გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

hotsale.ge საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული CityThon-ის პარტნიორია

hotsale.ge საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული CityThon-ის პარტნიორია

12649

ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მის „ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ტრანსფორ­მა­ცია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ერ­თობ­ლი­ვი ორ­გა­ნი­ზე­ბით, გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტი CityThon, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან 24 გუნ­დი შე­ირ­ჩა.

გუნ­დის წევ­რე­ბი ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის კრე­ა­ტი­უ­ლად გა­დაჭ­რის გზებს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ჰა­კა­თო­ნის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, 36 სა­ა­თის მან­ძილ­ზე იმუ­შა­ვეს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სა­კი­თხებ­ზე და ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ხედ­ვე­ბი და მიდ­გო­მე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს.

ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლინ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბი Portall და Time Trips, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად (ტუ­რის­ტუ­ლი და სატ­რან­სპორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბა) - ინო­ვა­ცი­ურ და ტექ­ნო­ლო­გი­ურ პრო­დუქ­ტებს და­ამ­ზა­დე­ბენ. ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის მა­გა­ლი­თი გახ­და.

პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად გა­მარ­ჯვე­ბულ გუნ­დებს 5000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯილ­დო გა­და­ე­ცათ.

პრო­ექ­ტის CityThon პე­რი­ოდ­ში, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ორი დღის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­დნენ ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და ინო­ვა­ცი­უ­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სივ­რცე­ში. სა­ბო­ლო­ოდ, ოცი გუნ­დი სა­კუ­თა­რი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ით ჟი­უ­რის წი­ნა­შე წარ­დგა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ გერ­მა­ნი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­ტერ ფი­შე­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ავ­თან­დილ კას­რა­ძე და ქუ­თა­ი­სის მერი იო­სებ ხა­ხა­ლე­იშ­ვი­ლი.

სა­მუ­შაო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა კომ­პა­ნია „ქლე­ვერ­ტონ­მა“ უზ­რუნ­ველ­ყო. პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და კომ­პა­ნია Hotsale.

Hotsale.ge-მ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს სი­ურპრი­ზი და­ახ­ვედ­რა და ერთ-ერთ გუნდს სა­ჩუქ­რად სას­ტუმ­რო ევერგრი­ნი • EVERGREEN HOTEL-ის საგ­ზუ­რი გა­დას­ცა.

სას­ტუმ­რო ბორ­ჯომ­ში, ტყის პი­რას ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან და ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი­დან 5 წუ­თის სა­ვალ გზა­ზე მდე­ბა­რე­ობს. აქვს სამი ორად­გი­ლი­ა­ნი და ერთი სა­მად­გი­ლი­ა­ნი ნო­მე­რი. თი­თო­ე­ულ ნო­მერს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სვე­ლი წერ­ტი­ლი და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი გა­აჩ­ნია კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის.

სტუმ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სას­ტუმ­რო­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია კა­მე­რე­ბი, რო­მე­ლიც 24/7-ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ასე­ვე, აქვს კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ეზო და და­ცუ­ლი სა­პარ­კინ­გე სივ­რცე.

სას­ტუმ­რო ევერგრი­ნი • EVERGREEN HOTEL -ის მე­გობ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იმა­ზე, რომ თი­თო­ე­ულ სტუ­მარს შე­უქ­მნას მშვი­დი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო დას­ვე­ნე­ბის­თვის.