითოეული აპარტამენტი აღჭურვილია 4-ვარსკვლავიანი სტანდარტით: ინვენტარიანი სამზარეულოთი, კონდიცირებით, მაღალი სიჩქარის ინტერნეტითა და აბაზანის სრული აქსესუარებით.

კომპლექსი სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილასაა – ერეკლე II-ის სასახლიდან სულ რაღაც 3.9 კმ-ში, წინანდლის მუზეუმიდან 5 კმ-ში, ხოლო გრემის ციხესიმაგრიდან 20 კმ-ში მდებარეობს, რაც მას იდეალურ წერტილად აქცევს კახეთის აღმოსაჩენად.
ჰამო მუხრანი • HAMEAU MUKHRAN
Hameau Mukhraniმცხეთა-მთიანეთში, ულამაზეს მუხრანში, ვენახებითა და ბუნებით გარშემორტყმული მყუდრო ბუტიკ-სასტუმროა.
სასტუმროს 18-ვე ოთახი ხის, თიხისა და ბუნებრივი მასალების გამოყენებითაა შექმნილი, რაც მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. თითოეულ ოთახს აქვს აივანი, კონდიციონერი და უფასო Wi-Fi.
სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ სპა და ველნეს-ცენტრში, ისარგებლონ საუნით, ორთქლის აბაზანითა და ჯაკუზით, ან დრო გაატარონ წიგნებით სავსე მშვიდ მისაღებში. განსაკუთრებით სასიამოვნო განწყობას შექმნის უხვი საუზმე ახლადგამომცხვარი კრუასანებით.
“ჰამო მუხრანის” მთავარი უპირატესობა მისი განსაკუთრებული მდებარეობაა - სასტუმრო რამდენიმე წუთის სავალზეა შატო მუხრანისგან, სადაც ხელმისაწვდომია ღვინის მარნის ტურები და დეგუსტაციები. ახლომდებარეა ასევე მცხეთის ისტორიული ძეგლები - სვეტიცხოვლის ტაძარი და ჯვრის მონასტერი.

Hotel Mestia Inn მესტიის ცენტრში, ზემო სვანეთის მთებით გარშემორტყმული თანამედროვე სასტუმროა. სასტუმროს აქვს სხვადასხვა ტიპის ოთახი, მათ შორის ოჯახების, წყვილებისა და მეგობრების ჯგუფისთვის შესაბამისი. თითოეული მათგანიდან კი იშლება მთებისა და ცნობილი სვანური კოშკების ხედი.
სასტუმროს განსაკუთრებული ხიბლი მისი რესტორანია - მე-5 სართულზე განთავსებული 360-გრადუსიანი ტერასა-რესტორანი და ბარი, საიდანაც იშლება შუა საუკუნეების ქვის კოშკების ხედი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი და ევროპული სამზარეულო, საუზმეზე კი - ახლადგამომცხვარი ნამცხვრები, ყველი და ხილი.
მესტია იდეალური ამოსავალი წერტილია სვანეთის გასაცნობად - სასტუმრო სთავაზობს ერთდღიან ტურებს პროფესიონალ მძღოლებთან ერთად, ასევე ტრანსფერს ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში. ფეხით სავალზეა ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.
