-
Kатегория
-
Кварели
-
Раион
-
Kатегория
-
Кварели
-
უბანი
Hotsale.ge-მ რიგით III ფინანსური ფორუმის სტუმრებს სპეციალური საჩუქრები გადასცა
2025 წლის 10 ნოემბერს სასტუმრო The Biltmore Tbilisi-ში გაიმართა რიგით III ფინანსური ფორუმი, რომელიც ბუღალტრის პროფესიულ დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ “ბუღალტერთა კლუბი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
ფორუმის მიზანი პროფესიის განვითარება, აღიარება და პოპულარიზაციაა. ღონისძიებამ ბუღალტერიისა და ფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები, ბიზნეს ლიდერები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გააერთიანა. საერთო ჯამში, ფორუმს 150-მდე სტუმარი დაესწრო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახლდათ Hotsale.ge.
შეხვედრის განმავლობაში მოწვეულმა სპიკერებმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის:
- პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე;
- ფსიქიკის ბუღალტერიაზე;
- პროფესიულ თავდაჯერებულობასა და ინდივიდუალიზმზე.
ასევე, გაიმართა საინტერესო მსჯელობა იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ეს პროფესია დგას. სპიკერებმა და მონაწილეება სამომავლო მოლოდინების შესახებაც ისაუბრეს. შეხვერდის დასასრულს კი ღონისძიების მონაწილეებმა Hotsale.ge-სგან საქართველოს პრემიუმ ტიპის სასტუმროების ვაუჩერები მიიღეს საჩუქრად. აღნიშნული სასტუმროებია:
მორეტონი • MORETONI LAKE RESORT
კახეთის გულში, თელავთან ახლოს, სოფელ ნაფარეულთან სასტუმრო მორეტონი • MORETONI LAKE RESORT მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდა და მალევე სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტულ კოტეჯებს, რომლებიც ტბის პირას არის განლაგებული. ტბაზე არსებული პატარა კუნძული კი კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს სივრცეს, რომელზეც რესტორანი მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ტრადიციული კახური, ისე შეფის მიერ შექმნილი საავტორო, მრავალფეროვანი კერძები. სასტუმროს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ითევზაოთ, წყლის ველოსიპედით ტბაზე ისეირნოთ, სამაგიდო თამაშებით ან ველოსიპედით გაერთოთ. აქ ყველასთვის მოიძებნება სივრცე და გასართობი, როგორც ოჯახისთვის, ისე მეგობრებისთვის ან უბრალოდ საკუთარ თავთან განმარტოებისთვის.
ყველაზე მთავარი კი რეზორტის გუნდია, ადამიანები, რომლებიც აქ ყოფნას დასამახსოვრებელს ხდიან. მეგობრული, პროფესიონალი და გულწრფელი ადამიანები ზრუნავენ, რომ ყოველი დღე კომფორტული და სტრესისგან თავისუფალი იყოს.

შატო ყვარელი • CHATEAU KVARELI
შატო ყვარელი • CHATEAU KVARELI მდებარეობს კახეთში, ქალაქ ყვარლის ცენტრში, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. სასტუმრო სს კორპორაცია “ქინძმარაული” საკუთრებაა და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს, დააგემოვნონ კომპანიის ცნობილი ღვინოები.
სასტუმროს მდებარეობა ქალაქის ცენტრში უზრუნველყოფს სიახლოვეს ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანთან, მუზეუმებთან, ეკლესიებსა და ილიას ტბის კურორტთან, სადაც უფასო სპორტული მოედნები და წყლის აქტივობები დაგხვდებათ.
ნომრები აღჭურვილია კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი და კაფე, სადაც ქართულ და ევროპულ კერძებს მიირთმევთ. აქ დაგხვდებათ ბილიარდი და სპეციალური სათამაშო ზონა ბავშვებისთვის.ღვინის მოყვარულთათვის იმართება უფასო სემინარები ღვინის წარმოების შესახებ.

გონაძეების მამული • GONADZE VINEYARDS HOTEL
გონაძეების მამული • GONADZE VINEYARDS HOTEL მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარედ. რაჭა, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური ბუნებით, მთის მასივებითა და განსაკუთრებული ღვინოებით, იდეალური ადგილია მშვიდი დასვენებისთვის. სასტუმროში ხელმისაწვდომია თანამედროვე, კეთილმოწყობილი საოჯახო ნომრები. სტუმრებს შეუძლიათ განიტვირთონ სასტუმროს ღია აუზთან, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება რაჭის მთებსა და ვენახებზე. ასევე, მოწყობილია ტერასები და მყუდრო ეზო. სასტუმროში ფუნქციონირებს რესტორანი.

შეგახსენებთ, რომ დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება ბიზნესისა და ტექნოლოგიის წამყვან ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.
Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დანაზოგს მრავალფეროვანი მომსახურებისა და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე იპოვით შეთავაზებებს სხვადასხვა კომპანიისგან. ესენია: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.