გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

როგორ დავისვენოთ სვანეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად – სასტუმრო  “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” საუკეთესო შეთავაზებით Hotsale.ge-ისგან

როგორ დავისვენოთ სვანეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად – სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” საუკეთესო შეთავაზებით Hotsale.ge-ისგან

714

სვანეთი ზამთარში უნიკალური ადგილია აქტიური დასვენებისა და საოცარი ბუნებით აღსავსე თავგადასავლებისთვის. თუ კომფორტული და ხელმისაწვდომი დასვენება გსურთ, მესტიაში მდებარე სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” შესანიშნავი არჩევანია

სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე,, ცნობილია თავისი უნიკალური კულტურით, ისტორიული მემკვიდრეობითა და განსაცვიფრებელი ბუნებით. ეს მაღალმთიანი მხარე ავთენტური გამოცდილებისა და დაუვიწყარი თავგადასავლების მოყვარულთათვის იდეალური ადგილია. სვანეთის კულტურა და ისტორია მდიდარია უძველესი ტაძრებით, კოშკებითა და მუზეუმებით, რომლებიც ასახავენ რეგიონის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. მესტია, სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, საუკეთესო ადგილია ამ მემკვიდრეობის გასაცნობად.

სვანეთი ზამთარში განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. კავკასიონის ქედთან სიახლოვის გამო, ზამთრის სეზონი ამ მხარეში გამოირჩევა დიდთოვლობითა და დაბალი ტემპერატურებით, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ზამთრის სპორტისა და კურორტების მოყვარულთათვის.

 

10 საუკეთესო ადგილი ზემო სვანეთში | Georgian Travel Guide

 

მესტია და მისი გარშემო მდებარე კურორტები, როგორიცაა თეთნულდი და ჰაწვალი, ზამთარში განსაკუთრებით პოპულარულია. მოთხილამურეებისთვის და ალპინისტებისთვის ეს რეგიონი შესანიშნავი არჩევანია სხვადასხვა სირთულის მქონე სასრიალო ტრასებისა და მწვერვალების დასაპყრობად. 

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და სთავაზობს 5 სასრიალო ტრასას, რაც დამწყებთათვისაც და პროფესიონალთათვისაც შესაფერისია. აქ არის ორი საბაგირო და ღამის სრიალის შესაძლებლობა, რაც სეზონისა და ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. 

თეთნულდი, რომელიც მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი სასრიალო ტრასებით გამოირჩევა. მისი სიმაღლე მერყეობს 2260-დან 3160 მეტრამდე, რაც უზრუნველყოფს თოვლის კარგ ხარისხსა და სრიალის ხანგრძლივ სეზონს.

 

მესტიის (ჰაწვალი/თეთნულდი) სათხილამურო სეზონის აბონემენტები

 

სვანეთში მოგზაურობისას თუ გსურთ ბიუჯეტურად და კომფორტულად დაისვენოთ, სასტუმრო "ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” იდეალური არჩევანია. სასტუმრო მდებარეობს მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შეძლებთ მარტივად მიაღწიოთ და მოინახულოთ მესტიის მუზეუმი, სვანური კოშკები და სხვა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები, ასევე სწრაფად მიაღწიოთ ჰაწვალისა და თეთნულდის სათხილამურო ტრასებს.

 

Gallery image of this property

 

სასტუმროს ნომრებში შექმნილია კომფორტული და მყუდრო გარემო, რაც უზრუნველყოფს თქვენს სრულფასოვან დასვენებას. ოთახებში განთავსებულია კომფორტული საწოლები, ცენტრალური გათბობა და უფასო Wi-Fi. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ნომრებიდან გადაშლილი ულამაზესი ხედები.

 

 

სასტუმროს დიზაინი ერწყმის სვანური სტილის ტრადიციულ ელემენტებს და თანამედროვე ინტერიერს, რაც დამსვენებლებს სიმყუდროვისა და ადგილობრივი კულტურის შეგრძნებას სთავაზობს. აქვეა რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ სვანური კერძები და ბარი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ცხელი სასმელები ზამთრის ცივ საღამოებზე.

 

 

გარდა ამისა, "ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” გთავაზობთ დამატებით კომფორტს, როგორიცაა დახურული აუზი და საუნა, რაც დღის აქტივობების შემდეგ შესანიშნავი განტვირთვის საშუალებაა. სასტუმროს პერსონალი გამოირჩევა ყურადღებითა და გულწრფელი სტუმართმასპინძლობით, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

 

Hotel Posta, Mestia (updated prices 2025)

 

"ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA”  იდეალურია როგორც ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს მშვიდი დასვენება სვანეთის მთიან ბუნებაში