Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
Kатегория
-
Tsinandali
-
Все
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tsinandali
-
Все
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
4-მილიონიანი დანაზოგი ზაფხულში
დღეს, როდესაც ყოველდღიური ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია, დანაზოგის ეფექტური გზების პოვნა თითქმის ყველა მომხმარებლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. სწორედ აქ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას Hotsale.ge – პლატფორმა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ხარისხიანი პროდუქტი და სერვისი გაცილებით დაბალ ფასად მიიღონ.
საქართველოში ელექტრონული კომერციის ყველაზე მასშტაბური პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს დანაზოგს მრავალფეროვანი მომსახურების და პროდუქციის მიღების დროს. ვებგვერდზე განთავსებულია შეთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, ესთეტიკის ცენტრები და სალონები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, აუზები და სხვა. თითოეულ კატეგორიაში 24%-დან 60%-მდე დანაზოგის მიღებაა შესაძლებელი.
Hotsale.ge-ის ზაფხული – აქტიურობის რეკორდული მაჩვენებლები
2025 წლის ზაფხულში Hotsale.ge-ის ვებგვერდსა და აპლიკაციაში ჯამში 2 086 000 ვიზიტი განხორციელდა. ერთი მომხმარებელი ვებგვერდს საშუალოდ 2-ჯერ, ხოლო აპლიკაციას 3.8-ჯერ სტუმრობდა. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ მომხმარებლები პლატფორმას არა ერთჯერადი სარგებლობისთვის, არამედ რეგულარული დანაზოგის წყაროდ იყენებენ.
ამასთან, Hotsale.ge-ის აპლიკაციას ამ მომენტისთვის 64 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მობილური ვერსია ბევრისთვის ყოველდღიურ ჩვევად იქცა.
მრავალფეროვანი არჩევანი – რეალური სარგებელი
ზაფხულის განმავლობაში პლატფორმაზე 600-ზე მეტი პარტნიორი კომპანიის 2 000-ზე მეტი შეთავაზება განთავსდა. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, შეერჩია შეთავაზებები სხვადასხვა სფეროდან: დასვენება, კვება, ჯანმრთელობა, სილამაზე, გასართობი და სხვა.

ამ მრავალფეროვნებამ განაპირობა ის, რომ მხოლოდ სამ თვეში Hotsale.ge-ის მომხმარებლებმა ჯამში 4.2 მილიონი ლარის დაზოგვა შეძლეს.
რატომ არის ჰოთსეილი მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?
Hotsale.ge მხოლოდ დანაზოგების პლატფორმა არ არის. იგი მომხმარებლისთვის ასრულებს რამდენიმე მნიშვნელოვან როლს:
ფინანსური ეკონომია – საშუალოდ 24-60% დანაზოგი სხვადასხვა კატეგორიის მომსახურებასა და პროდუქტზე;
მარტივი ხელმისაწვდომობა – განსაკუთრებული შეთავაზებები ერთ სივრცეში, ვებგვერდზე ან აპლიკაციაში;
საიმედო არჩევანი – ასეულობით პარტნიორი კომპანიის შეთავაზება, გადამოწმებული აქციები, რაც ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიაა;
დაზოგვის ჩვევა – მომხმარებლები უკვე ეჩვევიან, რომ სასურველი კომპანიის შეთავაზება ჯერ Hotsale.ge-ზე უნდა ნახონ, ამ პროცესში კი Hotsale.ge ერთ-ერთ მთავარ და ღირებულ პარტნიორად ყალიბდება.
ზაფხული ტრადიციულად ტურიზმის პიკია და სწორედ ამ სფერომ მოიზიდა მომხმარებლების ყველაზე დიდი ინტერესი. Hotsale.ge-ის მომხმარებლებმა სასტუმროებისა და ტურისტული სერვისების შეთავაზებებით 26 000-ჯერ ისარგებლეს.
სასტუმროების კატეგორიაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყო 54%-მდე დანაზოგი, რამაც ბევრისთვის დასვენება უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე მომხმარებლებმა 86 000-ჯერ დაურეკეს Hotsale.ge-ის პარტნიორ კომპანიებს. ეს ციფრი ხაზს უსვამს პლატფორმის მნიშვნელობას არა მხოლოდ დანაზოგის, არამედ ბიზნესსა და მომხმარებელს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეწყობის კუთხითაც.
2025 წლის ზაფხული Hotsale.ge-ის და მისი მომხმარებლებისთვის მხოლოდ მაღალი ციფრების სეზონი არ ყოფილა. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ პლატფორმას, რეალური ღირებულება შესძინოს ყოველდღიურ ცხოვრებას.
Hotsale.ge იქცა ხარჯების კონტროლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ ფულს უზოგავს, არამედ სთავაზობს არჩევანის თავისუფლებას, სანდოობას და კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებს.
სხვა სტატიები
Affordable Comfort: Where to Stay in Tbilisi on a Budget
Exploring the vibrant streets of Tbilisi, Georgia's capital, is a journey filled with cultural richness, architectural wonders, and culinary delights. As you plan your adventure, one essential consideration is where to rest your weary head after a da...
განაგრძე კითხვა
34602
ესთეტიკური ცენტრები, რომელთა მომსახურებითაც Hotsale.ge-ზე განსაკუთრებული დანაზოგით ისარგებლებთ
Hotsale.ge, სხვა მრავალფეროვან მომსახურებასა და პროდუქციასთან ერთად, პრემიუმკლასის ესთეტიკური ცენტრების სერვისებს განსაკუთრებული დანაზოგით გთავაზობთ.სხვადასხვა ესთეტიკური პროცედურა, რომელიც ქალს ფორმაში ჩადგომასა დასილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება, ა...
განაგრძე კითხვა
29394
გასართობი ცენტრები თბილისში დაუვიწყარი დაბადების დღის გადასახდელად
ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად...
განაგრძე კითხვა
28438
5 წიგნი, რომელიც ჰელოუინზე არ უნდა გამოტოვო
ჰელოუინი ახლოვდება და ალბათ, წარმოუდგენელი იქნება ჰორორის ჟანრს, რომ არ შევეხოთ. ამ მიმართულებას თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს, რადგან თუ ერთხელ შეტოპავ ამ საოცრებებით, მოულოდნელობებითა და მთელი რიგი დრამატურგიით სავსე სამყაროში, მერე მარტივად დააღწ...
განაგრძე კითხვა
22091
დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად მხოლოდ Hotsale.ge-ის მომხმარებლებისთვის
Hotsale.ge და “გასა • GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY GASA” დამეგობრდნენ, ამ პარტნიორობის ფარგლებში კი Hotsale.ge-ის მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დაჯავშნონ დუბაის ტური ექსკლუზიურ ფასად. აქცია სრულდება 7 აპრილს 17:00 საათზე...
განაგრძე კითხვა
27959
7 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტ...
განაგრძე კითხვა
16170
იცით თუ არა, რა არის Hotsale.ge -ს ჯანმრთელობის ბარათი?
გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ახალი პროდუქტი - ჯანმრთელობის ბარათი. რომელიც შეიქმა იმისათვის, რომ თქვენ - ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა, მიიღოთ ძალიან საჭირო, სამედიცინო სერვისები გაერთიანებული ერთ ჯანმრთელობის ბარათში და რაც მთავარია დაზოგოთ თანხები ჭკვიანუ...
განაგრძე კითხვა
27263