Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Тбилиси
-
Все
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tbilisi
-
Все
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
Hotsale.ge-სა და „პალიტრანიუსის“ გადაცემა „უნდა იცოდე“-ს თანამშრომლობით მომხმარებლებს სიახლეები ელოდებათ
დანაზოგების ყველაზე მასშტაბური ქართული პლატფორმა Hotsale.ge და „პალიტრანიუსის“ გადაცემა „უნდა იცოდე“ ურთიერთთანამშრომლობას იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლები ტურიზმის, სილამაზის, სამედიცინო, ტექნიკის და სხვა სფეროებში არსებულ შეთავაზებებსა და სიახლეებს გაეცნობიან.
პირველ გადაცემაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა თელავში მდებარე ცნობილი სასტუმრო „ზუზუმბო“-ს ინტერიერს, სერვისსა და მის უპირატესობებს და შეეტყო, რა დანაზოგით არის შესაძლებელი აქ დასვენება და გართობა Hotsale.ge-ის მეშვეობით. ყველა სერვისი წამყვანმა საკუთარ თავზე გამოცადა და შემდეგ გამოცდილება მაყურებელს გაუზიარა.
როგორც Hotsale.ge-ის ბრენდ მენეჯერი ლანა ცხადაძე განმარტავს, Hotsale.ge-სთვის ვებგვერდზე წარმოდგენილი ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტურიზმს. ამას ადასტურებს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს მიერ Hotsale.ge-სთვის მინიჭებული ჯილდო ტურიზმის სფეროში პიარისა და მარკეტინგისთვის.
„10 წელია, რაც Hotsale.ge ბაზარზე ფაქტობრივად, უკონკურენტოა და ლიდერ პოზიციას იკავებს. გვყავს 10 000-მდე პარტნიორი კომპანია, რომელთან ერთადაც ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალურად კარგი კომუნიკაცია, სერვისი და ხელმისაწვდომი პირობები შევთავაზოთ. ჩვენთვის მათი კმაყოფილება პრიორიტეტულია.
სხვა სფეროებთან ერთად, ტურიზმის მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ბევრი მომხმარებლისთვის Hotsale.ge დასვენებასთან ასოცირდება და მართლაც, მხოლოდ ტურიზმის სფეროში 1 000-მდე პარტნიორი კომპანია გვყავს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება,“ - განმარტა ლანა ცხადაძემ.
მისივე თქმით, 2022 წლიდან Hotsale.ge განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა: განახლდა ვებგვერდი და შეიქმნა აპლიკაცია, რომლითაც დანაზოგის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გახდა. მიმდინარე წელს დანაზოგების პლატფორმა მომხმარებელს უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს, რის შესახებაც „პალიტრანიუსის“ გადაცემიდან „უნდა იცოდე“ პირველები შეიტყობთ.
პირველი გადაცემის სანახავად გადადით ბმულზე.
სხვა სტატიები
7 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტ...
განაგრძე კითხვა
16322
სიახლე Hotsale.ge-ზე - დამატებით 20%-მდე ფასდაკლება ტექნიკასა და სასტუმროებზე „კრედო ბანკის“ განვადებით სარგებლობისას
ზაფხული განახლებისა და ახალი შენაძენის გაკეთებისთვის საუკეთესო სეზონია. თუ სწორედ ახლა აპირებთ რემონტის დაწყებას ან სახლში ტექნიკა მოგიძველდათ და ძველის ახლით შეცვლა გსურთ, Hotsale.ge და „კრედო ბანკი“ ამისათვის თქვენზე მორგებუ...
განაგრძე კითხვა
30470
გასართობი ცენტრები თბილისში დაუვიწყარი დაბადების დღის გადასახდელად
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად...
განაგრძე კითხვა
28444
აღმოაჩინე წყალტუბო
მწვანეში ჩაფლული კურორტი წყალტუბო ლამაზი ბაღებით, ხეივნებითა და სამკურნალო წყაროებით გამოირჩევა. იმერეთის ამ საამაყო მხარეში ადამიანი ათასწლეულების განმავლობაში სახლობდა, რასაც უძველესი ნამოსახლარები ადასტურებს. წყალტუბოს ტერიტორიაზე ნაპოვნი სპილენძი...
განაგრძე კითხვა
14754
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის გამართლება, ამიტომ კომპანია ხარისხის კონტროლის ახალ ეტაპს იწყებს - ჩვენი წარმომადგენლები პარტნიორ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შემოწმების აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ. დარღვევები...
განაგრძე კითხვა
19406
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
სასტუმრო ბილტმორის ისტორიულ შენობაში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია დამტკიცდა, რაციოს ფინანსური აკადემიისა და რაციო კონსალტინგის ორგანიზებითა და Hotsale.ge-ის სპონსორობით, საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი ჩ...
განაგრძე კითხვა
27095