გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

Hotsale ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

7821

ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით მე-7 ცე­რე­მო­ნია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. წელს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 19 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და. ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის სფე­რო სრუ­ლად მო­იც­ვას და, სა­ბო­ლო­ოდ, ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყოს ხელი. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს 16-კა­ცი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ჯილ­დოს თა­ვი­სი სექ­ტო­რის „ოს­კა­რა­დაც“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

და­ჯილ­დო­ე­ბის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია Hotsale-ია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა. კომ­პა­ნი­ამ გა­ი­მარ­ჯვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო პიარ კამ­პა­ნია ან ბლო­გე­რი ქვეყ­ნის შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­სა­ჭე­რად“. ნო­მი­ნა­ცი­ამ შე­ა­ფა­სა პიარ კამ­პა­ნია, მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი და ბლო­გე­ბი, რო­მელ­მაც პო­ზი­ტი­უ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა დამ­სვე­ნე­ბელ­ზე, უბიძ­გა მათ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის­კენ და ქვეყ­ნის შიდა ტუ­რიზ­მის ამუ­შა­ვე­ბას შე­უ­წყო ხელი.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვია ჯილ­დოს მი­ღე­ბა. წლე­ბია, ენერ­გი­ა­სა და მონ­დო­მე­ბას არ ვი­შუ­რებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ვუ­წყოთ ხელი. ეს ჯილ­დო კი გახ­დე­ბა უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ტო­რი, რომ ჩვე­ნი საქ­მე სა­მო­მავ­ლოდ კი­დევ უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბით ვა­კე­თოთ. შიდა ტუ­რიზ­მი არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც სტუ­მარ­მას­პინ­ძლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ბო­ლო­ოდ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­აქვს. დიდი მად­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ ჩვე­ნი შრო­მა და­ფას­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­თა და ენერ­გი­ით გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და Hotsale-ს დი­რექ­ტორ­მა თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, მათი მი­ზა­ნია, წა­ა­ხა­ლი­სონ ქარ­თუ­ლი ტუ­რიზ­მი­სა და მას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრია, ხელი შე­უ­წყოს ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ბრენ­დე­ბის ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას და უკეთ წარ­მო­ა­ჩი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ ბა­ზარ­ზე. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ნა ჩა­ი­კა აღ­ნიშ­ნავს, რომ ბაზ­რის ყო­ველ­წლი­უ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად ხდე­ბა ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის შექ­მნა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 2011 წელს ჩა­მო­ვე­დი ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზი­ტით. მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო მუდ­მი­ვად ჩემს გო­ნე­ბა­ში იყო. ვხე­დავ­დი, რომ ტუ­რიზ­მი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და და ბაზ­რის აქ­ტო­რე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­ის მი­ცე­მა იყო სა­ჭი­რო. ამ მო­ტი­ვა­ცი­ას კი მათ ჯილ­დო, გა­წე­უ­ლი შრო­მის და­ფა­სე­ბა აძ­ლევს. სა­მო­მავ­ლოდ, პრო­ექ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად ბაზ­რის ანა­ლი­ზის შე­დე­გად ვიკ­ვლევთ, სად არის კონ­კუ­რენ­ცია და შე­სა­ბა­მი­სად, ვად­გენთ ნო­მი­ნა­ცი­ებ­საც. აღ­ნიშ­ნუ­ლით კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდა­საც ვუ­წყობთ ხელს. კონ­კუ­რენ­ცია კი სა­ბო­ლო­ოდ ხა­რისხს ზრდის. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებთ ნო­მი­ნა­ცი­ის და­მა­ტე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ჩა­ი­კამ.

პრო­ექტს დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვს რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის მხრი­დან. პრო­ექ­ტის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია.