გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

Hotsale.ge-მ რიგით III ფინანსური ფორუმის სტუმრებს სპეციალური საჩუქრები გადასცა

Hotsale.ge-მ რიგით III ფინანსური ფორუმის სტუმრებს სპეციალური საჩუქრები გადასცა

467

2025 წლის 10 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო The Biltmore Tbilisi-ში გა­ი­მარ­თა რი­გით III ფი­ნან­სუ­რი ფო­რუ­მი, რო­მე­ლიც ბუ­ღალ­ტრის პრო­ფე­სი­ულ დღეს მი­ე­ძღვნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ ა(ა)იპ “ბუ­ღალ­ტერ­თა კლუ­ბი” პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად.

ფო­რუ­მის მი­ზა­ნი პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. ღო­ნის­ძი­ე­ბამ ბუ­ღალ­ტე­რი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის სფე­როს წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი, ბიზ­ნეს ლი­დე­რე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ფო­რუმს 150-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

 

 

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სპონ­სო­რი გახ­ლდათ Hotsale.ge.

შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მოწ­ვე­ულ­მა სპი­კე­რებ­მა არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ისა­უბ­რეს, მათ შო­რის:

  • პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე;
  • ფსი­ქი­კის ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ზე;
  • პრო­ფე­სი­ულ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მზე.

 

ასე­ვე, გა­ი­მარ­თა სა­ინ­ტე­რე­სო მსჯე­ლო­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის წი­ნა­შეც დღეს ეს პრო­ფე­სია დგას. სპი­კე­რებ­მა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბა სა­მო­მავ­ლო მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რეს. შეხ­ვერ­დის და­სას­რულს კი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა Hotsale.ge-სგან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­უმ ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის ვა­უ­ჩე­რე­ბი მი­ი­ღეს სა­ჩუქ­რად. აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია:

 

მო­რე­ტო­ნი • MORETONI LAKE RESORT

კა­ხე­თის გულ­ში, თე­ლავ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ნა­ფა­რე­ულ­თან სას­ტუმ­რო მო­რე­ტო­ნი • MORETONI LAKE RESORT მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში გა­მოჩ­ნდა და მა­ლე­ვე სტუმ­რე­ბის დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. სას­ტუმ­რო გთა­ვა­ზობთ კომ­ფორ­ტულ კო­ტე­ჯებს, რომ­ლე­ბიც ტბის პი­რას არის გან­ლა­გე­ბუ­ლი. ტბა­ზე არ­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი კი კი­დევ უფრო მეტ ხიბლს მა­ტებს სივ­რცეს, რო­მელ­ზეც რეს­ტო­რა­ნი მდე­ბა­რე­ობს. აქ შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ხუ­რი, ისე შე­ფის მიერ შექ­მნი­ლი სა­ავ­ტო­რო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბი. სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­გიძ­ლი­ათ ითევ­ზა­ოთ, წყლის ვე­ლო­სი­პე­დით ტბა­ზე ისე­ირ­ნოთ, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბით ან ვე­ლო­სი­პე­დით გა­ერ­თოთ. აქ ყვე­ლას­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა სივ­რცე და გა­სარ­თო­ბი, რო­გორც ოჯა­ხის­თვის, ისე მე­გობ­რე­ბის­თვის ან უბ­რა­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან გან­მარ­ტო­ე­ბის­თვის.

 

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი რე­ზორ­ტის გუნ­დია, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ყოფ­ნას და­სა­მახ­სოვ­რე­ბელს ხდი­ან. მე­გობ­რუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზრუ­ნა­ვენ, რომ ყო­ვე­ლი დღე კომ­ფორ­ტუ­ლი და სტრე­სის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოს.

 

 

შატო ყვა­რე­ლი • CHATEAU KVARELI

შატო ყვა­რე­ლი • CHATEAU KVARELI მდე­ბა­რე­ობს კა­ხეთ­ში, ქა­ლაქ ყვარ­ლის ცენ­ტრში, ზღვის დო­ნი­დან 400 მეტრზე. სას­ტუმ­რო სს კორ­პო­რა­ცია “ქინ­ძმა­რა­უ­ლი” სა­კუთ­რე­ბაა და ღვი­ნის ტუ­რიზ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, გა­ეც­ნონ ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, და­ა­გე­მოვ­ნონ კომ­პა­ნი­ის ცნო­ბი­ლი ღვი­ნო­ე­ბი.

სას­ტუმ­როს მდე­ბა­რე­ო­ბა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ახ­ლო­ვეს ყვარ­ლის ის­ტო­რი­ულ ციხე-გა­ლა­ვან­თან, მუ­ზე­უ­მებ­თან, ეკ­ლე­სი­ებ­სა და ილი­ას ტბის კუ­რორტთან, სა­დაც უფა­სო სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი და წყლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი დაგ­ხვდე­ბათ.

 

ნომ­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია კომ­ფორ­ტუ­ლი დას­ვე­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ინ­ვენ­ტა­რით. სას­ტუმ­რო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რეს­ტო­რა­ნი და კაფე, სა­დაც ქარ­თულ და ევ­რო­პულ კერ­ძებს მი­ირ­თმევთ. აქ დაგ­ხვდე­ბათ ბი­ლი­არ­დი და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­თა­მა­შო ზონა ბავ­შვე­ბის­თვის.ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის იმარ­თე­ბა უფა­სო სე­მი­ნა­რე­ბი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ.

 

 

გო­ნა­ძე­ე­ბის მა­მუ­ლი • GONADZE VINEYARDS HOTEL

გო­ნა­ძე­ე­ბის მა­მუ­ლი • GONADZE VINEYARDS HOTEL მდე­ბა­რე­ობს რა­ჭა­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ. რაჭა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ბუ­ნე­ბით, მთის მა­სი­ვე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბით, იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია მშვი­დი დას­ვე­ნე­ბის­თვის. სას­ტუმ­რო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე, კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სა­ო­ჯა­ხო ნომ­რე­ბი. სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­ნიტ­ვირ­თონ სას­ტუმ­როს ღია აუზ­თან, სა­ი­და­ნაც ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა რა­ჭის მთებ­სა და ვე­ნა­ხებ­ზე. ასე­ვე, მო­წყო­ბი­ლია ტე­რა­სე­ბი და მყუდ­რო ეზო. სას­ტუმ­რო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რეს­ტო­რა­ნი.

 

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ნა­ზო­გე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი პლატ­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში Hotsale.ge ყო­ველ­წლი­უ­რად ერ­თვე­ბა ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის წამ­ყვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში და მხარს უჭერს აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

Hotsale.ge 2011 წელს და­არ­სდა და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ელექტრო­ნულ კო­მერ­ცი­ა­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს და­ნა­ზოგს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის დროს. ვებგ­ვერ­დზე იპო­ვით შე­თა­ვა­ზე­ბებს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის­გან. ესე­ნია: სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და კა­ფე­ე­ბი, ეს­თე­ტი­კის ცენ­ტრე­ბი და სა­ლო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი, აუ­ზე­ბი და სხვა.