გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

თავის მოვლის უნიკალური გზა - კორეული კოსმეტიკა

თავის მოვლის უნიკალური გზა - კორეული კოსმეტიკა

16814

ალბათ, ყოველი ჩვენგანი განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევს თავის მოვლის საშუალებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სახის კანს ეხება. რთულია იპოვო ეფექტური და უვნებელი თავის მოვლის საშუალება, რომელიც ყველა იმ კომპონენტს დააკმაყოფილებს, რაც რეალურად სჭირდება დაბინძურებული ჰაერისა და საკვებისგან დაზიანებულ, გადაღლილ, პრობლემურ კანს.

ბოლო წლების ტენდენციით, მსოფლიო ითხოვს ბუნებრივი ინგრედიენტებით  დამზადებულ კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს. ამ მოთხოვნას კი კორეული კოსმეტიკა ამართლებს.

 

კორეული წარმოების  კოსმეტიკა  და თავის მოვლის საშუალებები 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებითაა დამზადებული, სწორედ ამიტომ გახდა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მოთხოვნადი. აღსანიშნავია, რომ კორეაში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მსგავსი საშუალებების წარმოებას, რადგან კორეელებისთვის დამახასიათებელია მგრძნობიარე კანი, შესაბამისად კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები გამოირჩევა ეფექტურობით, უსაფრთხოებითა და მრავალფეროვნებით. პროდუქტი მორგებულია ყველა სეგმენტისა და ასაკის ადამიანზე.

 

კორეაში კანის მოვლა არ ასოცირდება ფუფუნებასთან. კომპანიებისთვის უპირველესია კმაყოფილი მომხმარებელი, პროდუქციის ხარისხი, შემდეგ კი ფასი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორეელებს მგრძნობიარე კანი აქვთ, ამიტომ კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ ყველაზე ეფექტური და ნაზი ინგრედიენტები. მათი პრუდუქტის ხარისხიანობას კიდევ უფრო აუმჯობესებს მომხმარებლის მოსაზრების მოსმენა, ორმხრივი კომუნიკაცია.

 

წარმოგიდგენთ სპეციალურ შეთავაზებებს განსაკუთრებული კორეული კოსმეტიკის ფართო არჩევანს.

 

 

 SENANA PURE GOLD თვალის მასაჟორი 24K ოქროს ნაწილაკებიანი შრატით

პროდუქტის აღწერილობა:
თვალის მასაჟორი გაჯერებული 24 K ოქროს ნაწილაკებიანი შრატით, შესანიშნავი საშუალებაა ნაოჭებთან და თვალის ირგვლიც წარმოქმნილ სიშავეებთან საბრძოლველად. კვებავს და ატენიანებს კანს. კალმის ფორმის მასაჟორის ბურთულა მოძრაობს 360 გრადუსით, რაც პროდუქტს გულდასმით და თანაბრად ანაწილებს კანზე, ასტიმულებს შრატის სიღრმისეულად შეწოვას. შესაძლებელია მისი გამოყენება ყოველდღიური რუტინის დროს გასუფთავებულ კანზე.

 

 

 

 

SNAIL ლოკოკინის სახის საცხი

პროდუქტის აღწერილობა:
სახის კრემი ლოკოკინის ექსტრაქტით შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის დატენიანებისა და დაბერების ნიშნებთან საბრძოლველად.
ლოკოკინის ლორწოს ექსტრაქტზე დამზადებული საცხი გამოირჩევა:

  • უნიკალური აღმდგენი თვისებებით
  • ხსნის ანთებას
  • აქრობს გამონაყარს
  • ებრძვის მათ ხელახალ წარმოქმნას
  • აღმოფხვრის ლაქებსა და ნაწიბურებს.
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • აჩქარებს მეტაბოლიზმს

 

 

 

 

 

 

BIOAQUA ZOZU ანტიოქსიდანტური შრატი C ვიტამინით

პროდუქტის აღწერილობა:
BIOAQUA უახლესი პროდუქტი ZOZU შრატი ჰიალურონის მჟავის და ვიტამინი C შემცველობით არის ლაქებისა და გამონაყარის მოსაშორებელი, დაბერების საწინააღმდეგო. 

შრატს აქვს:

  • ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი
  • ღრმად აღწევს კანის შიდა შრეებში
  • კურნავს გამომშრალ კანს
  • ეფექტურად აცილებს შავ წერტილებს
  • ებრძვის აკნეს
  • კანს უბრუნებს სიგლუვეს, სიკაშკაშეს, ელასტიურობას
  • ამცირებს ღია ფორებს. 

 

 

 

 

 

 

CUCUMBER BUTTER კიტრის ტანის სკრაბი

პროდუქტის აღწერილობა:
სკრაბი აშორებს დიდი რაოდენობით მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს აკნეს პრევენციას. ამასთანავე, ნებისმიერი პროდუქტის შეწოვა უფრო ჩქარი და ეფექტურია სუფთა და მომზადებულ კანზე. სკრაბი დელიკატურად აშორებს სხეულზე დაგროვებულ მკვდარ უჯრედებს, ასუფთავებს, აგლუვებს, ხდის ერთგვაროვანს და აქვს მატონიზირებელი ეფექტი. ექსფოლიატორები (სკრაბი/გომაჟი/პილინგი) გამოიყენება დაბანილ და გასუფთავებულ კანზე.

 

დაიწყე თავის მოვლა ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საშუალებებით, #ჯერჰოთსეილზენახე და შეხვდი გაზაფხულს მომზადებული!

 

#!#