გადმოწერე ჰოთსეილის აპლიკაცია და აღმოაჩინე დამატებითი დანაზოგი საყვარელ პროდუქტებზე

PLAY STORE

Android App

APP STORE

Ios App

ყოველდღიური დამატებითი დანაზოგი მხოლოდ აპლიკაციაში

ჩამოტვირთვა

3 უნიკალური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის

3 უნიკალური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის

11981

შეუძლებელია ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს ფიზიკური აქტივობის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურის, სწავლისა თუ ოჯახური საქმიანობის გამო რთული და გადატვირთული გრაფიკი აქვს. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია სტრესის მოსახსნელად, განსატვირთად, მეტი პროდუქტიულობისთვის.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფიზიკური აქტივობის სახეობას, რომლებიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოსწრებადია და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში.

ცურვა
ცურვა ააქტიურებს ყველა ჯგუფის კუნთს, ამაღლებს ზოგად ტონუსს, აძლიერებს იმუნიტეტს და აკაჟებს ორგანიზმს, ხელს უწყობს კალორიების წვას - 1 საათის განმავლობაში ცურვისას იწვება 400-დან 1100 კალორიამდე, კალორიების წვა დამოკიდებულია ცურვის სისწრაფესა და ადამიანის წონაზე. ცურვა საუკეთესო  ძვლოვანი და კარდიო ვარჯიშია. მისი დაბალი ინტენსივობის დატვირთვა ტრავმირებულ ადამიანებსაც კი აძლევს საშუალებას, რომ სახსრების ზედმეტად დატვირთვის გარეშე განაგრძონ სპორტული ცხოვრება ან თუნდაც თერაპია. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ცურვა საუკეთესო ანტისტრესორია, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილის რუტინას, აუმჯობესებს გარემოსთან ადაპტაციის უნარს. ამ და სხვა სასარგებლო თვისებებით თავმოყრილ სპორტს შეუძლია შეინარჩუნოს, გააუმჯობესოს ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.

#!#

აკვა აერობიკა
შეიძლება ითქვას, რომ აკვა აერობიკა ბოლო წლების ერთ-ერთი პოპულარული აქტივობაა განსაკუთრებით ქალბატონთათვის. ასევე რეკომენდებულია ორსულებისთვის. გარდა იმისა, რომ აკვა აერობიკა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და აუცილებელიც კი (რადგან ააქტიურებს კუნთებს და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს), ასევე ითვლება ნერვული სისტემის თერაპიად, ჭარბ წინასთან და ცელულიტთან ბროლის ყველაზე უფექტურ საშუალებად. აკვა აერობიკა აწესრიგებს ძილის რუტინას, ამშიდებს ნერვულ სისტემას, ხელს უშლის დაბერებას, ათავისუფლებს ორგანიზმს დაღლილობისა და სტრესისგან, ხელს უწყობს კალორიების სწაფ წვას, ორგანიზმს აძლევს სრულად განტვირთვის საშუალებას.

#!#

 ფიტნესი
ფიტნესი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ფიზიკურ აქტივობებს: სირბილს, სატრენაჟო დარბაზში ვარჯიშს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. იგი ზრდის კუნთების ეფექტურ მუშაობას, მოქნილობას, ძალასა და ამტანობას, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვების მუშაობას. გარდა იმისა, რომ ფიტნესი ჯანმრთელობის გარანტიაა, ის ერთ-ერთი საუკეთესო ანტისტრესორია და ასევე საუკეთესო საშუალება სხეულის ფორმის სრულყოფისათვის.

#!#

გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ საშალებებს, რომლებიც დაგეხმარებიან გონებისა და სხეულის ჰარმონიის ერთიანობის შექმნაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.
დაზოგვა ჭკვიანურია, ჯერ ჰოთსეილზე ნაზე!