Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Сурами
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Сурами
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
.jpg)
პირველი ირლანდიური პაბი თბილისში
თბილისში 1997 წელს, ბევრისთვის საყვარელ და ნოსტალგიურ თუმცა ბნელ პერიოდში, ე.წ 90-იანებში, როცა ჯერ კიდევ უშუქობა იყო, ქალაქში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი პაბი რომელსაც ,,ნალი’’ დაარქვეს.
ის იყო იმ პერიოდის ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც სანთლის მქრქალი შუქისა და გენერატორის ხმაურის მიუხედავად, ყველა კარგ და სასიამოვნო დროს ატარებდა. როგორც მაშინ, დღესაც, ,,ნალი’’ არის სივრცე, რომელსაც სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი დღემდე სტუმრობს.
თავდაპირველად პაბი საკმაოდ პატარა იყო, თუმცა წლების განმავლობაში გაფართოვდა და დაიხვეწა. მალევე მას, 1999-ში, ამავე წელს ჩამოყალიბებული ბენდი ,,ნალი’’ შეუერთდა, სხვა მრავალ ახალბედა ბენდთან და მომღერალთან ერთად, რომლებიც მსმენელს, დახვეწილ და გემოვნებიან ცოცხალ მუსიკას - როკენროლის, ქანთრის და ბლუზის სტილში დღემდე სთავაზობს.
პაბი მალევე იქცა უცხოელი სტუმრების საყვარელ ადგილად. ვიზიტორები პაბს უმეტესად ბრიტანეთიდან და ამერიკიდან სტუმრობდნენ, თუმცა პაბში გვხვდება კუპიურების კუთხე, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრის კუპიურას სამახსოვროდ ინახავს, თავისი ხელწერილებით, მოწოდებებით და ისტორიებით.
სტუმრები ,,ნალი’’-ში გემოვნებიანი მუსიკის, მრავალფეროვანი კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის უგემრიელესი ირლანდიური ლუდის, ,,გინესის’’ დასაგემოვნებლად დადიოდნენ და დღესაც დადიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ პაბში არსებული ინვენტარი დღემდე ინარჩუნებს პირვანდელ სახეს, რაც თითქოს დროში გვამოგზაურებს.
ნალის ატმოსფერო შექმნილია სიყვარულით და დეტალებისადმი ყურადღებით, ის არის იდეალური ადგილი წვეულებებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის ან უბრალოდ განტვირთვისთვის. მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო, ბევრს ახსენებს თავის სტუდენტობის პერიოდს, რომელიც უამრავ ცნობილ სახეს მსახიობებს თუ პოლიტიკოსებს სწორედ აქ აქვთ გატარებული. ხელის თხოვნები, მხიარულება, არაერთი ბედნიერი მოგონება ახსოვთ სტუმრებს. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ პაბში დღემდე იგრძნობა წლების წინანდელი მუხტი, ჯანსაღი და მეგობრული გარემო, რომელიც დღესდღეობით ასეთი მნიშვნელოვანია.
პაბი “ნალი სთეიჯ პაბი • NALI STAGE PUB” დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმის, Hotsale.ge-ის პარტნიორია, ამ მეგობრობის საფუძველზე კი მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 30%-მდე დანაზოგით სხვადასხვა შეთავაზებებზე
სხვა სტატიები

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იშოპინგო ჰოთსეილზე
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინტერნეტი ძალიან ღრმად შემოიჭრა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და სერიოზული გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ვამყარებთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, როგორ ვმუშაობთ და როგორ ვშოპინგობთ. ონლაინ შოპინგს ბევრი უპირატესობა აქვს...
განაგრძე კითხვა
12079

იცით თუ არა, რა არის Hotsale.ge -ს ჯანმრთელობის ბარათი?
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტი - ჯანმრთელობის ბარათი. რომელიც შეიქმა იმისათვის, რომ თქვენ - ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა, მიიღოთ ძალიან საჭირო, სამედიცინო სერვისები გაერთიანებული ერთ ჯანმრთელობის ბარათში და რაც მთავარია დაზოგოთ თანხები ჭკვიანუ...
განაგრძე კითხვა
14075

ზაფხულის სეზონზე გაყიდული 65 000 ჯავშანი და უფრო მეტი დანაზოგი საშემოდგომო სეზონისთვის - Hotsale.ge ტურისტულ სეზონს აჯამებს
1000-მდე სასტუმრო და 65 000 ჯავშანი, საერთო ჯამში დაზოგილი 1 მილიონამდე ლარი და მიღებული მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების 98%-იანი მაჩვენებელი - სწორედ ამ ციფრებით აჯამებს 2020 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს საქართველოში კომპანია Hotsale.ge. რ...
განაგრძე კითხვა
13025