Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
სგურამო
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
სგურამო
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ საჩუქრებით ესტუმრა
Hotsale.ge, რომელიც „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა, მის ბენეფიციარებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
Hotsale-ის ინიციატივის ფარგლებში, ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარების დასახმარებლად ჰოლდინგის სხვადასხვა შვილობილი კომპანია გაერთიანდა და საჩუქრები ერთობლივად შეაგროვეს.
„3 მარტის აღნიშვნა ხანდაზმულთა პანსიონატში გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, სიმბოლურია ეს ყველაფერი. გვინდოდა, ამ ადამიანებისთვის დედის დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. კიდევ არაერთი მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტი გვაქვს, რომლებსაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განვახორციელებთ,“ - განაცხადა Hotsale.ge-ს ბრენდ მენეჯერმა ლანა ცხადაძემ.
ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის სტუმრობა მართლაც ძალიან ემოციური იყო. მათ კიდევ ერთხელ იგრძნეს, რომ საზოგადოება მათზე ზრუნავს და ყურადღებას აქცევს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Hotsale.ge-ს ამ ყურადღებისთვის. სწორედ ამ კომპანიამ გაუწია ორგანიზება ჩვენთან სტუმრობას და მეგობარი კომპანიებიც ჩააყენა საქმის კურსში. როგორც ვიცი, ძალიან დიდი ერთსულოვნება და ჩართულობა იყო „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანიებში. ეს არის ჰოლდინგი, რომელმაც მისი არსებობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ამჯერად ჩვენ მოვექეცით მათი ყურადღების ცენტრში. მეც და ბებოებიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სტუმრები მომავალში კვლავ მოსვლას დაგვპირდნენ,“ - განაცხადა ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ.
ეს მართლაც არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Hotsale.ge და „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტში ჩაერთო.
„პალიტრა მედია ჰოლდინგი“ მუდმივად ჩართულია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. დიდი სიხარულით შევხვდით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის, Hotsale.ge-ის ინიციატივას, რომ პანსიონატში მოვსულიყავით და ბებიები და ბაბუები გაგვეხარებინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო Hotsale.ge-ს და ჩვენს თითოეულ შვილობილ კომპანიას, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ ინიციატივაში და დიდი ყურადღება გამოიჩინეს პროექტის მიმართ,“ - აღნიშნა „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ შიდა კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა თამთა მურადაშვილმა.
Hotsale.ge სამომავლოდაც გეგმავს ხანდაზმულთა პანსიონატის დახმარებასა და სხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების განხორციელებას.
სხვა სტატიები
70%-მდე დანაზოგი ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე ხვალიდან Hotsale.ge-ზე Black Friday იწყება!
21 ნოემბრიდან Hotsale.ge-ზე სხვადასხვა სერვისისა თუ პროდუქტის შეძენისას კიდევ უფრო მეტი დანაზოგის გაკეთება გახდება შესაძლებელი. Black Friday-ს ფასები გავრცელდება როგორც სილამაზის, ისე თავის მოვლის, კვების, ტექნიკის, საახალწლო, საგანმანათლებლო, სამედ...
განაგრძე კითხვა
14395
ნაძვის ხის ტრადიციის გზამკვლელი
ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია. საახალწლო ნაძვის ხის ყიდვა, მისი აწყობა და გაფორმება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე და სასურველია, რომ მთელი ოჯახი იყოს ამ პროცესში ჩართული. როგორც წესი, ნაძვის ხეს მამა ყიდულობს, ბავშვები საკუთარი ხე...
განაგრძე კითხვა
9795
თუ ტექნიკის შეძენას აპირებ, იცოდე, სად არის საუკეთესო ფასის გარანტია
ძვირადღირებული ნივთების ყიდვისას, ბევრი ადამიანი ცდილობს ეკონომიის გაკეთებას, რადგან მინიმალური ფასდაკლებაც კი გეხმარება, დაზოგო მნიშვნელოვანი თანხა. არსებობს რამდენიმე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც ხშირად იყენებენ ადამიანები ტექნიკის ყიდვისას....
განაგრძე კითხვა
16244
საბაგირო აბონემენტები Hotsale.ge-ზე 30%-იანი დანაზოგით Mastercard-ის ბარათით გადახდისას
ბაკურიანი, გუდაური, მესტია, გოდერძი - რომელ სამთო-სათხილამურო ტრასაზე ამჯობინებთ სრიალს? გააკეთეთ არჩევანი და ისრიალეთ უსასრულოდ. ამ უნიკალურ შესაძლებლობას Hotsale.ge-სა და Mastercard-ის შეთავაზება შეგიქმნით....
განაგრძე კითხვა
15965