Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Kатегория
-
Батуми
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
მარტყოფი
-
Сазано
-
Kатегория
-
Батуми
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
მარტყოფი
-
Сазано
რა როლი აქვს ფაზლს ბავშვის განვითარების პროცესში?
მშობლების უმეტესობამ იცის, რომ ბავშვის სათამაშოებისა და გასართობი საშუალებების მრავალფეროვან „რეპერტუარში“ ფაზლის ჩართვა მათი განვითარების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს, თუმცა ბევრმა არ იცის, კონკრეტულად რა პროცესებზეა საუბარი- დიახ, ფაზლის აწყობის სახალისო პროცესი ბავშვებში ერთდროულად რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნარ- ჩვევის განვითარების სტიმულირებას ახდენს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავსატეხის სირთულე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით იყოს შერჩეული, რათა არც ზედმეტად მარტივი და მოსაწყენი იყოს ბავშვისთვის და არც ზედმეტად რთული.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ფაზლის აწყობის პროცესში, კუნთების შეთანხმებულად მოძრაობის უნარის-კოორდინაციის განვითარების გზით ყალიბდება მნიშვნელოვანი სენსორულ- მოტორული უნარები, მათ შორის თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი და რასაკვირველია ვითარდება ბავშვის შემეცნებითი უნარები- მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; თავსატეხის წარმატებით ამოხსნის შემდეგ მაღლდება ბავშვის თვითშეფასება, ის ხდება უფრო მეტად თავდაჯერებული- სწავლობს ნდობას საკუთარი თავისადმი.
რაც შეეხება შემეცნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებას, ფაზლის აწყობისას ბავშვი ეჩვევა საკუთარი ადგილის სივრცეში აღქმას, ასევე აგროვებს დაკვირვებებს ცალკეული ობიექტების ურთიერთკავშირის შესახებ, სწავლობს ცალკეული ნაწილების ფერისა და ფორმის მიხედვით გაანალიზებას და მათი ერთმანეთთან დაკავშირების სტრატეგიებს; საინტერესოა, რომ მონტესორის სწავლებაზე დაფუძნებული პროგრამები ფართოდ იყენებენ ბიოლოგიის და ზოოლოგიის თემატიკაზე შექმნილ ხის ფაზლებს, რითაც ბავშვებს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობის გზაზე შეუცვლელ დახმარებას უწევენ.
კარგი იქნება, თუკი ფაზლის აწყობას თქვენს პატარასთან ერთად ცდით და წინასწარ ამოარჩევთ ცარიელ ადგილებს, რომელშიც შესაბამისი ნაწილი უნდა ჩაჯდეს, შემდეგ კი ბავშვს შესთავაზებთ ორ შესაძლო ვარიანტს, საიდანაც ის თავის არჩევანს გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ფაზლებს აქვთ არაპირდაპირი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი თქვენი პატარას მეტყველების განვითარებასა და ლექსიკის გამდიდრებაში, რადგანაც თავსატეხის ამოხსნის შემდეგ მათ უჩნდებათ სურვილი დასვან კითხვები და უფროსებისგან მიიღონ პასუხები იმ ობიექტების შესახებ, რომელსაც ისინი ხედავენ მათივე ხელით აწყობილ სურათებში, რაც მათ საბოლოო ჯამში, მეტყველების განვითარებასა და ახალი სიტყვების შესწავლაში ეხმარება. ასევე კარგი იქნება, თუ ფაზლის სურათის აწყობის შემდეგ ბავშვს სთხოვთ ცოტა ხნით შეტრიალდეს და გვიპასუხოს იმ კითხვებზე, რომლებსაც ფაზლის სურათზე მოცემული ობიექტების შესახებ დავუსვამთ, მაგალითად: რა ფერია დინოზავრი? ან რამდენი კნუტია სურათზე? ასეთი კითხვების მეშვეობით ბავშვის მახსოვრობას გაავარჯიშებთ.
სხვა სტატიები
საუკეთესო სასტუმროები ოჯახთან ერთად დასვენებისთვის
Hotsale.ge – საქართველოს წამყვანი ე-კომერციის პლატფორმა უკვე 14 წელია მომხმარებლებს სანდო და მომგებიან ონლაინ შოპინგ გამოცდილებას სთავაზობს. მრავალწლიანმა გამოცდილებამ და ხარისხზე ორიენტირებულმა მიდგომამ Hotsale.ge მყარად დამკვიდრა როგორც ერთ-ე...
განაგრძე კითხვა
21343
დასვენება, გართობა და გაჯანსაღება ერთ სივრცეში - Hotsale.ge-სა და PARK HOTEL TSKALTUBO-ს ერთობლივი შეთავაზება
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge-სა და პარკ ჰოთელ წყალტუბო • PARK HOTEL TSKALTUBO-ს პარტნიორობით, სასტუმროში დასვენება ყველაზე ხელსაყრელი პირობებით არის შესაძლებელი...
განაგრძე კითხვა
26888
როგორ დავისვენოთ სვანეთში კომფორტულად და ბიუჯეტურად – სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” საუკეთესო შეთავაზებით Hotsale.ge-ისგან
სვანეთი ზამთარში უნიკალური ადგილია აქტიური დასვენებისა და საოცარი ბუნებით აღსავსე თავგადასავლებისთვის. თუ კომფორტული და ხელმისაწვდომი დასვენება გსურთ, მესტიაში მდებარე სასტუმრო “ფოსტა მესტია • HOTEL POSTA MESTIA” შესანიშნავი არჩ...
განაგრძე კითხვა
18447
დაისვენე ბათუმის პრემიუმ კლასის სასტუმროში მაღალი დანაზოგით - Hotsale.ge-ისა და სასტუმრო "კაპო ვერდეს" ერთობლივი შეთავაზება
Hotsale.ge აგრძელებს თქვენს საუკეთესო საზაფხულო თავგადასავლებზე ზრუნვას და „კაპო ვერდესთან“ ერთად განსაკუთრებულ პირობე...
განაგრძე კითხვა
42318
Epoque: გემოების ახალი ეპოქა და მყუდრო ტერასა თბილისის ცენტრში
თბილისის ძველ უბნებში სეირნობისას, იქ, სადაც სიმშვიდე და ქალაქის ისტორიული სული ერთმანეთს ხვდება, განსაკუთრებული ადგილი იმალება. Epoque Restaurant & Terrace - ეს არის სივრცე, სადაც კულინარიული ტრადიციები თანამედროვე ელეგანტურობას უერთდება. თუ ეძ...
განაგრძე კითხვა
7731