Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
ხელვაჩაური
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
მარტყოფი
-
Сазано
-
ხელვაჩაური
-
Все
-
Тбилиси
-
აბასთუმანი
-
ასურეთი
-
Ахалци́хе
-
ახმეტა
-
Батуми
-
Бакуриани
-
Боржоми
-
ბახმარო
-
ბაზალეთი
-
ბაღდათი
-
Гонио, Квариати
-
Bolnisi
-
Гудаури
-
გურჯაანი
-
Guria
-
Gori
-
გრიგოლეთი
-
დუშეთი
-
Зугдиди
-
Телави
-
სიონი
-
თეთრიწყარო
-
თერჯოლა
-
თუშეთი
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Лагодехи
-
Мцхета
-
Местиа
-
მანავი
-
ნატახტარი
-
Рустави
-
რაჭა - ონი, ამბროლაური
-
სგურამო
-
Саирме
-
Сигнахи
-
Сурами
-
Уреки
-
უფლისციხე
-
ფასანაური
-
ქვიშხეთი
-
Кобулети
-
Kutaisi
-
Кварели
-
Казбеги, Джута
-
საგარეჯო, ხაშმი
-
ხელვაჩაური
-
Шекветили
-
ჩაქვი
-
ცემი
-
ცხვარიჭამია
-
ციხისძირი
-
Tsinandali
-
Цхалту́бо
-
წალკა
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
დუბაი
-
მარტყოფი
-
Сазано
რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?
რამდენიმე დღეა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოქალაქეების დიდ ნაწილს
სახლიდან უწევს მუშაობა ან უბრალოდ, თვითიზოლაციაშია. ეს პროცესი
განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის, რომლებიც ბაღსა და სკოლებში აქტიურ
სოციალიზაციას არიან მიჩვეულები და ითხოვენ თანატოლებთან თამაშსა და გარეთ
გასვლას.
რეალურად, შესაძლებელია, ის დრო, რასაც სახლში ბავშვებთან ერთად ვატარებთ,
საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გამოვიყენოთ. თუ დისტანციურად
მუშაობის ან თვითიზოლაციის პროცესს მომზადებულები ვერ შევხვდით, ამ
პრობლემას ონლაინ-პლატფორმები მოგვიგვარებენ, რადგან ისინი მზად არიან, ეს
არცთუ სასურველი, ნებაყოფლობითი გარემოსგან იზოლირება საინტერესო და
მრავალფეროვანი გახადონ როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ბავშვებისთვის.
ჩვენ ელექტრონული კომერციის პლატფორმა “რიდერსლენდთან” ერთად, ასაკობრივი
კატეგორიების მიხედვით შევარჩიეთ წიგნები, რომელიც ბავშვების ცხოვრებას
თვითიზოლაციის პერიოდში უფრო საინტერესოს გახდის. ამასთან, პლატფორმა მზად
არის, წიგნები სასურველ მისამართზე გამოგიგზავნოთ.
0-დან 3 წლამდე
თუ აქამდე ვერასდროს პოულობდით დროს, თქვენს პატარებთან ერთად, ახალი
აღმოჩენები გაგეკეთებინათ, ეს ორი ფერადი და სახალისო წიგნი, რომელიც 0-3 წლის
ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ამ პრობლემას მოგიგვარებთ.
“პირველი სიტყვები” - ეს არის 10 პატარა წიგნის სკოლამდელი ასაკის
ბავშვებისთვის, რომელიც მშობელთან ან აღმზრელთან ერთად უნდა დაათვალიერონ
და ახალი აღმოჩენები გააკეთონ, გაეცნონ, რომელი დასახელების ნივთს, მცენარესა
თუ გარემოში არსებულ სხვა მატერიას რა სახელით მოვიხსენიებთ.
“ჩემი პირველი 100 ცხოველი” - როგორც წესი, ბავშვების დიდ ნაწილს ცხოველთა
სამყარო აინტერესებთ, უყვართ თავიანთი რბილი სათამაშოები, რომლებსაც დათვის,
ძაღლის, კატის თუ სხვა ცხოველის ფორმა აქვს. ეს წიგნი - ჩანთა მათ საყვარელ
კოლექციას უფრო საინტერესოს გახდის, ამასთან, მათი ასაკის შესაბამისად
შეიმეცნებენ ფაუნის ახალ წევრებს.
3-დან 6 წლამდე
ამ ასაკშიც ბავშვებს მარტივ და მათი ასაკისთვის შესაბამის ინფორმაციას ვაწვდით.
რაც მთავარია, ეს წიგნები უნდა იყოს ფერადი, რომ სახლში მოწყენილობისგან
დაღლილი პატარების ყურადღება მიიპყროს.
“ანბანთქება” - თამრი ფხაკაძის ლექსების კრებული, რომელიც ფერად, ბალიშა
წიგნშია მოცემული და პატარებს სხარტი და მხიარული ლექსებით გაართობს.
“ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი” - ამ ასაკობრივ კატეგორიაში ბავშვი
ყველაზე მეტ კითხვას სვამს, მას ყველაფერი აინტერესებს: რამხელაა სპილო? საიდან
იქმნება ძაბვა? რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? ასეთ კითხვებს
პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი
ამოცანები კი რაც ამ წიგნშია მოცემული ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას
ამოწმებს მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და
სახალისოს ხდის.
6-დან 9 წლამდე
სკოლის მოსწავლეები ძალიან მარტივი წიგნების მიმართ ხანდახან უფრო
კრიტიკულები არიან ხოლმე, ისინი თავს უფრო “დიდად” გრძნობენ, ამიტომ
გადავწყვიტეთ, მათთვის შესაფერისი, უფრო “დიდების” წიგნები შეგვერჩია,
რომელიც კითხვას შეაყვარებთ:
“სამი ზღაპარი” - ძმები გრიმებისა და ვილჰელმ ჰაუფის უკვდავი ზღაპრები, რომელიც
ათწლეულებია, იბეჭდება და ყოველთვის იწვევს ბავშვების ინტერესს. ეს მარტივად
ჩახლართული და საინტერესო ისტორიებია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დიდი
პოპულარობით სარგებლობს.
“ჰერაკლე უძლიერესი ადამიანი და სხვა ბერძნული მითები” - ჰერაკლე და ბერძნული
მითები არაერთი ცნობილი ანიმაციური ფილმის შთაგონება გამხდარა, ამიტომ ეს
ცნობილი სახელი 6-9 წლის ბავშვებისთვის საინტერესო უნდა იყოს. შეიძლება, ის
ისტორიებიც იპოვნონ, რაც მულტიპლიკაციურ ფილმებში უნახავთ.
9-დან 12 წლამდე
“ტომ სოიერის თავგადასავალი და ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” - მარკ ტვენის
ნაწარმოებების ყველასთვის საყვარელი გმირები ახლა უკვე ილუსტრირებულ
გამოცემებშია, რაც ბავშვებს ორივე პერსონაჟის ცხოვრების წარმოდგენას კიდევ
უფრო უმარტივებს. თუ გადატვირთული სასწავლო გრაფიკის გამო ბავშვმა აქამდე
მათი წაკითხვა ვერ შეძლო, ახლა სწორედ შესაფერისი დროა.
“განძის კუნძული” - რობერტ ლუის სტივენსონის ასევე უკვდავი ნაწარმოები,
რომელიც მისტკურ, ხიფათით აღსავსე და საინტერესო ისტორიებს მოიცავს.
შეუძლებელია, მისი კითხვა დაიწყო და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო.
სხვა სტატიები
"დემი ესთეტიკი / DEMI AESTHETIC"
არასასურველი თმის მოშორება თანამედროვე თავის მოვლის რუტინის განუყოფელი ნაწილია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ეპილაციის მეთოდები უფრო ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული გახდა. "დემი ესთეტიკი / DEMI AESTHETIC" მომხმარებელს სთავაზობს სხეულის...
განაგრძე კითხვა
6045
დაგეგმე იდეალური საზაფხულო დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე "სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL"
Hotsale.ge აგრძელებს ზრუნვას შენი კომფორტული დასვენებისთვის და გაძლევს შესაძლებლობას, გამოიყენო ექსკლუზიური დანაზოგი პრემიუმ კლასის სასტუმროზე –”სასტუმრო დრიმლენდ ოაზისი • DREAMLAND OASIS HOTEL”, რომელიც მდებარეობს ჩაქვში, შავი...
განაგრძე კითხვა
20200
"ოპუს ბათუმი • OPUS Batumi"
თუ გეგმავთ დასვენებას შავი ზღვის სანაპიროზე ან ემზადებით მნიშვნელოვანი საქმიანი ვიზიტისთვის, Hotsale.ge-ს თქვენთვის შესანიშნავი სიახლე აქვს. ჩვენი პლატფორმის პარტნიორთა რიგებს შემოუერთდა OPUS Batumi — თანამედროვე, მაღალი სტანდარტების სასტუმრო, ...
განაგრძე კითხვა
5104
Georgia Travel Guide: Uncover Top Destinations and Unique Stays for Your Adventure with Hotsale Discounts
Are you planning a trip to Georgia and seeking the best destinations and accommodations? Look no further! Georgia offers a diverse range of experiences for travelers, from stunning mountain landscapes to vibrant coastal cities. Discover the must-visi...
განაგრძე კითხვა
26098