Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Казбеги, Джута
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
Казбеги, Джута
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი

Hotsale.ge, HR Gala Night-ის პარტნიორი იყო
HR Gala Night ერთგვარი სპონტანური წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
18 ოქტომბერს GMP Hospitality-ს მართვის ქვეშ მყოფმა – თბილისის ისტორიულმა სივრცემ, ფუნიკულიორმა, HR Gala Night-ს უმასპინძლა. 200-ამდე HR პროფესიონალის გაერთიანება, HR-თა პრივატულ სოციალურ გვერდზე ერთი პოსტისა და რამდენიმე კომენტარის შემდეგ სპონტანურად დაიგეგმა, როგორც არაკომერციული პროექტი და მხარდამჭერი კომპანიების მეშვეობით, ფაქტობრივად, 10 დღეში განხორციელდა.
ორგანიზატორები:
- მირანდა გაბუნია, აუთსორსული საკონსულტაციო კომპანია AACC-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბიზნეს პარტნიორი
- ომარ ტერტერაშვილი, Georgian Manganese, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი
„მიუხედავად იმისა, რომ სფეროში არაერთი კონფერენცია, ტრენინგი თუ კონგრესი ტარდება, მივხვდით რომ გვჭირდება რაღაც ახალი, განსხვავებული ფორმატი, რომელიც დაცლილი იქნებოდა კონკურენციისგან და აკადემიურობისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგების მოთხოვნითა და თხოვნით, ერთგვარი არაოფიციალური დაკვეთა მივიღეთ, რომ გვჭირდებოდა ერთი იდეის გარშემო შეკრება და გაერთიანება, სადაც დავივიწყებდით ჩვენს ყოველდღიურ რუტინას და ჩვენთვის გაკეთდებოდა საღამო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მხოლოდ კომუნიკაციაზე, გართობაზე, დადებითი ემოციების გაზიარებასა და მიღებაზე“, – ომარ ტერტერაშვილი.
„იდეამ არამარტო ჩვენი კოლეგები, არამედ ბევრი მეგობარი კომპანია გააერთიანა ივენთის გარშემო. პარტნიორმა ორგანიზაციებმა საოცარი საჩუქრები გაათამაშეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. როგორც ომარმა აღნიშნა, HR Gala Night ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ. თუმცა სფეროში არსებულმა ჩვენმა გამოცდილებამ და ჩვენი კოლეგების ნაკარნახევმა სურვილმა, ზუსტად დაგვანახა თუ რა გვჭირდება – არაფორმალური გარემო, დადებითი და გულწრფელი მუხტი, გართობა, ემოციების გაცვლა, პოზიტივი და ენერგია. რაც ვფიქრობ ღირსეულად გამოგვივიდა. ღონისძიების წარმატება თითოეული მონაწილე HR-ის, მხარდამჭერი კომპანიებისა და მოწვეული მუსიკოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – მირანდა გაბუნია.
HR Gala Night-ის გენერალური სპონსორი და მასპინძელი იყო GMT Hospitality, რომელმაც ღონისძიებას ისტორიულ ადგილას – „ფუნიკულიორზე“ უმასპინძლა. ფუნიკულიორის სივრცე იდეალური ადგილია სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებებისა თუ სადღესასწაულო თარიღების აღსანიშნავად. გამოირჩევა უნიკალური ხედებით, ინფრასტრუქტურით და, რაც ახლა ყველაზე მთავარია – მაღალი დონის სერვისითა და მენიუს მრავალფეროვანი არჩევანით.
ღონისძიების პარტნიორმა Hotsale.ge-მ სტუმრებს ტრადიციულად საინტერესო საჩუქრები მოუმზადა
Hotsale.ge-ს შესახებ: დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება მთავარ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.
Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს აკავშირებს ათასობით და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.
სხვა სტატიები
.png)
როგორ გავატაროთ დაუვიწყარი უქმეები ოჯახთან ერთად 8 ადგილი
ოჯახთან ერთად გართობა და მათთან ერთად დროის გატარება ყველაზე სასიამოვნო აქტივობაა, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად შეიძლება წავიდეთ და რით გავერთოთ. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ადგილი თბილისში სადაც ოჯახური გართობისთვის საუკეთესო ადგილებია და ასევე დ...
განაგრძე კითხვა
5139
-1.jpg)
რა ვნახოთ ბორჯომში - 6 ნაკლებად ცნობილი ადგილი, ყველასთვის საყვარელ ქალაქში
ბორჯომის ულამაზესი ბუნება, ტყეები, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრე და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ეს მხარე ნამდვილი სამოთხეა მოგზაურებისთვის, სავსე უამრავი საოცრებით და მომხიბვლელი კუთხეებით. გიზიარებთ 5 აუცილებლად სანახავ ადგილს ბორჯომის რაიონ...
განაგრძე კითხვა
12906

მეტი დასვენება = მეტი დანაზოგი- ანუ როგორ დავისვენოთ მაქსიმალურად, მინიმალური დანახარჯით
ზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველა მოუთმენლად ველით დღეებს, როდესაც ჩავალაგებთ სამგზავრო ჩანთას და მთელი წლის ნანატრ დასვენების დღეებს მოვიწყობთ. ზოგს მთა გვირჩევია, ზოგსაც ზღვა, მაგრამ იცით რა გვაერთიანებს ყველას? კი სწორად მიხვდით - გვინდა დასვენები...
განაგრძე კითხვა
18394

სალონური მომსახურები მაღალი დანაზოგით
იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი პიროვნება გარშემომყოფებზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ თავისი ვიზუალით ახდენს, ვერსად გავექცევით. ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, თავის მოვლა ერთ-ერთი უპირველესია, რადგან ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის თა...
განაგრძე კითხვა
16099
 (8).png)
პრემიუმ სასტუმრო Castello Mare საუკეთესო ფასად Hotsale.ge-ზე
საქართველოს წამყვანი დანაზოგების პლატფორმა Hotsale.ge აგრძელებს მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას ზღვისპირა პრემიუმ კლასის სასტუმრო "კასტელო მარე • Castello Mare"-თან. 2025 წელსაც, მომხმარებლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, დაისვენონ ც...
განაგრძე კითხვა
4402