Category
Category
Category
Category
Category
-
Tsemi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
-
Tsemi
-
All
-
Tbilisi
-
Abastumani
-
ასურეთი
-
Akhaltsikhe
-
Akhmeta
-
Batumi
-
Bakuriani
-
Borjomi
-
Bakhmaro
-
Bazaleti
-
ბაღდათი
-
Gonio, Kvariati
-
Bolnisi
-
Gudauri
-
Gurgaani
-
Guria
-
Gori
-
Grigoleti
-
Dusheti
-
Zugdidi
-
Telavi
-
Tianeti, Sioni
-
Tetrickaro
-
Terjola
-
Tusheti
-
Kiketi
-
კოჯორი
-
Lagodekhi
-
Mtsketa
-
Mestia
-
მანავი
-
ნატახტარი
-
rustavi
-
Racha
-
სგურამო
-
Sairme
-
Sighnaghi
-
Surami
-
Ureki
-
უფლისციხე
-
Pasanauri
-
ქვიშხეთი
-
Kobuleti
-
Kutaisi
-
Kvareli
-
Kazbegi, Juta
-
Khashmi
-
ხელვაჩაური
-
Shekvetili
-
Chakvi
-
Tsemi
-
ცხვარიჭამია
-
Tsikhisdziri
-
Tsinandali
-
Tskaltubo
-
Tsalka
-
ჭიათურა
-
საზღვარგარეთი
-
Dubai
ვარჯიში სახლის პირობებში - მითია თუ რეალობა?
Covid-19-მა თითოეული ადამიანის ყოველდღიური ჩვევები და ცხოვრების სტილი შეცვალა. ადამიანებმა სწავლა და მუშაობა განაგრძეს ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, უარი თქვეს გართობაზე, საყვარელ საქმიანობაზე, რადგან ამ უცნაურმა ვირუსმა ცხოვრების ახალ და უჩვეულო ეტაპზე გადაგვიყვანა.
დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის საცურაო და ფიტნეს დარბაზებიც, რის გამოც, უამრავ ადამიანს ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები შეუქმნა - მოიმატეს ან დაიკლეს წონაში, რთულად ან საერთოდ ვერ ინარჩუნებენ ფსიქოლოგიურ წონასწორობას, ეკარგებათ სასურველ ფორმაში ყოფნისა და ფიზიკური გაძლიერების მოტივაცია სახლში ‘ჩაკეტვის’ გამო.

ამ სირთულეების მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ გამოსავალი სულ არსებობს. ფიტნეს დარბაზებმა გადაინაცვლეს ვარჯიშის მოყვარული ადამიანების სახლებში, რასაც აქვს დადებითი მახასიათებლები, მაგალითად, არ გვჭირდება დროის დაკარგვა ა პუნქდიდან ბ პუნქდამდე მისასვლელად, ვზოგავთ ფულს, ნაკლებად გადავაადგილდებით ავტომობილებით, რაც ეკოლოგიაზე კარგად აისახება და ა.შ
მართალია, სახლი ადამიანთათვის ასოცირდება კომფორტის ზონასთან, დასასვენებელ, განტვირთვის ადგილთან, მაგრამ პანდემიამ ისიც დაგვანახა, რომ სახლი მულტიფუნქციური სივრცეა. სულ ცოტა ნებისყოფა, მოტივაცია და რამდენიმე უნიკალური სავარჯიშო მოწყობილობა სჭირდება სახლში ვარჯიშის დაწყებას.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ სავარჯიშო აქსესუარებს, რომლებიც სახლში ვარჯიშს სასიამოვნოსა და შედეგიანს გახდის.
სავარჯიშო პარალონი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სახლში ვარჯიშისთვის, რათა კომფორტულად შეასრულოთ ის ვარჯიშები, რომლებიც მოითხოვენ იატაკზე მოძრაობას. მის შეძენამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ, ზომა, რა მასალისგანაა დამზადებული, რამდენად იოლია გადასაადგილებლად და რამდენად მარტივადაა შესაძლებელი მისი გასუფთავება.

ლახტი - მაღალინტენსიური კარდიო ვარჯიშია. ლახტით ხტომა მომატებული წონისა და კალორიების დასაწვავად სწრაფი, ეფექტური საშუალებაა.

სავარჯიშო ჟგუტი - გამოირჩევა დიდი პოპულარობით როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. სავარჯიშო, ანუ ფიტნეს ჟგუტი გამოიყენება მრავალი სახის ვარჯიშისთვის. ეფექტურად წვავს ცხიმებს, ზრდის კონცენტრაციას, ავარჯიშებს კუნთებს მტელ სხეულზე. შეიძლება ითქვას, რომ სახლში ვარჯიშისთვის აუცილებელი და ძალიან ეფექტური აქსესუარია. ქალები ძირითადად მოიხმარენ ქვედა ტანის ვარჯიშისთვის, კაცები კი პირიქით, ზედა ტანის ვარჯიშისთვის. სავარჯიშო რეზინი განსხვავდება მასალის, სიხისტისა და ზომის მიხედვით, შესაბამისად, მისი შერჩევა ხდება წინასწარ განსაზღვრული მიზნით.

სავარჯიშო დისკი - გამოიყენება წელის, თეძოსა და მუცლის ვარჯიშებისთვის. სავარჯიშო დისკი ორგანიზმს ეხმარება ნარჩენების დეტოქსიკაციაში, ტკივილისა და ანთების აღმოფხვრაში, ასევე ეფექტური ვარჯიშია კარდიო და მთლიანი სხეულის კუნთოვანი ნაწილისთვი, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას.

დამატებითი სიმძიმეები - ჰანტელები და კომპაქტური სიმძიმეები გამოიყენება სხვადასხვა ზონის სამიზნე კუნთების გასაძლიერებლად, ტონუსში მოსაყვანად და განსავითარებლად. ჰანტელები დღესდღეობით ყველასთვის შეუცვლელი სავარჯიშო აქსესუარებია, რომლებიც მრავალფერობნებით გამოირჩევიან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დამატებითი სიმძიმეები არ უნდა აღემატებოდეს ჩვენს ძალებს, უნდა გამოვიყენოთ სწორად კონკრეტული ვარჯიშებისთვის, რადგან მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს მყესები, იოგები და მოხდეს კუნთების დისბალანსი.

შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო აქსესუარები Hotsale.ge-ზე სპეციალურ ფასად და შეხვდით გაზაფხულს იდეალურ ფორმაში!
სხვა სტატიები
10 აუცილებლად სანახავი ადგილი ბორჯომში
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და საოცარი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ბორჯომი საინტერესოა კულტურით დაი...
განაგრძე კითხვა
90534
Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის გამართლება, ამიტომ კომპანია ხარისხის კონტროლის ახალ ეტაპს იწყებს - ჩვენი წარმომადგენლები პარტნიორ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შემოწმების აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ. დარღვევები...
განაგრძე კითხვა
19406
სტუმრად ღვინის სამშობლოში
კახეთი მეღვინეობის , მევენახეობის და გასტრონომიის ერთ ერთი უძველესი კერაა , იგი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში , ასევე ცნობილი როგორც ღვინის და ვენახის სამშობლო . გამოირჩევა, როგორც კულტურული ძეგლის სიმრავლით ასევე სტუმარ-მასპინძლობის კულტ...
განაგრძე კითხვა
14697
სად დავასვენოთ ბავშვები ზაფხულში?
ჩვენთვის ძვირფასი მოგონებების უმრავლესობა ბავშვობაში არდადეგებსა და განტვირთვას უკავშირდება. პატარები მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ელიან თავისუფლების ამ წუთებს, ხოლო კვლევებმა გვიჩვენა, რომ დასვენება არამარტო ზრდასრულებისთვის, არამე...
განაგრძე კითხვა
29298
კასს დაიმონდ რეზორტი • KASS DIAMOND RESORT hotsale.ge-ზე
აღმოაჩინე საქართველოს უნიკალური ბუნება, შენთან ახლოს ისე, როგორც არასდროს! თუ თავად არ განიცადე, რთულია წარმოიდგინო ბუნების ხელუხლებელ ქმნილებაზე, კანიონზე გადაჭიმული შუშის ხიდი, რომელიც გგონია ფეხქვეშ გამოგეცლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს, გრძნობ რომ ...
განაგრძე კითხვა
24052