Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
ბაზალეთი
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
ბაზალეთი
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge ფინანსური ბიზნეს ფორუმი 2025-ის პარტნიორი გახდა
Hotsale.ge ფინანსური ბიზნეს ფორუმი 2025-ის პარტნიორი იყო. კომპანია ფორუმის პარტნიორია დაარსების - 2022 წლიდან და მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობის გაგრძელებას.
ღონისძიება მენეჯერთა ასოციაციის და ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია რაციოს ორგანიზებით ჩატარდა. მის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ ბიზნესის ლიდერები და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები.
მასშტაბურ ფორუმს 22 ივნისს სასტუმრო “პარაგრაფმა” უმასპინძლა. მას დარგის 200-ზე მეტი პროფესიონალი დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საინტერესო მასტერკლასებში, ნეთვორქინგსა და სხვა აქტივობებში.
პარტნიორმა Hotsale.ge-მ სტუმრებს ტრადიციულად საინტერესო საჩუქრები მოუმზადა და საღამო კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
კერძოდ, დამსწრე სტუმრებში შემთხვევითობის პრინციპით გათამაშდა საგზურები საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში:
Gino Wellness მცხეთა არის ბუტიკ სასტუმრო, რომელიც მდებარეობს საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქში, თბილისიდან 15 კმ-ში. Gino Wellness მცხეთაში წარმოდგენილია 22 ოთახი, საიდანაც იშლება სანახაობრივი ხედები ზედაზენის მთებზე, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერზე.
სასტუმროში გიმასპინძლებთ ისეთი ობიექტები, როგორიცაა რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გარე აუზი, სპა ველნეს სივრცეები და ტერასები, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება არის შესაძლებელი.
ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ რესტორანს - Gino Wellness Mtskheta-ს, რომელიც გამოირჩევა ტრადიციული ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს სინთეზით, რაც სტუმრებს შესანიშნავ გამოცდილებას სთავაზობს. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული ქართული დელიკატესები, ასევე საერთაშორისო პოპულარული კერძები, რაც მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას ქმნის. ულამაზესი ხედები ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე განსაკუთრებულ ფონს ქმნის საოჯახო, მეგობრული თუ კორპორაციული შეკრებებისთვის.

Hotsale.ge-მ ღონისძიებაზე გაათამაშა სასტუმროს აუზისა და სპა მომსახურების ვაუჩერებიც.
თანამედროვე სპა კომპლექსი “ლაბირინთი • LABYRINTH POOL” ავჭალაში, ხორავას ქუჩის 6-ში მდებარეობს.
სპა კომპლექსი აღჭურვილია საუნით, ბარითა და კომფორტული დასასვენებელი სივრცით. აუზიდან ქალაქზე იშლება ლამაზი ხედი. “ლაბირინთი • LABYRINTH POOL” წლებია Hotsale.ge-ის პარტნიორია და დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, რაც მან გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით დაიმსახურა.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Residence Plaza. ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტია მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი ნომრები აღჭურვილია ყველაფრით, რაც შეიძლება სტუმარს დასჭირდეს კომფორტული და მშვიდი დასვენებისთვის. კომპლექსში გიმასპინძლებთ ბარი და რესტორანიც, სადაც უგემრიელეს კერძებსა და კოქტეილებს შემოგთავაზებენ. ასევე შეგიძლიათ, ისარგებლოთ თანამედროვე სპა ცენტრითაც.
სასტუმროდან იშლება შთამბეჭდავი ხედები მთელს თბილისზე. მისი მისამართია გუჯარეთის ქუჩა N19.

Hotsale.ge-ს შესახებ: დანაზოგების ყველაზე მსხვილი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge ყოველწლიურად ერთვება მთავარ ბიზნეს და ტექნოლოგიურ ღონისძიებებში და მხარს უჭერს აღნიშნული დარგების განვითარებას.
Hotsale.ge 2011 წელს დაარსდა და საქართველოს მასშტაბით ელექტრონულ კომერციაში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს დაზოგვას მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან: სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა.
Hotsale.ge კომპანიებს აკავშირებს ათასობით და სთავაზობს მათ ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და ლოიალური მომხმარებლის შეძენას. თითოეული პარტნიორისთვის იგეგმება ინდივიდუალური, მათზე მორგებული მარკეტინგული კამპანია.
სხვა სტატიები
როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე - კოსმეტოლოგის რჩევები
გაზაფხული დადგა და ბუნებასთან ერთად ჩვენი კანიც განახლებას საჭიროებს. ზამთრის შემდეგ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გთავაზობთ კოსმეტოლოგების პროფესიონალურ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ კანის სწორად მოვლაში....
განაგრძე კითხვა
8361
70%-მდე დანაზოგი ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე ხვალიდან Hotsale.ge-ზე Black Friday იწყება!
21 ნოემბრიდან Hotsale.ge-ზე სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის შეძენისას კიდევ უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება გახდება შესაძლებელი. Black Friday-ს ფასები გავრცელდება როგორც სილამაზის, ისე თავის მოვლის, კვების, ტექნიკის, საახალწლო, საგანმანათლებლო, სამედ...
განაგრძე კითხვა
14648
დანაზოგების ყველაზე დიდი პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge საერთაშორისო ჯილდოს „Leader of the Year“ მფლობელი გახდა
დანაზოგების ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Hotsale.ge, რომელიც 12 წელია, მხარს უჭერს ბიზნესს და მაქსიმალურად ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ჯილდოს „Leader of the Year“ მფლო...
განაგრძე კითხვა
17338
განსახვავებული საჩუქრები დედისთვის
3 მარტი ის დღეა, რომლისთვისაც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად ემზადება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავე...
განაგრძე კითხვა
18153
როგორ მოვუწყოთ ბავშვს ჯადოსნური დაბადების დღე მაღალი დანაზოგით
ყველა ბავშვებისთვის დაბადების დღე ის დღესასწაულია, რომელსაც თითქმის მთელი წელი ელოდებიან და ყველაზე ბედნიერად გრძნობენ თავს. ვინაიდან ასოცირდება ზღაპრულ, დაუვიწყარ ემოციებთან, გართობასთან და უამრავ საჩუქართან. ეს დღე არანაკლებ ემოციური და მნიშვნელოვა...
განაგრძე კითხვა
34532
სასტუმრო „კუნძული“ - უნიკალური დასასვენებელი სივრცე კახეთში.
სასტუმრო „კუნძული“—კახეთისრეგიონში, ილიასტბაზე მდებარეობს. უნიკალური დასასვენებელიკომპლექსი, რომელიც 9 მყუდრო და ელეგანტურ კოტეჯს აერთიანებსუზრუნველყოფილიაკომფორტული დასვენებისთვის საჭირო ყველა ინვენტარითა დამომსახურების სერვისით.ინ...
განაგრძე კითხვა
14557