-
კატეგორია
-
დუბაი
-
უბანი
-
კატეგორია
-
დუბაი
-
უბანი
როგორ ვიზრუნოთ თმაზე, რათა ის ლამაზი და ჯანმრთელი იყოს
ალბათ, თქვენ გიცდიათ ბუნებრივი/მცენარეული შამპუნების გამოყენება, მაგრამ მათ, თქვენთვის უარყოფითი შთაბეჭდილება დაუტოვიათ:
მაგალითად: ა) ის ცუდად ქაფთება; ბ) მალე ილევა; გ) ტოვებს დაუბანელი თმის შეგრძნებას; დ) ართულებს თმის დავარცხნის პროცესს. იმას თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ თმაზე სწორად, გავათავისუფლოთ იგი ყოველდღიური მტვრისა და თავის კანის სეკრეციისგან, ქვემოთ გიამბობთ.
ხშირმა თავის დაბანამ შესაძლოა თმის გაშრობა და მტვრევადობა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, მშრალი თმის ხშირად დაბანა არ არის მიზანშეწონილი.
იმისათვის, რომ ავირიდოთ თმის გამოშრობა: დაბანამდე მსუბუქად შეიზილეთ თმის ძირებში სხვადასხვა მცენარეული ზეთები (ამ მიზნისათვის შესანიშნავია აკადამიის ზეთი, ზეითუნის ზეთი weleda–ს ზეთი) ან კეფირი. ეს ხელს შეუწყობს თმის დამცავი ფენის შექმნას, რომელიც შეინარჩუნებს და ხელს შეუშლის სასარგებლო ნივთიერებების ჩამობანას.
ღამის განმავლობაში, შეგიძლიათ მეტად უფრო ცხიმიანი ეთერზეთების, ნიღბების გამოყენება. მაგალითად, ჩემი ფავორიტია - ქოქოსის კარაქი. ის არაჩვეულებრივად კვებავს თმას, ხდის მას მეტად მბზინვარესა და ჯანმრთელს. ვიზუალურად ზრდის თმის მოცულობას, ანიჭებს მას ძალას.
მაშ ასე, კარგად დაივარცხნეთ თმა, წაისვით კარაქი თმის მთელს სიგრძეზე, მხოლოდ ნუ გამოიყენებთ მას ძირებში, რადგან მგრძნობიარე კანის მქონე კატეგორიისათვის, პროდუქტის ხანგრძლივი კონტაქტი კანთან არ არის სასურველი. ნუ შეიფუთავთ თავს სხვადასხვა საშუალებებით ან დაიფარებთ ქუდს - მიეცით კანს, თავისუფალი სუნთქვის საშუალება. მხოლოდ არ დაგავიწყდეთ პირსახოცი: განათავსეთ იგი ბალიშზე ისე, რომ არ გაგიცხიმიანოთ ბალიშის ზედაპირი.
თუ ასეთი ღამეული პროცედურის შემდეგ, თმა კარგად არ იბანება და ცხიმიანობის შეგრძნებას გიტოვებთ, გამოიყენეთ მცენარეული შამპუნი - ცხიმიანი თმისთვის.
- ჩამოიბანეთ თმა მინერალური წყლით:
ყოველი დაბანის შემდეგ, ჩამოიბანეთ თმა მინერალური წყლით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონიანი წყალი ან ვაშლის ძმარი. ეს მიანიჭებს თქვენს თმას ჰაეროვნებასა და სირბილეს.
- ატენიანეთ და კვებეთ თმა ისეთი პროდუქტებით, რომელთა ჩამობანა საჭირო არ არის.
თმის დაბანის შემდეგ, გირჩევთ თმის ძირებისთვის სხვადასხვა ყვავილთა ნაყენების გამოიყენებას. შეარჩიეთ ჰიდროლიტები თმის ტიპისა და ფერის მიხედვით. მშრალი და ღია ფერის თმისთვის შესაფერისია გვირილისა და ნეროლის ჰიდროლიტები. მუქისთვის კი - ვარდის, ლავანდის, სალბის და ნეროლის ჰიდროლიტები.
ასევე გირჩევთ ყოველდღიურად მსუბუქი ზეთების გამოყენებას, რომლებიც დაუყოვნებლივ შეიწოვება და არ დატოვებენ ცხიმიან ბზინვარებას. მაგალითად: მაკადამიას ზეთი იდეალურია ყველა ტიპის თმისათვის, განსაკუთრებით კი მშრალისა და დაზიანებულისათვის. წაისვით საჭირო რაოდენობის აღმდგენი ზეთი სველ ან მშრალ თმაზე, თანაბრად გადაანა წილეთ მთელს სიგრძეზე და გაიჩერეთ მანამ, სანამ მთლიანად არ შეიწოვება.
რაც შეეხება მშრალ და მტვრევად ბოლოებს: წაისვით ნატურალური ცვილი ან ცხიმიანი ზეთები. ცვილი ქმნის თხელ დამცავ ფენას, ზეთები კი კვებავენ თმის ღერს და ხელს უშლიან მის მტვრევადობას.
- იზრუნეთ თქვენს თმაზე დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაშიც თქვენს თმას სჭირდება არანაკლები ზრუნვა. მას მუდმივად სჭირდება დატენიანება. თმაზე რეგულარული მინერალური ან სტრუქტურული წყლის შეპკურებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ტენიანობის დეფიციტის შევსებას.
მითი: თუ შამპუნი კარგად ქაფთება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კარგად ჩამობანს და ძირფესვეულად ასუფთავებს, როგორც თმას, ასევე თავის კანს. ჩვენ, ყველამ, კარგად ვიცით, რომ ,,ქიმია” აშრობს და აზიანებს თმას. გამოიყენეთ ბუნებრივი თმის მოვლის საშუალებები. გახსოვდეთ, რომ სწორი თმის მოვლა მოიცავს არა მხოლოდ სხვადასხვა სახის შამპუნებისა და მკვებავების გამოყენებას, არამედ თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის პროდუქტები.
მაგალითად:
კარგად შეიზილეთ თმასა და მის ძირებზე კეფირი, არაჟანი ან იოგურტი, ხოლო 5-10 წუთის შემდეგ, საფუძვლიანად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რძის პროდუქტების მოხმარების შემდეგ, თმა ხდება მეტად რბილი, დამყოლი, აბრეშუმისებრი და მბზინავი.
- მიეცით თმასა და კანს დრო, შეეჩვიოს ნატურალურ პროდუქტებს.
ნატურალური შამპუნების გამოყენებისას შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ თმა არ არის კარგად დაბანილი. შამპუნის ნაგავში გადაგდებას ნუ იჩქარებთ.
პირველ რიგში, მსგავსი ვითარება იმის მაჩვენებელია, რომ კანი და თმა დარჩა ქიმიური ფენისა და ნივთიერებების გარეშე, რაც ქმნის იმ არაჩვეულებრივ მბზინვარე ეფექტს. მაგრამ ამ ძალიან მბზინავი თმის ქვეშ, კანი რეალურად ვერ სუნთქავს, ამასთან უფრო ხშირ დაბანასაც მოითხოვს. მეორეც, კანს დრო სჭირდება იმისათვის, რომ შეეჩვიოს ნატურალურ პროდუქტებს. ასე რომ, გაუძელით ამ პერიოდს - "ადაპტაციისთვის" საჭიროა 2-4 კვირა. “გვერდითი” ეფექტის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ბუნებრივი შამპუნი ცხიმიანი თმისთვის.
- იკვებეთ სწორად!
ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ თმის მოვლის ძირითადი წესები არა მხოლოდ სხვადასხვა სახის ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს მოიცავს, არამედ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თქვენი „მენიუა“. ჯანმრთელი თმისთვის საჭიროა არა მხოლოდ გარეგანი ზრუნვა, არამედ შინაგანიც, რაც გულისხმობს დაბალანსებულ კვებას. ასე რომ, თმის სტრუქტურის აღსადგენად და გასაუმჯობესებლად, თქვენ უნდა მიიღოთ საკმარისი ცხიმოვანი მჟავები, A და E ვიტამინები, რომლებიც ბევრია მაგალითად თევზში, კაკალში, ხილსა და ბოსტნეულში. და აუცილებლად სვით საჭირო რაოდენობის წყალი (სასურველია დღეში 1, 500 ლ.)!