გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

  • რაჭა - ონი, ამბროლაური
  • რაჭა - ონი, ამბროლაური
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge "შესყიდვების კონფერენცია 2024-ის" სპონსორი გახდა

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა Hotsale.ge "შესყიდვების კონფერენცია 2024-ის" სპონსორი გახდა

11790

29 ნო­ემ­ბერს რი­გით მე­ო­რე "შეს­ყიდ­ვე­ბის კონ­ფე­რენ­ცია 2024" კომ­პა­ნია "მარ­ტი­ვი შეს­ყიდ­ვე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. სას­ტუმ­რო The Biltmore Hotel Tbilisi-ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სი­ახ­ლე­ებ­ზე, ინო­ვა­ცი­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე ისა­უბ­რეს. კონ­ფე­რენ­ცი­ის ერთ-ერთი სპონ­სო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­ზო­გე­ბის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი პლატ­ფორ­მა Hotsale.ge გახ­ლდათ.

 

"შეს­ყიდ­ვე­ბის კონ­ფე­რენ­ცია 2024-ს” 200-ზე მეტი სტუ­მა­რი და­ეს­წრო. მათ შო­რის იყ­ვნენ: შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი, ლო­გის­ტი­კის და სა­წყო­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, შეს­ყიდ­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი, კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­ნე­ჯმენ­ტის სხვა­დას­ხვა რგო­ლი­დან.

 

ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ორ­მა Hotsale.ge-მ სტუმ­რებს ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუქ­რე­ბი მო­უმ­ზა­და და გა­დას­ცა საგ­ზუ­რე­ბის შემ­დეგ სას­ტუმ­რო­ებ­ში:

 

ფოს­ტა მეს­ტია • HOTEL POSTA MESTIA

სას­ტუმ­რო მდე­ბა­რე­ობს მეს­ტი­ის ცენ­ტრში, სე­ტის მო­ე­დან­ზე. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სას­ტუმ­რო­ში დარ­ჩე­ნი­სას შეძ­ლებთ მარ­ტი­ვად მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ად­გი­ლობ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი. მისი დი­ზა­ი­ნი ერ­წყმის სვა­ნუ­რი სტი­ლის ტრა­დი­ცი­ულ ელე­მენ­ტებს და თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტე­რი­ერს, რაც დამ­სვე­ნებ­ლებს სიმ­ყუდ­რო­ვი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რის შეგ­რძნე­ბას სთა­ვა­ზობს. აქ­ვეა რეს­ტო­რა­ნი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ა­გე­მოვ­ნოთ სვა­ნუ­რი კერ­ძე­ბი და ბარი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ ცხე­ლი სას­მე­ლე­ბი ზამ­თრის ცივ სა­ღა­მო­ებ­ზე.

 

"ფოს­ტა მეს­ტია • HOTEL POSTA MESTIA”-ს კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს და­ხუ­რულ აუზს და სა­უ­ნა­საც, რაც დღის აქ­ტი­ვო­ბე­ბის შემ­დეგ შე­სა­ნიშ­ნა­ვი გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

 

 

ვი­ნე­არ­დი • VINEYARD HOTEL & WINE CELLAR

სას­ტუმ­რო “ვი­ნე­არ­დი” მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ სო­ფელ ნა­ფა­რე­ულ­ში მდი­ნა­რე ლო­პო­ტას ხე­ო­ბა­ში. სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი უკვე სამი წე­ლია აქ­ტი­უ­რად მას­პინ­ძლობს, რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ქარ­თველ დამ­სვე­ნე­ბელს.

“ვი­ნე­არ­დში” გან­თავ­სე­ბუ­ლია 11 კომ­ფორ­ტუ­ლი ნო­მე­რი, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­ტა­ლით. სას­ტუმ­რო­ში სულ შე­საძ­ლე­ბე­ლია 29 სტუმ­რის გან­თავ­სე­ბა.

თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ად­გილ­ზე ისარ­გებ­ლოთ: ღია აუ­ზით, ღია და და­ხუ­რუ­ლი სა­რეს­ტორ­ნო სივ­რცით, ღვი­ნის მარ­ნით, სა­დაც იწარ­მო­ე­ბა ოთხი სა­ხე­ო­ბის ღვი­ნო. სას­ტუმ­რო ასე­ვე მო­ი­ცავს სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ კა­ხურ კუ­თხეს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­ტერკლა­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

 

 

შატო არ­თვა­ი­ნი • CHATEAU ARTWINE

“შატო არ­თვა­ი­ნი” გახ­ლავთ უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი, სა­დაც გა­და­ჭი­მუ­ლია უკი­დე­გა­ნო სივ­რცე, ვე­ნა­ხე­ბი და გა­რე­მო, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რა­სა და ბუ­ნე­ბას­თან გვა­ახ­ლო­ებს. აქ შე­იგ­რძნობთ ყუ­რძენ­ში ჩა­ძი­რუ­ლი მზის მადლს და, რა თქმა უნდა, კა­ხუ­რი პურ­მა­რი­ლის გე­მოს − უგემ­რი­ე­ლეს კერ­ძებს, დე­დას პურს, ყველს, მწვადს და, რაც მთა­ვა­რია, ხე­ლოვ­ნე­ბამ­დე აყ­ვა­ნილ ურ­თი­ერ­თო­ბას.

 

სას­ტუმ­რო არის 4 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი და მო­ი­ცავს 32 ნო­მერს. თი­თო­ე­უ­ლი ნო­მე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რით. აივ­ნე­ბი­დან კი შე­საძ­ლე­ბე­ლია დატ­კბეთ კავ­კა­სი­ო­ნის მთე­ბის და ვე­ნა­ხე­ბის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით.

 

სას­ტუმ­რო აერ­თი­ა­ნებს: მა­რანს, რეს­ტო­რანს და ტე­რა­სას, ბარს, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად აღ­ჭურ­ვილ სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზს, ღია სა­ცუ­რაო აუზს, და სა­უ­ნას.

 

ად­გილ­ზე იწარ­მო­ე­ბა უნი­კა­ლუ­რი ღვი­ნო „შატო ართ ვა­ი­ნი“, რო­მე­ლიც ექ­სკლუ­ზი­უ­რად სას­ტუმ­როს დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს მა­რა­ნი, რო­მე­ლიც იდე­ა­ლუ­რია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მას­ტერკლა­სე­ბი­სა თუ ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის­თვის.

 

„შატო ართ ვა­ი­ნის” მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვაა. სწო­რედ ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ჯან­სა­ღი, ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შერ­ჩე­ვას და უნი­კა­ლუ­რი გე­მო­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას სას­ტუმ­როს სტუმ­რე­ბის­თვის.

 

 

Hotsale.ge-ს შე­სა­ხებ: და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში Hotsale.ge ყო­ველ­წლი­უ­რად მთა­ვარ ბიზ­ნეს და ტექ­ნო­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ერ­თვე­ბა და სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას უჭერს მხარს.

 

Hotsale.ge 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ზოგ­ვას მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან. მათ შო­რი­საა სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.