Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
კოჯორი
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
კოჯორი
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
საუკეთესო მეთოდები, რომლებიც სასურველი წონის მიღწევაში დაგეხმარებათ
ალბათ არაფერია იმაზე უსიამოვნო, როდესაც მთელი მონდომებით ცდილობ წონაში დაკლებას და სასწორის ისარი ჯიუტად დგას ერთსა და იმავე ადგილას. სტატისტიკის თანახმად, დიეტაზე მყოფი ადამიანი ორჯერ ან სამჯერ დგება ამ პრობლემის წინაშე, რომელსაც „წონის გაყინვას“ ეძახიან.
გახდომის წესი მარტივია: თქვენ უნდა მიიღოთ იმაზე ნაკლები კალორია, რასაც დაწვავთ. თუმცა, მხოლოდ დიეტის დაცვით საკმაოდ რთულია სასურველი შედეგის მიღწევა. ეფექტის გასაძლიერებლად და შედეგის დასაჩქარებლად, დიეტასთან ერთად სასურველია გარკვეული ფიზიკური აქტივობაც.
როგორ დავაჩქაროთ წონაში კლების პროცესი და მივაღწიოთ საოცნებო შედეგს მოკლე დროში?
1. აქვააერობიკა

აქვა თერაპია ასტიმულირებს ცხიმების წვას და ძალიან ეფექტურ საშუალებად ითვლება, წონის კორექციისათვის. ასევე, ეფექტურია ცელულიტის მოსაშორებლად და აქვს სამკურნალო თვისებები: ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესს, აღადგენს სხეულის კოორდინაციას, ამაგრებს გულის კუნთებს, არეგულირებს არტერიულ წნევას და რეკომენდებულია ვენების ვარიკოზული დაავადებების დროს. ასევე, სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი, რადგან პროცედურებს პროფესიონალი მეთოდისტი ატარებს. კომპლექსური ვარჯიში წყალში მიმდინარეობს მუსიკის თანხლებით და ქორეოგრაფიული შესრულებით.
2. შარკოს შხაპი და გოგირდის აბაზანები
შარკოს შხაპი 15 წუთიანი პროცედურაა, რომელიც ძალიან ეფექტურია ჭარბი წონის დროს. ის ამაღლებს სხეულის ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ახდენს სხეულის პრობლემური ზონების კორექციას. გოგირდის აბაზანების მიღებას კი გააჩნია უნიკალური თვისება, მინერალური წყლიდან გამოიმუშავება სულფიდები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას.
3. კედრის ფიტო კასრის პროცედურა

კედრის ფიტო კასრის პროცედურა 20 წთ. მიმდინარეობს. ერთი პროცედურა წვავს 500 კილო-კალორიას, რაც უდრის 5 კილომეტრიან გარბენს, ან 45 წუთიან ვარჯიშს სპორტულ დარბაზში. სერთიფიცირებული კედრის კასრის ფიტო პროცედურები ძალიან ეფექტურია, როგორც ცელულიტის საწინააღმდეგოდ, ასევე წონაში დაკლებისათვის. დადებითი შედეგი შეიმჩნევა 1–2 პროცედურის შემდეგ.
ზედმეტი წონისა და ცელულიტისგან გათავისუფლებას საფუძვლად უდევს ტოქსინებისაგან და შლაკებისაგან ორგანიზმის ღრმა გაწმენდა. ტემპერატურის ზემოქმედება აადვილებს კანქვეშ ჩალაგებული ცხიმების დაშლას.
კედრის კასრში მიღებული, ორთქლის პროცედურის კიდევ ერთი და დადასტურებული პოზიტიური ეფექტია ე.წ „ქრონიკული დაღლილობის სინდრომისგან“ გათავისუფლება. იგი ხელს უწყობს ღრმა მოდუნებას და სასიხარულო ჰორმონის – ენდორფინის გამოყოფას.
4. ფიტნესი და სპეციალური ვარჯიშები
ფიტნესი ხელს უწყობს კალორიების დაწვას და ტონუსში მოჰყავს კუნთები. იმისათვის, რომ გახდომის შემდეგ კანი არ ჩამოგეკიდოთ, აუცილებელია ვარჯიში. ეფექტის მისაღებად, აუცილებლად ისარგებლეთ პერსონალური ტრენერის მომსახურებით. ხოლო თუ გარკვეული პრობლემები გაქვთ ხერხემალთან დაკავშირებით, მაშინ სპეციალური ვარჯიშები დაგჭირდებათ.
თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებთ ფიტნეს დარბაზში სიარულს, ვარჯიში სახლის პირობებში, სპეციალური სავარჯიშო საშუალებების გამოყენებითაც შეგიძლიათ, რომლებსაც „ჰოთსეილზე“ სპეციალურ ფასად შეიძენთ.
5. ვაკუუმ მასაჟი, კავიტაციის პროცედურა და პრესო თერაპია

კავიტაცია - არის თანამედროვე აპარატურული პროცედურა, რომელიც მომართულია ცელულიტისა და ცხიმოვანი უჯრედების მოშორებაზე. ესაა ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის ალაგება უოპერაციოდ, მას ასევე უოპერაციო ლიპოსაქციას უწოდებენ. ცხიმოვან ქსოვილზე მოქმედებისას ცხიმოვან უჯრედებში წარმოიქმნება ჰაეროვანი ბუშტუკები, იზრდება მოცულობაში, სკდება და გამოდევნის ცხიმს ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით. კავიტაცია აბსოლუტურად უმტკივნეულოა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.
აპარატურული ვაკუუმ მასაჟი - სასურველია კავიტაციის პროცედურის შემდგომ, რადგან იგი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს კანქვეშა ქსოვილებში, ასევე აჩქარებს ლიმფოდრენაჟს და კავიტაციით დაშლილ ცხიმის უჯრედებს ეხმარება სხეულიდან სწრაფ გამოდევნაში. ვაკუუმ მასაჟი ეფექტურად გამოიყენება სხულის გამკვრივებისა და მოდელირებისთვის.
პრესოთერაპია - ესაა ქსოვილებზე შეკუმშული ჰაერით პულსირებული, გარდამავალი და დოზირებული ზეწოლა, რომელიც სპეციალური სამოსით გადაეცემა კანს, კუნთებს, ვენურ და ლიმფურ სადინარებს. ამცირებს ჰიპოქსიას და უჯრედშორისი სითხის შეგუბებას კანქვეშა ქსოვილებში, აგრეთვე მოქმედებს უკვე არსებულ ცელულიტზე - ხდება ფიბროზული ქსოვილის და ცხიმოვანი უჯრედების დაშლა, ალაგება და ამ ადგილებში ნივთიერებათა ცვლის აღდგენა.
დარწმუნდით, რომ ნამდვილად იმაზე მეტ კალორიას ხარჯავთ, ვიდრე იღებთ. სასურველი სერვისის საუკეთესო ფასად მისაღებად კი აუცილებლად ესტუმრეთ დაზოგვის პლატფორმას hotsale.ge.
სხვა სტატიები
Exploring Tskaltubo: Georgia's Hidden Thermal Paradise
Nestled in the lush landscapes of western Georgia lies Tskaltubo, a historic spa town that's slowly recapturing the attention of adventurous travelers. This hidden gem, with its distinctive architecture and healing thermal waters, offers a fascinatin...
განაგრძე კითხვა
10112
დასვენება, გართობა და გაჯანსაღება ერთ სივრცეში - Hotsale.ge-სა და PARK HOTEL TSKALTUBO-ს ერთობლივი შეთავაზება
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge-სა და პარკ ჰოთელ წყალტუბო • PARK HOTEL TSKALTUBO-ს პარტნიორობით, სასტუმროში დასვენება ყველაზე ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი...
განაგრძე კითხვა
16243
Exploring the Charms of Guria: A Travel Guide
Located in western Georgia, the picturesque region of Guria is an enchanting destination brimming with natural beauty, rich cultural heritage, and a laid-back atmosphere. Known for its lush landscapes, historic sites, and warm hospitality, Guria is a...
განაგრძე კითხვა
28115
ინექციური პროცედურები - გზა სილამაზისკენ ქირურგიული ჩარევის გარეშე
ადამიანები სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით. ყოველთვის ვცდილობთ, განვვითარდეთ, ვისწავლოთ, შევცვალოთ ჩვენი გარემო უკეთესობისკენ, მივიღოთ სიახლეები. ერთხმად ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნე ინოვაციურია ყველა მიმართულებით - სინათლის სისცწაფით იცვლება, ვით...
განაგრძე კითხვა
22745
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
17 აპრილს, სასტუმრო „ჯინჯერში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, „საქართველოს პრო ბონო ქსელისა“ და მათი პარტნიორების რიგით მეხუთე “პრო ბონო მარათონი” გაიმართა. &...
განაგრძე კითხვა
16959
Hotsale.ge-სა და "არია რესორტ&სპა • ARIA RESORT&SPA"-ის მეგობრობა
Hotsale.ge და პრემიუმ კლასის სასტუმრო არია რესორტ&სპა • ARIA RESORT&SPA წელებია აქტიურად თანამშრომლობენ და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ დაისვენონ წყალტუბოში, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასტუმროში, რაც მთავარია ყველ...
განაგრძე კითხვა
16038