გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge -  მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიის კმაყოფილების ბალანსის შენარჩუნების 10 წლიანი გამოცდილება

Hotsale.ge - მომხმარებლისა და პარტნიორი კომპანიის კმაყოფილების ბალანსის შენარჩუნების 10 წლიანი გამოცდილება

12663

თითოეულ მომხმარებელთან ინტერაქცია უნიკალური და მნიშვნელოვანია - კომპანიის წარმატებას  მეტწილად, ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს. რამდენად მზარდი და განვითარებადიც არ უნდა იყოს კომპანია, მას პერიოდულად სჭირდება განახლება, სერვისის დახვეწა, გამოწვევებთან გამკლავება და ახლა უკვე ახალ რეალობაზე მორგება.

დღეს,  ელექტრონული კომერციის პლატფორმებს განსაკუთრებით სწრაფ ტემპში განვითარება უწევთ. ის, რაც პირობითად, რამდენიმე თვეში უნდა მოესწროთ, უკვე რამდენიმე კვირის საკითხად იქცა, რადგან ასეთია მომხმარებლის მოთხოვნა და ვინც ამას ვერ ერგება, პრობლემების მორევი სულ უფრო ღრმად ჩაითრევს.

https://online.mkurnali.ge/health/stop-covid-19

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge-ის მაგალითი რომ განვიხილოთ, კომპანია, დაახლოებით 10 წელია, ოპერირებს და ვითარდება, თუმცა არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დამდგარა.

მიდგომა, რომ ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია და თითოეული მათგანის უკმაყოფილებაც კომპანიისთვის გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს, Hotsale.ge-მ დიდი ხანია, დანერგა და სასურველი შედეგიც მიიღო. Hotsale.ge-ში შეიქმნა მომხმარებელზე ზრუნვის დეპარტამენტი, რომელიც ამოწმებს თითოეულ შემთხვევას და ცდილობს, ოპერატიულად აღმოფხვრას ის.

#!#

მსგავსი მიდგომით, Hotsale.ge-ის სერვისი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დეპარტამენტი ზრუნავს, მომხმარებელსა და პარტნიორ კომპანიას შორის ურთიერთობა დახვეწოს. ამასთან, Hotsale.ge-მ დანერგა ერთგვარი ფილტრაციის სისტემა, რომელიც უპასუხისმგებლო კომპანიებისგან იცავს მომხმარებელს და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ხარისხიანი მომსახურების მქონე ბიზნესებს უფრო დიდ აუდიტორიაზე გასვლაში ეხმარება. აღნიშნული ურთიერთობები სამივე მხარისთვის - Hotsale.ge-სთვის, მისი პარტნიორი კომპანიისთვისა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია.

დანაზოგების მასტიმულირებელი პლატფორმა Hotsale.ge ჩამოყალიბდა სანდო, სტაბილურ და მაღალი ხარისხის მომსახურების მქონე კომპანიად, რომელსაც სხვადასხვა პროფილის უმსხვილეს ბიზნესებთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა. აღნიშნული კომპანიების მარკეტინგული ხარჯი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობას წარმოადგენს. მაგალითად, ისეთი კომპანიების პროდუქცია „სუპერი“, „მინისო“ , „თაჩი და მანამო“, „ვესტელი“, „პეპელა“, „ავერსი“ და სხვა, Hotsale.ge-ზე უმსხვილესი დანაზოგით, დამატებითი ხარჯების გარეშეა წარმოდგენილი, რის საშუალებასაც ბევრი სხვა ონლაინ პლატფორმა არ იძლევა.

#!#

ამასთან, დანაზოგების კიდევ უფრო სტიმულირებისთვის, ცოტა ხნის წინ, Hotsale.ge-მ გაითვალისწინა მომხმარებელთა მოთხოვნა და როგორც ტექნიკაზე, ისე დასვენებაზე, თავის მოვლასა და სხვა პროდუქციასა და სერვისებზე ონლაინ განვადების სისტემა აამოქმედა, რომლით სარგებლობაც მარტივად, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი. აღნიშნულმა სერვისმა კომპანიის მომსახურება კიდევ უფრო მოქნილი და მოთხოვნადი გადახადა.

Hotsale.ge-სთვის რებრენდინგის მნიშვნელოვან საფეხურს ასევე, წარმოადგენდა სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პანდემიის პერიოდში ახალი პლატფორმის შექმნაში გამოიხატა: მაღალრეიტინგული პორტალის Mkurnali.ge-სა და Hotsale.ge-ის თანამშრომლობით შეიქმნა ვებ-გვერდი online.mkurnali.ge, რომელიც მომხმარებლებს ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე 80%-მდე დანაზოგს სთავაზობს.

Online.mkurnali.ge-ზე ასევე წარმოდგენილი COVID-19-თან ბრძოლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა, სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქცია, რომლის მიღებაც ასევე, მნიშვნელოვანი დანაზოგითაა შესაძლებელი“, - განმარტავს ვებ-გვერდის ადმინისტრაცია.

როგორც Hotsale.ge-ში აღნიშნავენ, ჩამოთვლილი სიახლეები მხოლოდ დასაწყისია იმისა, რასაც კომპანია მომავალში დანერგავს, მომხმარებლის კმაყოფილებაზე მაქსიმალურად ორიენტირებამ კი როგორც დანაზოგების სტიმულირებას, ისე ვებ-გვერდის სანდოობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

#!#