Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
ცხვარიჭამია
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ცხვარიჭამია
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი

რა სიახლეებსა და დანაზოგს გვთავაზობს Hotsale.ge 2024 წლის ზაფხულში
დასვენებისა და გართობის სეზონი უდავოდ ზაფხულია. ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ დროს მოგზაურობს ქვეყნის შიგნითა თუ საზღვრებს გარეთ და მუდმივად საინტერესო შეთავაზებების ძებნაშია. დანაზოგების მასტიმულირებელი ყველაზე დიდი პლატფორმა Hotsale.ge კი მომხმარებლებს 400-ზე მეტ განთავსების ობიექტს მართლაც გამორჩეული დანაზოგით სთავაზობს. კომპანიის დირექტორი თათული ზაკალაშვილი ზაფხულის სეზონის სიახლეებზე გვიყვება.
თქვენი კომპანიისთვის ზაფხული განსაკუთრებულად აქტიურია. რით გამოირჩევა Hotsale.ge-ს მიმდინარე შეთავაზებები?
ზაფხული ჩვენი პლატფორმისთვის მართლაც განსაკუთრებულია. ამჟამად Hotsale.ge-ზე ნახავთ 400-ზე მეტ განთავსების ობიექტს, რომლებიც მოიცავს როგორც პრემიუმ, ისე სტანდარტული კლასის სასტუმროებს ზღვისპირეთში, კახეთში, ბაკურიანსა და სხვა რეგიონებში.
გეტყვით, რომ მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ჩვენი პლატფორმის საშუალებით 2000-მდე ჯავშანი გაიყიდა. მეორე მხრივ, 2024 წლის ივნისში ტურიზმის კატეგორიაში ჯავშნების მაჩვენებელი 53%-ით აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ხარისხიანი შეთავაზებები მივაწოდოთ, რათა მათ შეძლონ სასურველი სასტუმროს არჩევა და მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება. სწორედ ამიტომ არის ასეთი მაღალი სტაბილური ზრდა ჩვენს შეთავაზებებზე.
ჩვენი გუნდი სხვადასხვა აქტივობით ზრუნავს პარტნიორი კომპანიების პოპულარობისა და წარმატების ზრდაზე. ამ ეტაპზე Hotsale.ge-ს ერთგული პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Castello Mare Hotel & Wellness Resort, „ავერსის კლინიკა“, „სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL“, „ვილა მოსავალი • VILLA MOSAVALI“, „ორბი ჯგუფი“ და სხვები.
ჩვენს ვებგვერდს ყოველთვიურად 320 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, რაც ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო იზრდება
როგორ ახერხებთ მომხმარებლებისთვის მუდმივად რჩეული შეთავაზებებისა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას?
მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. პლატფორმა კომფორტულია მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისით, ჯავშნის პროცესი კი - მარტივი. ჩვენი გუნდი მუდმივად ავითარებს ბრენდს, პროდუქტს და პლატფორმას, რათა მომხმარებლებმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ.
გვაქვს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე აპლიკაცია. სასტუმროში მისული სტუმარი QR კოდით მარტივად შეძლებს შეთავაზების გააქტიურებას. გვაქვს ჯავშნის სისტემა, მომხმარებელი სასტუმროსთან დამატებთ კომუნიკაციის გარეშე, ჩვენივე საიტიდან შეძლებს სასურველი ნომრის, სასურველ თარიღში დაჯავშნას.
როგორია მომხმარებლების უკუკავშირი თქვენი სერვისის მიმართ? როგორ ზომავთ მათი კმაყოფილების ხარისხს?
ჩვენთვის მომხმარებლების უკუკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წელია, შევქმენით მომხმარებელზე ზრუნვის სამსახური, რომელიც კვლევებს ატარებს როგორც ონლაინ, ასევე სატელეფონო გამოკითხვების მეშვეობით. ყოველკვირეულად ვიღებთ უკუკავშირს 1000 მომხმარებლისგან, რაც თვეში 4000 გამოკითხვას უდრის. ამის შემდეგ ვატარებთ კონსულტაციებს კომპანიებთან და საჭიროების შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციებს. ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს პლატფორმაზე მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურების მქონე კომპანიებია წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებლებს?
2024 წელს სრული დატვირთვით მუშაობს ჩვენი აპლიკაცია. ბოლო 3 თვის მონაცემებით, დაგვემატა 45000 ახალი იუზერი. ჩვენი გათვლებით, ეს მაჩვენებელი შემოდგომაზე 100000-ს მიაღწევს. მუდმივად ვავითარებთ ჩვენს პლატფორმას, ყოველთვის ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს და ვპასუხობთ მათ სურვილებსა და გამოწვევებს. ბევრი სასიამოვნო სიახლე გელით მომავალშიც.
მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი შეფასებები და უკუკავშირი ჩვენი გუნდისთვის მოტივაციაა, რომ გავაგრძელოთ განვითარების გზაზე სიარული და მომხმარებლებს საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ.
სხვა სტატიები
.png)
ბურგერი თუ სუში - კერძები, რომელიც მეგობრებთან შეხვედრას უფრო სასიამოვნოს ხდის
Hotsale.ge-ზე განთავსებულმა კვების ობიექტებმა სპეციალურად ახალგაზრდებითვის არაერთი შეთავაზება შექმნეს. შეთავაზებების ფარგლებში სტუდენტები თუ მოსწავლეები საიტზე შეიძენენ ჯავშანს და კონკრეტულ კაფესა თუ ბარში გემრიელად მიირთმევენ, ისე რომ ზედმ...
განაგრძე კითხვა
27906
.jpg)
აღმოაჩინე წყალტუბო
მწვანეში ჩაფლული კურორტი წყალტუბო ლამაზი ბაღებით, ხეივნებითა და სამკურნალო წყაროებით გამოირჩევა. იმერეთის ამ საამაყო მხარეში ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში სახლობდა, რასაც უძველესი ნამოსახლარები ადასტურებს. წყალტუბოს ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძი...
განაგრძე კითხვა
5855

Discover the Magic of Kazbegi: A Journey Through Northern Georgia
Kazbegi, also known as Stepantsminda, is a gem nestled in the northern part of Georgia, surrounded by the grandeur of the Caucasus Mountains. This picturesque region offers a blend of natural beauty, historical significance, and cultural richness tha...
განაგრძე კითხვა
15726

სად დავისვენოთ საყვარელ ადამიანთან ერთად შაბათ-კვირას 200 ლარად
პანდემიისგან გამოწვეულმა სტრესმა და ეკონომიურმა პრობლემებმა, ალბათ, ბევრ თქვენგანს დაავიწყა, რომ ზოგჯერ შესვენება საჭიროა, თუნდაც მხოლოდ შაბათ-კვირას. და მაინც რატომ არის დასვენება საჭირო? ის აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გვეხმარება დავარეგულიროთ...
განაგრძე კითხვა
16603

Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის ახალი სეზონის პირველი თამაშის გამარჯვებულ გუნდს საჩუქრები გადასცა
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ბიზნესლიგის ახალი სეზონის გახსნითი თამაშის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა. სეზონის გახსნითი თამაში პარასკევს, 20 სექტემბერს 19:30-ზე Courtyard by Marriott Tbilisi-ს ბოლრუმში გაი...
განაგრძე კითხვა
12129