-
Kатегория
-
აბასთუმანი
-
Раион
-
Kатегория
-
აბასთუმანი
-
უბანი
Welcome to Georgia-ს რჩეული შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის - Hotsale.ge წლის გამარჯვებულად დასახელდა
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების - Welcome to Georgia გამარჯვებულებს შორის პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის Hotsale.ge დაჯილდოვდა.
კომპანიამ 10-წლიანი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შიდა ტურიზმის განვითარებას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. გასულ წელს კომპანიამ სასტუმროების 32 000 ჯავშნის კოდი გაყიდა, რამაც ბიზნესს 1 მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა, მომხმარებელს კი ნახევარი მილიონი დააზოგვინა. რიცხვები შთამბეჭდავია წელსაც.
29 დეკემბერს Hotsale.ge 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს მრგვალ თარიღთან დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. რა გზა გაიარა ყველაზე მასშტაბურმა დანაზოგების პლატფორმამ განვითარების გზაზე და რა სიახლეებს დანერგავს უახლოეს მომავალში, ამის შესახებ Hotsale.ge-ის დირექტორს თათული ზაკალაშვილს ვესაუბრეთ.
რა გზა გაიარა Hotsale.ge-მ დაარსების დღიდან, რა იყო მისი მთავარი გამოწვევები და როგორ შეძლო ასობით ათასი ლოიალური მომხმარებლის შეძენა?
მე Hotsale.ge-ის პირველი თანამშრომელი ვარ და თამამად შემიძლია, რომ მისი განვითარების ყველა საფეხურის შესახებ დეტალურად ვისაუბრო, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ ჩვენი ბაზარზე შემოსვლისას მთავარი გამოწვევა იყო კონკურენცია და კონკურენტები, რომელთაც ექსკლუზიური შეთავაზებები ჰქონდათ, თუმცა ჩვენ მათ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყება მალევე შევძელით. თავდაპირველად, ჩვენი გუნდი სულ 3 თანამშრომლისგან შედგებოდა, თუმცა გულმოდგინედ მუშაობის შედეგად, ამ ფონზე ბევრი რამის მიღწევა შევძელით.
განვითარებისა და თავის დამკვიდრების პროცესს ბევრი წელი დასჭირდა, დავიმატეთ კადრები, დავნერგეთ ხარისხის მართვის სამსახური და მარკეტინგის კუთხით კიდევ უფრო გავძლიერდით.
ხარისხის მართვამ Hotsale-ის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა. თითოეულ აქციას დეტალურად ვამოწმებდით, სერვისის ან პროდუქტის მიღების შემდეგ მომხმარებელთან ვრეკავდით და ვარკვევდით, რამდენად კმაყოფილი იყო მომსახურებით და რამეს ხომ არ შეცვლიდა? თუ მივხვდებოდით, რომ ბიზნესისგან არ იყო კეთილსინდისიერად თანამშრომლობის მზაობა, მასთან პარტნიორობას ვწყვეტდით. ჩვენი გულმოდგინე მუშობის შედეგად ბაზარზე გაბერილი ფასების პოლიტიკა დაინგრა, ვებგვერდზე განთავსებულ ხარისხიან სერვისსა და მომსახურებას კი მომხმარებელი მნიშვნელოვანი დანაზოგებით იღებს. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი წარმატება.
მიუხედავად რთული პანდემიური მდგომარეობისა, Hotsale.ge-მ ვებგვერდი მნიშვნელოვნად განაახლა და ახალი სერვისები დანერგა. როგორ დაეხმარა ეს როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს?
დაახლოებით ორი წლის წინ დავნერგეთ ყველა ბანკის განვადების სერვისი, რაც მომხმარებელს ორმაგი სარგებლის მიღების შესაძლებლობას აძლევს: შეიძინოს პროდუქტი ან სერვისი 50-70%-იანი დანაზოგით და ისარგებლოს განვადებით. ახალმა სერვისმა გაყიდვების დინამიკაზე დადებითად იმოქმედა.
გარდა ამისა, მომხმარებელს ბოლო პერიოდში Mastercard-თან ერთად წარვუდგინეთ სასიამოვნო სიახლე: სერვისების ნაწილში, უკვე დანაზოგით განთავსებულ შეთავაზებაზე Mastercard-ით ანგარიშსწორებისას დამატებით 30%-იანი დანაზოგით ისარგებლებთ.
ვფიქრობ, ამგვარი მართლაც გრანდიოზული და რეალური შეთავაზებების გაკეთების საშუალებამ მოგვცა, მომხმარებლისთვის სანდო კომპანიად ჩამოვყალიბებულიყავით და ბიზნესისთვის კი ყველაზე საჭირო პარტნიორად.
რაც შეეხება Welcome to Georgia-ს დაჯილდოებას, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა Hotsale.ge-ის ასეთი აღიარება?
ჯილდოს მისაღებად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მომხმარებლის აღიარება: თავდაპირველად, ხალხი აძლევდა ხმას, შემდეგ კი ჟიური იღებდა გადაწყვეტილებას, ეკუთვნოდა თუ არა კონკრეტულ კომპანიას ჯილდო.
საბოლოოდ, მომხმარებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, მივიღეთ Welcome to Georgia-ს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, როგორც საუკეთესო პლატფორმამ პიარისა და მარკეტინგული კამპანიების კუთხით, რომელმაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი.
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა პანდემიის გამო ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სწორედ ამ პერიოდში მოახერხა Hotsale.ge-მ, დაახლოებით 1500 პარტნიორ კომპანიასთან გაეფორმებინა კონტრაქტი და ასობით სასტუმროს ნომრები დაგვეტვირთა.
სასტუმროების ჯავშნის ნომრების გაყიდვის დინამიკა წელს კიდევ უფრო მზარდია: კომპანიებმა დაახლოებით 28 000 ჯავშნის კოდი გაყიდეს, ჩვენი დახმარებით, დაახლოებით, 1 200 000 ლარი გამოიმუშავეს, მომხმარებელმა კი 600 000 ლარი დაზოგა. ეს რიცხვები მხოლოდ სასტუმროების ნაწილში გვაქვს.
რა როლს ასრულებს Hotsale.ge დანაზოგების სტიმულირებასა და ბიზნესის წარმატებაში გასული 10 წლის განმავლობაში?
მოგეხსენებათ, დღეს სერვისებისა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია. ჩვენც სწორება გავაკეთეთ სწორედ იმაზე, რომ მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მრავალფეროვანი შეთავაზებები გვქონოდა. მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვყიდით ფასდაკლებულ პროდუქციას, ჩვენ ვართ დანაზოგების პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მაღალი ხარისხის პროდუქტი მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინო. დროთა განმავლობაში კი ეს კულტურა გიყალიბდება და მეტი თანხა გრჩება სხვა საჭიროებებისთვის, რაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, Hotsale.ge არის ელექტრონული კომერციის მძლავრი პლატფორმა, რომელზეც ბიზნესს შეუძლია განათავსოს სერვისებისა და პროდუქციის სრული ასორტიმენტი. ჩვენ პრაქტიკულად ყველა ბიზნესის პრომოციას ვუწყობთ ხელს. გარდა იმისა, რომ გვყავს ვებგვერდის ასობით ათასი უნიკალური მომხმარებელი, რომელიც თქვენს პროდუქციას ნახულობს, კონკრეტული კომპანიის შეთავაზებები გაგვაქვს ჩვენს ნახევარმილიონიან „ფეისბუქის“ გვერდზე. ასევე, კომპანიის შეთავაზებები იმეილ მარკეტინგის მეშვეობით ეგზავნება დაახლოებით 150 000 გამომწერს, რაც, დამეთანხმებით, პოპულარიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია.
ამჟამად, სულ 3 000 აქტიური პარტნიორი კომპანია გვყავს და ამ დროისთვის ვებგვერდზე 2 000-მდე აქცია განთავსებული.
საინტერესოა, როგორი პერსპექტივით უყურებთ „ჰოთსეილის“ განვითარებას? რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
ვერ ვიტყოდი, რომ გასული ორი წელი ბიზნესისთვის საუკეთესო იყო, რადგან ერთ დღესაც გავიღვიძეთ და პრაქტიკულად, სერვისების გარეშე დავრჩით. მიუხედავად ამისა, ახალმა რეალობამ ხედვა შეგვიცვალა და სხვა ბიზნესის კეთებაც გვასწავლა. მაგალითად, წელს ჩვენ დავნერგეთ ჯავშნის სისტემა და ეს არ ეხება მხოლოდ სასტუმროებს. აღნიშნული ფუნქციონალი ყველა ნაწილშია წარმოდგენილი.
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სასტუმროების მთელი სპექტრი გადმოვაწყოთ ჯავშნის ამგვარ სისტემაზე, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. როგორ მუშაობს სისტემა? - ირჩევ შენთვის სასურველ თარიღს და არ გიწევს კომპანიასთან იმის დაზუსტება, აქვს თუ არა თავისუფალი ადგილი. ეს კომფორტი მომხმარებლისთვის შევუქმენით და ბიზნესსაც დაეხმარება გაყიდვების სტიმულირებაში.
გარდა ამისა, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი სიახლე: Hotsale.ge 29 დეკემბერს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და როგორც ახალ 2022-ს, ისე არსებობის მე-11 წელს აპლიკაციის ჩაშვებით იწყებს. აპლიკაციით სარგებლობას შეძლებენ როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის მომხმარებლებიც. ამასთან, სრულად განახლდება Hotsale.ge-ის ვებგვერდი, გახდება კიდევ უფრო მარტივი, რეპრეზენტაბელური, მოსახერხებელი, დაემატება უფრო მეტი ფუნქციონალი და პროდუქტი და სერვისი.
ვფიქრობთ, მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვის საინტერესო სიახლეებს ვამზადებთ.