გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge HR ბიზნეს სამიტის 2026-ის მხარდამჭერი იყო - ტრადიციული პრიზები და სიახლეები კომპანიისგან

Hotsale.ge HR ბიზნეს სამიტის 2026-ის მხარდამჭერი იყო - ტრადიციული პრიზები და სიახლეები კომპანიისგან

2

Hotsale.ge ტრა­დი­ცი­უ­ლად, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი HR მოვ­ლე­ნის - HR ბიზ­ნეს სა­მი­ტის მხარ­დამ­ჭე­რი იყო. 2026 წლის ღო­ნის­ძი­ე­ბა, 7 მა­ისს, “მო­სა­ვა­ლი ივენთ ჰოლ­ში” გა­ი­მარ­თა და მი­ე­ძღვნა ტა­ლან­ტე­ბი­სა და შთა­გო­ნე­ბის თე­მას.

 

წელ­საც, ერთი იდე­ის გარ­შე­მო შე­იკ­რიბ­ნენ წამ­ყვა­ნი HR ლი­დე­რე­ბი, ექ­სპერ­ტე­ბი და ტოპ-მე­ნე­ჯე­რე­ბი.Hotsale.ge რო­გორც ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი და ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და­ნა­ზო­გე­ბის პლატ­ფორ­მა იყო იქ, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბი და და­დე­ბი­თი გან­წყო­ბაა. კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც წლე­ბია მომ­ხმა­რებ­ლებ­სა და პარტნი­ო­რებს სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­სა და და­უ­ვი­წყარ გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბა შექ­მნა, სი­ურპრი­ზე­ბი­სა და გა­თა­მა­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში და­სა­ჩუქრდნენ ისე­თი 6 პრე­მი­უმ კლა­სის სას­ტუმ­როს ვა­უ­ჩე­რე­ბით, რო­გო­რი­ცაა:

 

ახალ­ცი­ხე ინნ • AKHALTSIKHE INN

თუ ეძებთ ად­გილს, სა­დაც ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტი, თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­თე­ტი­კა და მეს­ხე­თის მდი­და­რი ის­ტო­რია ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­თი­ან­დე­ბა, „ახალ­ცი­ხე ინნ“ თქვენს მო­ლო­დი­ნებს ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლებს. სას­ტუმ­რო სტუმ­რებს სთა­ვა­ზობს მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბას, მი­ნი­მა­ლის­ტურ დი­ზა­ინს კომ­ფორტთან სრულ სი­ნერ­გი­ა­ში და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლუ­რად არის მორ­გე­ბუ­ლი რო­გორც დას­ვე­ნე­ბის­თვის, ისე საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტის­თვის.

 

კომ­პლექ­სის Wellness & Spa ზონა ნამ­დვი­ლი გან­ტვირ­თვის სივ­რცეა — აქ დაგ­ხვდე­ბათ დიდი და­ხუ­რუ­ლი აუზი, ფი­ნუ­რი სა­უ­ნა, ორ­თქლის ოთა­ხი, მა­სა­ჟის კა­ბი­ნე­ტე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი.

გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის რეს­ტო­რა­ნი “ზე­და­შე” გთა­ვა­ზობთ ქარ­თულ-ევ­რო­პულ კომ­ბი­ნი­რე­ბულ მე­ნი­უს, რო­მე­ლიც გამ­დიდ­რე­ბუ­ლია მეს­ხუ­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და ავ­თენ­ტუ­რი გე­მო­ე­ბით.

სას­ტუმ­როს მდე­ბა­რე­ო­ბა იდე­ა­ლუ­რია რე­გი­ო­ნის აღ­მო­სა­ჩე­ნად — ლე­გენ­და­რუ­ლი რა­ბა­თის ციხე, სა­ფა­რას მო­ნას­ტე­რი და ვარ­ძი­ის უნი­კა­ლუ­რი კომ­პლექ­სი სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის სა­ვალ­ზეა, რაც თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას ახალ­ცი­ხე­ში კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­დავს გახ­დის.

 

 

ლიც რე­ზორ­ტი • LITZ RESORT

კვა­რი­ა­თის მთა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 370 მეტრზე მდე­ბა­რე „Litz Resort“ თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ბუ­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სინ­თე­ზია. 16-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა სტუმ­რებს ზღვი­სა და აჭა­რის მთე­ბის შთამ­ბეჭ­დავ პა­ნო­რა­მულ ხე­დებს, უმაღ­ლე­სი კლა­სის სპა მომ­სა­ხუ­რე­ბას, დე­ტოქს-პროგ­რა­მებ­სა და გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობს. სას­ტუმ­რო ნამ­დვილ გას­ტრო­ნო­მი­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბას ქმნის თა­ვი­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბით: პა­ნო­რა­მუ­ლი რეს­ტორ­ნით - „ზეცა“, ევ­რო­პუ­ლი „ლე­მი­ჟი­თა“ და ტრა­დი­ცი­უ­ლი „მა­რა­ნით“. დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია კი­ნო­თე­ატ­რი, ბო­უ­ლინ­გი, ბი­ლი­არ­დი და უნი­კა­ლუ­რი ას­ტრო ობ­სერ­ვა­ტო­რი. აქ თი­თო­ე­ულ დამ­სვე­ნე­ბელს და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ელო­დე­ბა.

 

 

 

„მთის კუ­რორ­ტი გან­თი­ა­დი • MOUNTAIN RESORT GANTIADI“

 

თბი­ლი­სი­დან სულ რა­ღაც 2.5 სა­ა­თის სა­ვალ­ზე, ულა­მა­ზეს ცემ­ში მდე­ბა­რე „მთის კუ­რორ­ტი გან­თი­ა­დი“ იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია რო­გორც შა­ბათ-კვი­რის, ასე­ვე ხან­გრძლი­ვი სა­ო­ჯა­ხო დას­ვე­ნე­ბის­თვის. 4 ჰექ­ტარ­ზე გაშ­ლი­ლი კომ­პლექ­სი სტუმ­რებს 70 კომ­ფორ­ტულ ნო­მერს, ღია სა­ცუ­რაო აუზს, სპა­სა და სა­უ­ნას სთა­ვა­ზობს. სას­ტუმ­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ჯან­საღ კვე­ბას, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით მზად­დე­ბა. კუ­რორ­ტის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მისი უნი­კა­ლუ­რი მთის ჰა­ე­რი და გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოა. აქ ყვე­ლა­ფე­რია ოჯა­ხუ­რი გარ­თო­ბის­თვის: გი­გან­ტუ­რი ჭად­რა­კი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი თუ ფეხ­ბურ­თი, ხოლო ძი­ძის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყო­ფი სა­ბავ­შვო სივ­რცე მშობ­ლებს სრუ­ლი გან­ტვირ­თვი­სა და სიმ­შვი­დის გა­რან­ტი­ას აძ­ლევს.

 

 

„ეს­კი­ზი თე­ლა­ვი / ESQUISSE TELAVI“

კა­ხე­თის გულ­ში მდე­ბა­რე ბუ­ტი­კის ტი­პის დი­ზა­ინ-სას­ტუმ­რო „ეს­კი­ზი თე­ლა­ვი“ XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი სა­ლო­ნუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. სას­ტუმ­როს 57 დახ­ვე­წი­ლი ნო­მე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ხელ­ნა­კე­თი ტექ­სტი­ლით - „სუ­ზა­ნი­თაა“ გა­ფორ­მე­ბუ­ლი. კომ­პლექ­სის მთა­ვა­რი მშვე­ნე­ბა 21-მეტ­რი­ა­ნი გარე აუ­ზია, რო­მელ­საც ულა­მა­ზე­სი ბაღი, და­ხუ­რუ­ლი სა­ცუ­რაო აუზი და SPA ცენ­ტრი ავ­სებს, სა­დაც ასე­ვე უნი­კა­ლურ ღვი­ნის პრო­დუქ­ტებს და­ა­გე­მოვ­ნებთ.

 

სტუმ­რებს აქ ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რეს­ტო­რა­ნი (ქარ­თუ­ლი „ფი­უ­ჟე­ნი“ და ტრა­დი­ცი­უ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო), ბიბ­ლი­ო­თე­კა და ძვე­ლი მა­რა­ნი ხვდე­ბათ, სა­დაც კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა. გარ­და ამი­სა, სას­ტუმ­რო ფლობს დიდ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­სა და ამ­ფი­ტე­ატრს, რაც მას იდე­ა­ლურ ად­გი­ლად აქ­ცევს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის.

 

 

„ვა­რი­ა­ნის რან­ჩო / VARIANI RANCH“

 

“ვა­რი­ა­ნის რან­ჩო / VARIANI RANCH“ – მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე ქა­ლაქთან ახ­ლოს და ქა­ლა­ქის ხმა­უ­რის­გან საკ­მა­რი­სად შორს.

57 კო­ტე­ჯი, სხვა­დას­ხვა გან­თავ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უამ­რა­ვი და­მა­ტე­ბი­თი სერ­ვი­სი ერთ სივ­რცე­ში.

რან­ჩოს ფერ­მა, ცხე­ნე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბა, სა­თევ­ზაო სივ­რცე, ბარ­ბე­ქიუ ზონა, რეს­ტო­რა­ნი, ივენთ სივ­რცე­ე­ბი, ბარი, რო­მე­ლიც 24/7 ზე მუ­შა­ობს. ერთი თერ­მო და მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ზო­მის აუზი, თა­მა­შე­ბის ოთა­ხი.

რან­ჩო ვა­რი­ა­ნი ქმნის უნი­კა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბას, რან­ჩოს თე­მა­ტი­კი­თა და სერ­ვი­სე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბი­სათ­ვის ისე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი მა­გის­თა­ნე­ბი­სათ­ვის.

 

 

„წყალ­ტუ­ბო ეპიკ სას­ტუმ­რო და სპა / TSKALTUBO EPIC HOTEL & SPA“

პრო­მე­თეს მღვი­მი­დან სულ რა­ღაც 12 წუ­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე „წყალ­ტუ­ბო ეპიკ სას­ტუმ­რო და სპა“, იმე­რე­თის რე­გი­ო­ნის უდი­დე­სი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პლექ­სია. სას­ტუმ­რო გთა­ვა­ზობთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და კომ­ფორ­ტულ სა­ო­ჯა­ხო ნომ­რებს ბა­ღის ხე­დით. კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ სე­ზო­ნუ­რი გარე აუზი, ფიტ­ნეს ცენ­ტრი და უმაღ­ლე­სი კლა­სის სპა სივ­რცე სა­უ­ნით, ორ­თქლის ოთა­ხი­თა და ცხე­ლი აბა­ზა­ნით. ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­უ­ლი რეს­ტო­რა­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­ნი­უ­თი, სა­ავ­ტო­რო კერ­ძე­ბი­თა და კოქ­ტე­ი­ლე­ბით მას­პინ­ძლობს მომ­სვლე­ლებს. ქუ­თა­ი­სის აე­რო­პორტთან სი­ახ­ლო­ვე და გა­მორ­ჩე­უ­ლი სერ­ვი­სი ამ ად­გილს სა­უ­კე­თე­სო მი­მარ­თუ­ლე­ბად აქ­ცევს, რე­გი­ო­ნის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

 

 

„პარკ ჰო­ტელ წი­ნან­და­ლი • PARK HOTEL TSINANDALI“

 

ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ის­ტო­რი­უ­ლი მა­მუ­ლი­სა და ას­წლო­ვა­ნი პარ­კის მიმ­დე­ბა­რედ, „პარკ ჰო­ტელ წი­ნან­და­ლი“ უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლია ახალ­გაზ­რდუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­სა და აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის. ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის, თა­მარ ვა­ლიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი დახ­ვე­წი­ლი ლოფ­ტის სტი­ლის დი­ზა­ი­ნი იდე­ა­ლუ­რად ერ­წყმის წი­ნან­დლის ჯა­დოს­ნურ პე­ი­ზა­ჟებ­სა და ახალ­გაზ­რდულ ენერ­გი­ას. სას­ტუმ­რო გა­მო­ირ­ჩე­ვა თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ვი­ზი­ტო­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სით და სტუმ­რებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სთა­ვა­ზობს და­უ­ვი­წყარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს. აქ დას­ვე­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია მათ­თვის, ვი­საც ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე, კულ­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და ცო­ცხა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ატ­მოს­ფე­რო ერთ სივ­რცე­ში სურს.