გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

სიახლე სამედიცინო სფეროში,  ორი წარმატებული კომპანიის Mkurnali.ge  და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnalli.ge!

სიახლე სამედიცინო სფეროში, ორი წარმატებული კომპანიის Mkurnali.ge და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnalli.ge!

15142

დანაზოგის გაკეთება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების დროსაც შესაძლებელია - მედია პორტალის Mkurnali.geს და Hotsale.ge-ს ერთობლივი პროექტი online.mkurnali.ge სწორედ ამას ემსახურება.

ამჟამად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კლინიკებში ვიზიტი, თუნდაც ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, საკმაოდ მოთხოვნადი, თუმცა შედარებით გართულებული პროცესია. ამასთან, ბევრი ჩვენგანი ბუნდოვანი პროგნოზების გამო, მაქსიმალურად უფრთხილდება დანაზოგს და ცდილობს, ფინანსური კრიზისისთვის, (დაუდგება ის თუ არა),  გარკვეული ბიუჯეტიც შექმნას.

რეალურად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება და თანხის დაზოგვა მოსახლეობისთვის გამოწვევას აღარ წარმოადგენს - ახალი ვებ-გვერდის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო.

წლების განმავლობაში, Mkurnali.ge-ზე დასმულ კითხვებს კვალიფიციური ექიმები სრულიად უსასყიდლოდ პასუხობდნენ, რამაც ვებ-გვერდს აღიარება და ნდობა მოუტანა. Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge-დანს თანამშრომლობით შექმნილი Online.mkurnali.ge აღნიშნულ ტრადიციას კიდევ უფრო სრულყოფს და მომხმარებელს მინიმალური ფასის მქონე პრომო კოდის გამოყენებით ცნობილი ექიმების კონსულტაციას სრულიად უფასოდ სთავაზობს. აღნიშნული სერვისის მიღება ვებ-გვერდის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.

Online.mkurnali.ge-ზე წარდგენილია სამედიცინო სერვისების სპეციალური შეთავაზებები, რომელიც 20%-დან 60%-მდე თანხის დაზოგვის საშუალებას მისცემს მის მომხმარებლებს. ვებ-გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს  როგორც ოფთალმოლოგთან, ისე სტომატოლოგთან, დერმატოლოგთან, უროლოგთან, გინეკოლოგთან, ანგიოლოგთან და სხვა მიმართულების სპეციალისტებთან კონსულტაციასა და სამედიცინო მანიპულაციებს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებ-გვერდზე ცალ-ცალკე კატეგორიებად არის დაყოფილი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, რაც ძიების პროცესს უფრო მოსახერხებელს ხდის. მაგალითად, ცალკე არის გამოტანილი ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, კომპლექსური კვლევები, ესთეტიკური მედიცინა. აქვე შეხვდებით სამედიცინო პროდუქციის განყოფილებას, რომელშიც სხვადასხვა სახის აღჭურვილობა (მათ შორის COVID-19-ის მართვისთვის განკუთვნილი) მსხვილი დანაზოგით არის წარმოდგენილი.

პანდემიიდან გამომდინარე, Online.mkurnali.ge-ზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა COVID-19-ის რისკ ჯგუფში მყოფ ან უკვე დადასტურებული პასუხის მქონე პირებს. ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო, მათთვის მნიშვნელოვანია, ბინაზე ხარისხიანი მომსახურება მიიღონ. ვებ-გვერდზე თვალსაჩინოდ არის გამოტანილი COVID-19-თან დაკავშირებული ისეთი სერვისები, როგორიცაა კონსულტაცია, PCR ტესტების ჩატარება, ექოსკოპია ბინაზე მისვლით და სხვა.

„გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ COVID-19-ის მართვის პროცესში და ჩვენს რესურსს ამისთვის მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ვებ-გვერდზე COVID-19-თან დაკავშირებული სერვისები სწორედ ამიტომ წარმოვადგინეთ. გვესმის, რომ პაციენტები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ და მათი ახლობლები განსაკუთრებით ღელავენ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ჩვენი მეშვეობით, ისინი შეძლებენ, მნიშვნელოვანი დანაზოგით, სწრაფად მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება“, - განმარტავენ Online.mkurnali.ge-ს ადმინისტრაციაში.

კითხვების შემთხევაში  Online.mkurnali.ge-ის ადმინისტრაცია მომხმარებლებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.