გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge-მ "ბიზნეს სამიტი მერიტო 2024-ის" მონაწილეები საგზურებით დაასაჩუქრა

Hotsale.ge-მ "ბიზნეს სამიტი მერიტო 2024-ის" მონაწილეები საგზურებით დაასაჩუქრა

9942

Hotsale.ge ბიზ­ნე­სის აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას აგ­რძე­ლებს. ამ­ჯე­რად და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში „ბიზ­ნეს სა­მი­ტი მე­რი­ტო 2024-ის“ პარტნი­ო­რი იყო.

 

სა­მი­ტის და­სას­რულს Hotsale.ge-მ გა­მარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­თა­მა­შე­ბა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­საც გა­და­ე­ცათ სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის საგ­ზუ­რე­ბი:

 

სას­ტუმ­რო კუნ­ძუ­ლი • HOTEL KUNDZULI

სას­ტუმ­რო „კუნ­ძუ­ლი“—კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, ილი­ას ტბა­ზე მდე­ბა­რე­ობს. უნი­კა­ლუ­რი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც 9 მყუდ­რო და ელე­გან­ტურ კო­ტეჯს აერ­თი­ა­ნებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რი­თა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სით. Ინტე­რი­ე­რის დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი, ფე­რე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სა­ხა­სი­ა­თო სტილს სძენს სას­ტუმ­როს და მიმ­ზიდ­ველ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის ვი­ზი­ტო­რე­ბის­თვის.

 

 

სას­ტუმ­რო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია დე­ლუქს, ერთ ან ორ ოთა­ხი­ა­ნი ნომ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს სამ­ზა­რე­უ­ლოს, მო­სას­ვე­ნე­ბელ­და სა­ა­ბა­ზა­ნო სივ­რცე­ებს. კომ­პლექ­სი სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლია ტექ­ნი­კი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე ავე­ჯით და იდე­ა­ლურ პი­რო­ბებს ქმნის, რო­გორ­ცმოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი ბიზ­ნეს ვი­ზი­ტე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის­თვის.

 

ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მოს ქმნის და ილი­ას ტბის პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით ტკბო­ბა სტუ­მარს ნე­ბის­მი­ე­რი ნომ­რი­დან შე­უძ­ლია.

 

კას­ტე­ლო მარე • Castello Mare

"ალბა კას­ტე­ლო მარე • Campus Alba Castello Mare" ბუ­ნებ­რივ მწვა­ნე გა­რე­მოც­ვა­ში ჩაფ­ლუ­ლი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც გახ­სნის დღი­დან­ვე იპყრობს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით, იდე­ა­ლუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­თა და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლით.

 

კას­ტე­ლო მარე ცი­ხის­ძირ­ში მდე­ბა­რე­ობს, სულ რა­ღაც 17 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით ბა­თუ­მი­დან და სტუმ­რებს სთა­ვა­ზობს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, და­ის­ვე­ნონ ზღვის, ცის და აჭა­რის ბუ­ნე­ბის მშვე­ნი­ერ გა­რე­მოც­ვა­ში. კომ­პლექსში შე­დის 110 სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ნო­მე­რი - სტან­დარ­ტუ­ლი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო ლუქ­სამ­დე. ყო­ვე­ლი ნომ­რი­დან იშ­ლე­ბა სა­ო­ცა­რი ხედი ზღვა­ზე. "ალბა კას­ტე­ლო მარე • Campus Alba Castello Mare" აერ­თი­ა­ნებს დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს. აქ არის რო­გორც ღია, ისე და­ხუ­რუ­ლი აუ­ზე­ბი, სპა ცხე­ლი ზო­ნით, თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი, ჩოგ­ბურ­თი­სა და კა­ლათ­ბურ­თის მო­ედ­ნე­ბი, ბი­ლი­არ­დი, მა­გი­დის ტე­ნი­სი, კი­ნო­თე­ატ­რი და რამ­დე­ნი­მე რეს­ტო­რა­ნი.

 

“წყალ­ტუ­ბო ეპიკ სას­ტუმ­რო და სპა • TSKALTUBO EPIC HOTEL & SPA”

მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სი "წყალ­ტუ­ბო ეპიკ სას­ტუმ­რო და სპა • TSKALTUBO EPIC HOTEL & SPA" მდე­ბა­რე­ობს იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვი­ლი­შორ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლის, პრო­მე­თეს მღვი­მის მიმ­დე­ბა­რედ. “წყალ­ტუ­ბო ეპიკ სას­ტუმ­რო და სპა” იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის უდი­დე­სი კომ­პლექ­სია, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რია სრულ­ყო­ფი­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის.

გარ­და ამი­სა, კომ­პლექ­სი სრულ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს ბიზ­ნეს­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

 

 

“მე­რი­ტო” წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და და სხვა­დას­ხვა სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ნეთ­ვორ­ქინგ აქ­ტი­ვო­ბა და მათი სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დე­ო­ბა გა­ი­მარ­თა წი­ნან­დლის სას­ტუმ­რო “რე­დი­სონ ქო­ლექ­შენ­ში”.

 

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია სპი­კე­რი, ტრე­ნე­რი და ბესთსე­ლე­რი წიგ­ნე­ბის (“Positive Impact” და “Crisis? Let's Beat it!”) ავ­ტო­რი მა­იკლ ვი­რარ­დი, რო­მელ­მაც ქარ­თველ აუ­დი­ტო­რი­ას მო­უყ­ვა „სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნი­კებ­ზე გუნ­დის სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად”. პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია HR აუთ­სორ­სინ­გუ­ლი კომ­პა­ნია "One Point", რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებს უზ­რუნ­ველ­ყოფს ბიზ­ნეს ინ­დუსტრი­ა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი HR პრაქ­ტი­კე­ბი­თა და გა­და­წყვე­ტე­ბით.

 

Hotsale.ge-ს შე­სა­ხებ: და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში Hotsale.ge ყო­ველ­წლი­უ­რად ერ­თვე­ბა მთა­ვარ ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და მხარს უჭერს აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. Hotsale.ge 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ზოგ­ვას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­გან: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.