-
Category
-
Dubai
-
District
-
Category
-
Dubai
-
უბანი
სტამბულის ტური ტიტების ფესტივალზე 1 სტუმარზე 4/5 დღე-ღამე სასტუმროში საუზმით
5712
პეკინის 44
Working hours
Monday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Tuesday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Wednesday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Thursday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Friday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Saturday
: 09:00 AM
- 09:00 AM
Sunday : 09:00 AM - 09:00 AM
Offer Details
შეიძინეთ პრომო კოდი 30 ლარად და მიიღეთ 27 % - იანი დანაზოგი ტურისტული კომპანია ' Travel2Georgia ' -სგან!
პრომო კოდის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 445 ლარს 595 ლარის ნაცვლად მთლიან ტურში
შეთაბაზებაში შედის : სტამბულის ტური ტიტების ფესტივალზე 4/5 დღე-ღამით კომფორტული და სუფთა 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრში საუზმით (სულთანაჰმედზე,
აია სოფიას ტაძართან)
ფასი მოცემულია ერთ სტუმარზე!
6 აპრილიდან-11 აპრილის ჩათვლით!
21 აპრიიდან 26 აპრილის ჩათვლით!
ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა კომფორტული ავტობუსით (ფრენის შემთხვევაში ორმხრივი
ავიაბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი+9 კგ. გასაგორებელი ჩანთა და
ტრანსფერები: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი.) - კომფორტული და სუფთა 4* სასტუმრო ქალაქის ცენტრში (სულთანაჰმედზე,
აია სოფიას ტაძართან) - საუზმე (შვედური მაგიდა)
- კვალიფიციური ქართულენოვანი გიდი.
- თურქეთის რესპუბლიკაში შესასვლელი აპლიკაცია.
- საზღვრის კვეთის ტესტი (ვისაც არ აქვს ვაქცინაცია)
- საჩუქრად! ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოგზაურობის ამსახველი
კადრებით!
მარშრუტის მიმართულება:
I დღე:
- ჯგუფის შეკრება 09:30 ზე. გასვლა თურქეთის მიმართულებით 10:00 საათზე.
- გზად გავივლით ქალაქებს... ტრაპიზონი...სამსუნი...სინოპი...
II დღე:
ჩასვლა სტამბულში მეორე დილით 12:00-13:00 საათზე
განთავსევა სასტუმროში/დასვენება
14:00 - დან 15:00 საათამდე ვიწყებთ ექსკურსიას:
აია სოფია ( ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი მდებარეობს
სასტუმროდან 5 წუთის სავალზე. შესვლა უფასო!)
თოფქაფეს სასახლე (სტამბულის საგანძური )
ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც მდებარეობს აია სოფიასთან და წარმოადგენს
რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავს, რომელიც ანტიკური
სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი
მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული. (ამჟამად რესტავრაციაშია)
სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი (აქ თავმოყრილია არამარტო სტამბულის,
და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები).
წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას
აშენებამდე, სადაც ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.
III დღე:
საუზმე - 08:00 საათზე.
დილიდანვე გავემგზავრებით პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში.
გადმოსვლა კოურდუნასის კუნძულზე (ე.წ. ,,პრინცის კუნძულზე"), სადაც მხოლოდ
ელექტრომობიები და ველოსიპედები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით
იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები.
( გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე სადაც მოვინახულებთ წმ. გიორგის
სასწაულმოქმედ ტაძარს, აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ გიორგის
სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა
შემწეა. ამ ტაძრის საოცარი აღმოჩენის ისტორიას ადგილზე გაეცნობით. ჩვენი გიდის
დახმარებით კი ტაძრიდან წამოიღებთ პატარა ზარებს, რომელიც ბედნიერებას და
სიხარულს მოგიტანთ...)
P.S. სახლიდან წამოიღეთ ძაფის გორგალი. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ
სურვილი და ტაძრამდე უხმოდ უნდა აიტანოთ, ისე რომ არ გაგიწყდეთ ძაფი.შემდეგ
ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.. ძალიან
ბანალურია, მაგრამ ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის
მოსალოცად, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი...
დაბრუნება კუნძულიდან 16:00 საათზე
დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც
ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით,
დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5
ტონას იწონის.
უძველესი საათების მუზეუმი
19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.
IV დღე:
- საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
- ამ დღეს დილიდანვე ვესტუმრებით მსოფლიო საპატრიარქო ტაძარს, სადაც
პატრიარქი ბართოლომეოს I აღავლენს წირვა-ლოცვას. აქ ინახება უამრავი
სიწმინდეები, მათ შორის იერუსალიმიდან ჩამოტანილი ბოძი, რომელზეც
მაცხოვარი გაშოლტეს. (მსურველებს შეიძლიათ აქ ეზიარონ კურთხევით)
შემდგომ მოვილოცავთ ქართული მართლმადიდებლური ტაძარს (სადაც
ქართული დიასპორაა) და რუსული ტაძარს (წმ. სტეფანე პირველწოდებულის
სახელობის) მოლოცვა. - მოვილოცავთ გასაღების ეკლესიას (აქვე შეიძენთ სურვილის გასაღებებს და
წამოიღებთ ტაძრიდან გადმომდინარე ვლაქერნის ღვისმშობლის წყაროს წყალს) - დღის მეორე ნახევარში ვესტუმრებით ტიტების ულამაზეს ბაღს, რომელიც
,,ოქროს რქას“ გადმოჰყურებს და სადაც ულამაზესი ფოტოსესია გელოდებათ. - დავესწრებით ტიტების ფესტივალს.
- დაბრუნება სასტუმროში/დასვენება
- საღამოს გთავაზობთ ვახშამს სანაპიროს რესტორანში სადაც შეგიძლიათ
დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები. - დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა
მოქანავე ხიდი , იგივე სიყვარულის და გონდოლებით გასეირნება მდინარე
კიზილ ირმაკზე (ყველაზე დიდი წყალუხვი მდინარე თურქეთის ტერიტორიაზე)
საღამოს დაბრუნება სასტუმროში, დასვენება გართობა აუზზე.
V დღე:
- ჩასვლა ტრაპიზონში
- ,შოპინგ ტური” (ტრაპიზონის ,,ფორუმი”) ან ,ქემალ ფაშა“
- გამომგზავრება სარფის მიმართულებით
- გვიან ღამით დაბრუნება თბილისში.
VI დღე:
- საუზმე -08:00 - 10:00 საათამდე.
- 11:00 ნომრების დაცლა.
- ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ტურისტების
საყვარელი ადგილი) - (ამ დროს შეგიძლიათ იშოპინგოთ სასტუმროს გაჩერებიდან 1 კმ.)
- (სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე საკმაოდ დაბალ ფასად შეიძენთ ხარისხიან
- თურქულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ჩვენი გიდის დახმარებით)
- გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი
- ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
- გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
- ეგვიპტური სუნელების ბაზარი- (იგივე მონათა ბაზარი) (აღმოსავლური
ტკბილეულობის დაგემოვნება) აქვეა საბითუმო ბაზრობა
სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია
როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი
დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო. შესვლა უფასო!)
20:00 საათზე ჯგუფის შეკრება და გამომგზავრება საქართველოში.
VI დღე: საღამოს 22:00- დან 23:00 საათამდე დაბრუნება თბილისში.
ექსკურსიის ღირებულებაში არ შედის:
- ვახშამი (საკვებით უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
- მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს: 50$
- ბოსფორზე კრუიზი: 50 ლირა (15 ლარი)
- (შიდა გადაადგილება 4 დღე + პრინცის კუნძულზე გადასვლა გემით და
- კუნძულზე მოძრაობა ელექტრომობილებით ორი გზა, ყველაფერი ჯამში: 15 $)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე
1 პრომო კოდით დანაზოგს მიღეებთ 1 ადამიანი მთლიან ტურზე , აუცილებელია შეძენა და ადგილზე წარდგენა
სტამბულის ტური ტიტების ფესტივალზე 1 სტუმარზე 4/5 დღე-ღამე სასტუმროში საუზმით
Cost
445.00 ₾
595.00 ₾
Saving
120 ₾
Saving %
25%
დასრულებულია
Request a call
Conditions
- ტურის თარიღი - 6 აპრილიდან-11 აპრილის ჩათვლით და 21 აპრიიდან 26 აპრილის ჩათვლით!
- დანაზოგის მისაღებად საჭიროა წარადგინოთ პრომო კოდი
- პრომო კოდის რაოდენობა ერთ მომხმარებელზე არ არის შეზღუდული.
- 1 პრომო კოდით დანაზოგს მიღეებთ 1 ადამიანი მთლიან ტურზე , აუცილებელია შეძენა და ადგილზე წარდგენა